Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:37 - 13 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის ჩაშლის შემდეგ ძალადობა გაგრძელდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 მაი.'13 / 17:48

ქაოტური დაპირისპირები, რასაც წინ უძღოდა ათასობით მართლმადიდებელი აქტივისტის მიერ ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დაგეგმილი აქციის ჩაშლა, სხვადასხვა ადგილებში პერიოდულად კვლავ გრძელდება.

ინციდენტის დაწყებიდან დაახლოებით ორ საათში, ასობით მართლმადიდებელი აქტივისტი კვლავ რუსთაველის გამზირზე რჩება პარლამენტის ყოფილი შენობის წინ; დანარჩენი ასეთი ჯგუფები ახლომდებარე ქუჩებზე არიან მობილიზებულები. მათი რაოდენობა შემცირდა მას შემდეგ, რაც ერთ–ერთმა სასულიერო პირმა მათ სამების საკათედრო ტაძარში გადასვლისკენ მოუწოდა.

ერთ–ერთი ინციდენტის დროს ახალგაზრდა მამაკაცს და ქალს ფილარმონიის მახლობლად აგრესიული ახალგაზრდები დაესხნენ თავს, თუმცა მათ მოახერხეს და ახლომდებარე სუპერმარკეტს შეაფარეს თავი, რომელსაც მოგვიანებით მართლმადიდებელი აქტივისტების დიდმა ჯგუფმა შემოარტყა ალყა. პოლიცია ადგილზე მივიდა და ჯერჯერობით იქ რჩება.

სულ ცოტა 12 ადამიანი, მათ შორის სულ ცოტა სამი პოლიციელი იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც მათ სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს თავისუფლების მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მომხდარი ინციდენტების დროს.

სახალხო დაცველის აპარატის ინფორმაციით, ასევე განხორციელდა მცდელობა, რომ ორგანიზაცია „იდენტობის“ ოფისი დაერბიათ თბილისში. სწორედ ეს ორგანიზაცია იყო დაგეგმილი აქციის ორგანიზატორი.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა პოლიციას ჩარევისა და ძალადობის აღკვეთისკენ მოუწოდა. მან განაცხადა, რომ პარალელური აქცია „გავიდა სამართლებრივი ჩარჩოებიდან“ და „ძალადობაში გადაიზარდა“ და „პოლიციამ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლება იმისათვის, რომ მოხდეს დამნაშავეთა დაკავება და შესაბამისი რეაგირება“.

ლგბტ აქტივისტებს და მათ მხარდამჭერებს რუსთაველზე პარლამენტის ყოფილი შენობის წინ 17 მაისს 13:00 საათზე უნდა გაემართათ აქცია ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.

თუმცა მათ აქციის ადგილის შეცვლა მოუწიათ მას შემდეგ, რაც შენობის წინ მდებარე ტერიტორია მართლმადიდებელი აქტივისტებით და სასულიერო პირებით გაივსო.

მათ თავისუფლების მოედნიდან, დაახლოებით, 300 მეტრში მდებარე ტერიტორია შეარჩიეს აქციის ალტერნატიულ ადგილად.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ აქციის ადგილი შეიცვალა, პარალელური აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნისკენ დაიძრნენ.

პოლიციამ ვერ შეძლო ხალხის შეჩერება, რასაც ქაოტური დაპირისპირებები მოყვა.

მას შემდეგ, რაც მართლმადიდებელმა აქტივისტებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს, პოლიციამ რამდენიმე ავტობუსი მიიყვანა აქციის ადგილას, რათა იქიდან ლგბტ აქციის მონაწილეების ევაკუაცია განეხორციელებინა.

ერთ–ერთ ავტობუსს, რომელსაც აქციის მონაწილეები გადაჰყავდა, მართლმადიდებელი აქტივისტები თავს დაესხნენ და ფანჯრები ჩაუმტვრიეს; ასევე ადგილი ჰქონდა ქვების სროლას, რომლის დროსაც რამოდენიმე ადამიანი, მათ შორის ერთი ჟურნალისტი და პოლიციელი, დაშავდა. 

ჯერჯერობით უცნობია დაკავებულია თუ არა ვინმე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკლე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც თბილისის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას დაშლისკენ მოუწოდებს.

 

უახლესი ამბები
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
12 დეკ.'17 18:51
დეპუტატები ქალთა სავალდებულო კვოტირების ინიციატივას მხარს უჭერენ
დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიღება 2018 წლის ადრეულ გაზაფხულზე იგეგმება. 
12 დეკ.'17 16:29
ჟენევასა და ბერლინში საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ახალი ელჩები უხელმძღვანელებენ
ვიქტორ დოლიძე და ელგუჯა ხოკრიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 2018 წლის იანვრიდან შეუდგებიან.
12 დეკ.'17 02:01
კიევის სასამართლომ სააკაშვილი გაათავისუფლა
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სააკაშვილისთვის ორთვიანი შინაპატიმრობის შეფარდების თაობაზე.
11 დეკ.'17 17:42
კობახიძე: პრეზიდენტის არჩევა 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მიერ ‘ძალაში რჩება’
მისი თქმით, სისტემას ხარვეზები გააჩნია, თუმცა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ „პოლიტიკური კომპრომისის“ სახით ის ძალაში დატოვოს. 
11 დეკ.'17 17:27
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართა
აქციის მონაწილეებმა ნარკოპოლიტიკის საკითხზე პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღება მოითხოვეს.
11 დეკ.'17 13:12
საქსტატი: 2017 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 594 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა საქართველომ 2017 წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანიდან მოიზიდა.
09 დეკ.'17 18:26
ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი რუსული ოკუპაციის ფონზე მხარდაჭერას უსვამს ხაზს
სხვა საკითხებთან ერთად ჯგუფი ეთნიკური დისკრიმინაციის, რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების საკითხებზე საუბრობს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
67