Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:12 - 21 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სოხუმმა ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემა შეაჩერა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 მაი.'13 / 13:55

სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლებამ რეგიონის ეთნიკური ქართველი მაცხოვრებლებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემა შეაჩერა იმის შიშით, რომ ამ პროცესს, როგორც აფხაზეთის ზოგიერთი თანამდებობის პირი აცხადებს, შესაძლოა „აფხაზეთის ქართველიზაცია“ მოყვეს.

პროცესი სპეციალური კომისიის მუშაობის მიმდინარეობისას შეჩერდა. კომისია აფხაზეთის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა გასულ კვირას ჩამოაყალიბა და მისი მიზანია შეისწავლოს თუ რამდენად კანონიერად განხორციელდა „პასპორტიზაციის“ პროცესი, იტყობინებოდა „აფსნიპრესი“ 13 მაისს.

კომისია მას შემდეგ შეიქმნა, რაც ოპოზიციამ და სხვა რამდენიმე ჯგუფმა ხელისუფლება გალის, ტყვარჩელის და ოჩამჩირის ეთნიკური ქართველებით დასახლებულ რაიონებში აფხაზური პასპორტების დარიგებაში დაადანაშაულა მოქალაქეობის შესახებ აფხაზეთის კანონის დარღვევით. 

ოპოზიციურმა ორგანიზაციამ „აფხაზეთის ხალხთა ერთობის ფორუმმა“ განაცხადა 24 აპრილს, რომ „მასობრივი“ პასპორტიზაციის პროცესი ხორციელდება „ეროვნული უსაფრთხოების საზიანოდ“, რაც „სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის“ რისკს შეიცავს.

თვითგამოცხადებულ აფხაზეთში 2005 წლის 24 ოქტომბერს ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ მიღებული კანონის თანახმად, აფხაზეთის მოქალაქედ ითვლება ყველა ეთნიკური აფხაზი და ყველა ის პირი, რომელიც 1999 წლის 12 ოქტომბრის ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტის მიღების შემდეგ არანაკლებ 5 წლისა მუდმივად ცხოვრობდა აფხაზეთში. ეს დებულება მიზნად ისახავს სამართლებრივი ბარიერის შექმნას იმ ეთნიკური ქართველების მიერ აფხაზური პასპორტების მიღებაში, რომელთაც აფხაზეთი 1992–1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დატოვეს და რომლებიც შემდეგ გალის რაიონში დაბრუნდნენ.  გარდა ამისა, სეპარატისტული აფხაზეთის მოქალაქეს შეუძლია ერთდროულად იყოს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ხოლო აფხაზეთის მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში, მას უფლება აქვს გახდეს მხოლოდ რუსეთის მოქალაქე.

იმ ეთნიკურმა ქართველებმა, რომლებიც გალის რაიონში დაბრუნდნენ და რომელთაც აფხაზური პასპორტების აღება სურთ, სეპარატისტული რეგიონის კანონის თანახმად, ხანგრძლივი პროცედურები უნდა გაიარონ, რაც ასევე მოიცავს მოთხოვნას, რომ წარადგინონ დოკუმენტური მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ უარი თქვეს საქართველოს მოქალაქეობაზე. აფხაზური ოპოზიცია აცხადებს, რომ სწორედ ეს დებულება ირღვევა, როდესაც აფხაზური პასპორტების დარიგება ხდება ეთნიკური ქართველებისთვის, რადგანაც, მათი თქმით, ბევრ მათგანს, რომელთაც პასპორტები აიღეს, საქართველოს მოქალაქეობა კვლავ აქვთ.

თავის ბოლო ანგარიშში აფხაზეთზე საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი აცხადებს, რომ გალის მაცხოვრებლები იმიტომ იღებენ აფხაზურ პასპორტებს, რომ გაუადვილდეთ ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილება ან რუსეთში გასამგზავრებლად გამოიყენონ.

„გალის მაცხოვრებლების უმეტესობას ქართული პასპორტებიც აქვთ შემორჩენილი, რათა საქართველოში იმოგზაურონ და ძირითადი დახმარებები და მომსახურებები გამოიყენონ. მაგრამ თუ აფხაზეთის ადგილობრივი ხელისუფლება აღმოაჩენს ქართულ პასპორტს, ‘მისი კონფისკაცია და დახევა ხდება’, როგორც მოსახლეობა აცხადებს“, – ნათქვამია ანგარიშში, რომლის თანახმადაც აფხაზები შიშობენ, რომ გალის ყველა მკვიდრისთვის „მოქალაქეობის“ მინიჭება შეასუსტებს მათი, როგორც რეგიონის დომინანტური ეთნიკური ჯგუფის ისედაც სუსტ პოზიციას“.

აფხაზეთის ხელისუფლების მიერ 2011 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მიხედვით, აფხაზეთში 46 000–ზე მეტი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, ძირითადად გალის რაიონში, რაც სეპარატისტული რეგიონის მოსახლეობის 19%–ზე მეტს შეადგენს.

აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის სტანისლავ ლაკობას განცხადებით, 2013 წლის თებერვლის ბოლოს მონაცემებით, გალის და ტყვარჩელის რაიონების ეთნიკურ ქართველებზე სულ 22 724 პასპორტი გაიცა.

ლაკობამ, რომელიც 13 მაისს ამ საკითხზე სასაუბროდ პარლამენტში დაიბარეს, განუცხადა დეპუტატებს, რომ ეთნიკური ქართველებისთვის პასპორტების დარიგება კანონის მკაცრი დაცვის გარეშე აფხაზეთს შიგნიდან „ააფეთქებს“.

„ჩვენ აფხაზეთის სრული ქართველიზაციის პროცესის წინაშე ვდგავართ“, – განუცხადა ლაკობამ დეპუტატებს.

კომისია, რომელიც ეთნიკური ქართველებისთვის პასპორტების გაცემის კანონიერებას შეისწავლის, თავის დასკვნებს 2013 წლის 1 აგვისტომდე წარადგენს.

იმავდროულად, სეპარატისტული რეგიონის პარლამენტმა 13 მაისს ცალკე, საკუთარი კომისიის ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ამ საკითხს შეისწავლის, იტყობინება „აფსნიპრესი“.

ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემამ სეპარატისტულ რეგიონში პოლიტიკური უთანხმოება ბოლოს 2009 წლის აგვისტოში გამოიწვია, როდესაც დე ფაქტო პარლამენტმა მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა, რის შედეგადაც გალის მოსახლეობისთვის პასპორტების გაცემა გამარტივდა. ამ გადაწყვეტილებას მაშინ ოპოზიციის პროტესტი მოყვა, რამაც აიძულა მაშინდელი ლიდერი სერგეი ბაღაფში ცვლილებაზე ვეტო დაედო და სეპარატისტული რეგიონის პარლამენტს საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლა მოუხდა.   

უახლესი ამბები
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  
21 თებ.'18 15:19
ჯანელიძე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის დარღვევის თაობაზე აფრთხილებს
დღემდე შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 220 000 მოქალაქემ ისარგებლა.
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
44