Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 12:34 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებული ცვლილებები დაამტკიცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 აპრ.'13 / 18:42

პარლამენტმა 5 აპრილს დაჩქარებული წესით, მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომელიც ართმევს ბრალდებულს უფლებას თავად აირჩიოს მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ თუ მოსამართლემ.

ცვლილებების თანახმად, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე საქმე იმ შემთხვევაში განიხილება, თუ ბრალდებულისა და პროკურატურის მხარეები ამაზე შეთანხმდებიან.

ნაციონალური მოძრაობა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მთავრობის მიერ ინიცირებული ამ კანონპროეტის მიღებას იმ მოტივით, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელთა საქმეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას მიეკუთვნება, ჩამოერთმევათ არჩევანის თავისუფლება. უმცირესობიდან დეპუტატების განცხადებით, ამგვარი მიდგომა აჩენს ალბათობას, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა არაობიექტური ვერდიქტები გამოიტანონ ყოფილი მაღალჩინოსნების სისხლის სამართლის საქმეებზე, ვინაიდან შესაძლოა ისინი უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ.

ეს ცვლილება არ გავრცელდება იმ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე, მათ შორის ყოფილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას მიმართ, რომლებზეც სასამართლო არსებითი განხილვის ეტაპზეა გადასული. ახალაიამ უარი თქვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე, რასაც პროკურატურა ითხოვდა. თუმცა ეს შეიძლება შეეხოს სხვა გახმაურებულ საქმეებს, რომელთა შორისაა ასევე თბილისის მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომლებიც წინასასამართლო მოსმენის სტადიაზეა - სწორედ სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე მიიღება გადაწყვეტილება ნაფიც მსაჯულთა  არჩევის ან უარის თქმის შესახებ.

საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას პრეზიდენტი სააკაშვილი მოაწერს ხელს.

 

უახლესი ამბები
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
12 დეკ.'17 18:51
დეპუტატები ქალთა სავალდებულო კვოტირების ინიციატივას მხარს უჭერენ
დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიღება 2018 წლის ადრეულ გაზაფხულზე იგეგმება. 
12 დეკ.'17 16:29
ჟენევასა და ბერლინში საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ახალი ელჩები უხელმძღვანელებენ
ვიქტორ დოლიძე და ელგუჯა ხოკრიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 2018 წლის იანვრიდან შეუდგებიან.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
102