Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:58 - 19 ოქტ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საკრებულოს შუალედური არჩევნების ჩატარების სიხშირე იზრდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 აპრ.'13 / 20:58

პარლამენტმა 3 აპრილს პირველი მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც ქმნის შესაძლებლობას, რომ ადგილობრივ საკრებულოებში ვაკანტური მაჟორიტარული ადგილები შუალედური არჩევნების გზით შეივსოს წელიწადში სამჯერ, საკრებულოს უფლებამოსილების ვადის პირველი სამი წლის განმავლობაში.   

მოქმედი წესით საკრებულოს წევრთა შუალედური არჩევნების ჩატარება შესაძლებელია წელიწადში ერთხელ, მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში და ისიც იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოში არანაკლებ 5 მაჟორიტარს შეუწყდება ვადამდე უფლებამოსილება.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, რომელიც ქართულმა ოცნებამ მოამზადა, საკრებულოს 3 მაჟორიტარი წევრის გამოკლების შემთხვევაში შუალედური არჩევნები შესაძლებელი იქნება გაიმართოს თებერვალში, ივნისში ან ოქტომბერში.

ამასთან, თუ მოქმედი წესით შუალედური არჩევნების ჩატარება არ შეიძლება იმ შემთხვევაში, როცა საკრებულოს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 2 წელზე ნაკლები, შემოთავაზებული ცვლილებებით, ეს ვადა განისაზღვრა, 1 წელზე მეტით.

ივნისში არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, 2014 წელს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებამდე, დაახლოებით, ერთწლიანი ინტერვალი იქნება.

შუალედური არჩევნები შესაძლოა გაიმართოს თბილისთან ერთად კიდევ ხუთ მუნიციპალიტეტში: წალკაში, ონში, მესტიაში, ჩოხატაურსა და ხობში, სადაც დღეის მდგომარეობით სამზე მეტი მაჟორიტარია გამოკლებული საკრებულოებში, განაცხადა  პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ქართული ოცნებიდან ირინა იმერლიშვილმა პლენარულ სხდომაზე.

ნაციონალურმა მოძრაობამ გააკრიტიკა ეს ცვლილებები და განაცხადა, რომ მისი ერთადერთი სამიზნეა თბილისის საკრებულო, სადაც ქართულ ოცნებას სამი ვაკანტური მაჟორიტარული ადგილის მოგების გზით უმრავლესობის მოპოვება სურს.

„ეს არის ბრძოლა თბილისის საკრებულოსთვის“, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა ნაციონალური მოძრაობიდან, რომლის დეპუტაციაც მხარს არ უჭერს ცვლილებების მიღებას.

ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ შუალედური არჩევნების გამართვის ვადისა და სიხშირის გაზრდით მათი მიზანია, რომ არ მოხდეს საკრებულოების საქმიანობის პარალიზება.

დეკემბერში დეპუტატებმა კანონმდებლობაში ანალოგიური შესწორება მიიღეს, რომლითაც შესაძლებელი გახდა პარლამენტის შუალედური არჩევნების ოქტომბერთან ერთად ასევე აპრილში ჩატარება. ნაძალადევის, სამტრედიისა და ბაღდათის ოლქებში პარლამენტის ახალ მაჟორიტარ დეპუტატებს 27 აპრილს აირჩევენ.

უახლესი ამბები
19 ოქტ.'17 19:58
საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა
ახალი კონსტიტუცია მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.
19 ოქტ.'17 18:29
არასამთავრობოები სახალხო დამცველის შესარჩევ პროცესში ჩართვას ითხოვენ
ახალ ომბუდსმენს პარლამენტი, სავარაუდოდ, ნოემბერში აირჩევს.
19 ოქტ.'17 16:09
საქართველომ ბუკის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა ნიდერლანდებს გადასცა
ნიდერლანდების თხოვნა MH17 რეისის სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის თაობაზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდებოდა.
19 ოქტ.'17 14:06
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ–სექტემბერში
2017 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოს საგარეო ვაჭრობამ 7.56 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
18 ოქტ.'17 14:18
საპარლამენტო კომიტეტებმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის განხილვა დაასრულეს
მთავრობა ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს პარლამენტს არაუგვიანეს 5 ნოემბრისა წარუდგენს.
18 ოქტ.'17 13:09
სოხუმი ეთნიკური ქართველებისთვის ახალ შეზღუდვებს ამზადებს
ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება გალის რაიონის 4 000 ეთნიკური ქართველისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას გეგმავს.      
17 ოქტ.'17 19:05
ქალები ხელისუფლებაში: საქართველო ევროპის საბჭოს ანგარიშში
ანგარიში ევროპის საბჭოს 46 წევრ ქვეყანაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხს მიმოიხილავს.
17 ოქტ.'17 18:27
თბილისში აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულთა ნეშტები დაკრძალეს
აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპული 25 პირის ნეშტი ცოტა ხნის წინ მათ ოჯახებს გადასცეს.
17 ოქტ.'17 13:13
ლავროვი: მოსკოვი პატივს სცემს სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს
ლავროვი ახალგაზრდობის და სტუდენტთა მე-19 მსოფლიო ფესტივალის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა.
17 ოქტ.'17 12:08
თხილის მოსავლის განადგურების გამო კომპენსაციის მოთხოვნით ზუგდიდში აქცია გაიმართა
ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებისგან აზიური ფაროსანასგან მიყენებული ზარალის კომპენსაციას ითხოვს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
121