Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 09:32 - 22 ივლ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართული ეკლესია უმცირესობების ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირების წინააღმდეგია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 აპრ.'13 / 11:35

საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განაცხადა კვირას, რომ რეგიონული და უმცირესობების ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირება „დაუშვებელია“.

„ბოლო დროს კვლავ განახლდა მსჯელობა რეგიონული და უმცირესობების ენების შესახებ ევროპული ქარტიის თაობაზე, რაც ჩვენი აზრით მიუღებელია, რადგან იგი გამოიწვევს სეპარატისტული მოძრაობის გაძლიერებას და ქვეყნისთვის ახალი უმძიმესი პრობლემების შექმნას“, – ნათქვამია საქართველოს–კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს წერილობით განცხადებაში.

„ვიდრე ჩვენთან, ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხი არ მოგვარებულა და ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღმდგარა, პარლამენტის მიერ ამის რატიფიცირება დაუშვებლად მიგვაჩნია“, - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

საქართველოს რეგიონული და უმცირესობების ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიცირების ვალდებულება 1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აიღო.

მარტის შუა რიცხვებში ახალქალაქის საკრებულომ გადაწყვიტა პარლამენტისთვის მიემართა თხოვნით ქარტიის რატიფიცირების თაობაზე. 

ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა 18 მარტს, რომ ახალქალაქის საკრებულოში ამ საკითხის განხილვა ქართული ოცნების პროვოცირებულია და ეს უკანასკნელი და ამჟამინდელი მთავრობა იმაში დაადანაშულა, რომ მათ ვერ შეძლეს სიტუაციის სწორედ მართვა ადგილზე, ძირითადად სომხური მოსახლეობით დასახლებულ რეგიონში. მერაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ როდესაც ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში იყო, ის ისე აგვარებდა სიტუაციას, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არც დამდგარა.

სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან საქართველოს მოუწევს ქარტიის რატიფიცირება, რადგანაც ეს ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების ნაწილია; მისი თქმით, წინა ხელისუფლება ამ საკითხის მიჩქმალვას ცდილობდა ნაცვლად იმისა, რომ რაიმე არსებითი ნაბიჯი გადაედგა მის გადასაწყვეტად.

უახლესი ამბები
22 ივლ.'17 09:32
NDI-ს წინასაარჩევნო შეფასება: ორი პარალელული და განსხვავებული საქართველო
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციამ ადგილობრივი არჩევნების წინ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.
21 ივლ.'17 18:21
პრეზიდენტი ტრამპი ვიქტორია ნულანდის შემცვლელს დაასახელებს
ვეს მიტჩელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გახდება.
21 ივლ.'17 15:11
მარგველაშვილმა თვითმმართველობის კოდექსსა და საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო
პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტებს პარლამენტი ივლისის ბოლომდე განიხილავს.
21 ივლ.'17 13:14
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ადამიანის უფლებათა ანგარიშში
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებების შესახებ 2016 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
20 ივლ.'17 19:32
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს
გამოძიების დასრულებამდე, სასაზღვრო პოლიციის და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს.
20 ივლ.'17 19:08
საქართველო ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
დოკუმენტი საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხების სტატუსს აფასებს.
20 ივლ.'17 17:33
უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის პირობას დებენ
პეტრო პოროშენკომ საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.
19 ივლ.'17 17:47
ყოველწლიურ ამბასადორიალზე საქართველოს ლიდერები საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრობენ
თბილისი საქართველოს ელჩების ყოველწლიურ შეკრებას 18-21 ივლისს მასპინძლობს.
18 ივლ.'17 19:11
სემეკმა ბუნებრივი აირის მოხმარებაზე ახალი ტარიფები დაადგინა
ბუნებრივი აირის ტარიფი თბილისის და რეგიონების მომხმარებლებისათვის გაიზარდა
18 ივლ.'17 18:03
ვინ არიან თბილისის მერობის კანდიდატები და როგორია მათი საარჩევნო დაპირებები
საქართველოს დედაქალაქი, სადაც ამომრჩეველთა მესამედი ცხოვრობს, 2017 წლის ოქტომბერში ახალ მერს და საკრებულოს აირჩევს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
40