Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:40 - 20 იან.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველო ავღანეთში სამხედროების როტაციას ახორციელებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 მარ.'13 / 17:42

საქართველომ ნატოს მისიის ფარგლებში ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში განთავსებული ორი ბატალიონის როტაცია დაიწყო, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 22 მარტს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III და IV ქვეითი ბრიგადების 33-ე და 42-ე ბატალიონების ჯარისკაცები ავღანეთში ISAF-ის მისიის შესასრულებლად ექვსი თვით გაემგზავრნენ, სადაც ისინი I ქვეითთა ბრიგადის მე–12 ბატალიონს და III ქვეითთა ბრიგადის 32–ე ბატალიონს ჩაანაცვლებენ.

საქართველომ გასულ შემოდგომაზე თავისი სამხედროების რაოდენობა თითქმის გააორმაგა, რის შედეგადაც მათი რიცხვი 1 560–ს აღემატება.

აშშ–ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა განაცხადა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის სხდომაზე 19 მარტს, რომ საქართველო „ნატოსთვის  შესანიშნავი პარტნიორია“.

ადმირალმა სტავრიდისმა, რომელიც საქართველოს აპრილის დასაწყისში ეწვევა, ხაზი გაუსვა, რომ „დღეს საქართველოს ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ავღანეთში ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით“ და ნატოს უმსხვილესი არაწევრი სახელმწიფოა, რომელსაც ISAF-ის მისიაში წვლილი შეაქვს.

„ამრიგად, ისინი მთლიანად ჩვენთან არიან ბრძოლაში“, – განაცხადა ადმირალმა სტავრიდისმა და ხაზი გაუსვა, რომ აშშ–ის მხარდაჭერამ ქართული სამხედროების მიმართ „ტექნიკური და ტაქტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოს შესაძლებლობები“.

„საერთო ჯამში, ისინი სწორი მიმართულებით მიდიან და ნამდვილად დიდი წვლილი შეაქვთ ნატოს მისიაში, რაც კარგადაა ცნობილი [ნატოს] წევრი ქვეყნებისთვის“, – განაცხადა მან.

22 მარტს ორი ქართული ბატალიონის გაცილების ცერემონიის დროს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიმართა სამხედროებს, რომ ავღანეთში სამსახურით „თქვენ პირველ რიგში ქმნით თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერ და გამოცდილ სამხედრო ძალებს“. მან ასევე განუცხადა სამხედროებს, რომ ისინი ნატოში ინტეგრაციისკენ მიმავალ საქართველოს გზაზე ავანგარდში იმყოფებიან.    

19 ქართველი სამხედრო დაიღუპა და სულ ცოტა 96 დაიჭრა ავღანური მისიის ფარგლებში.

საქართველო ნატოს ISAF-ის მისიას 2009 წლის ნოემბერში შეუერთდა განათავსა რა დაახლოებით 170 ჯარისკაცი ქაბულში. 2010 წლის აპრილში საქართველომ თავისი მონაწილეობა გაზარდა ჰელმანდის პროვინციაში ბატალიონის გაგზავნით, ხოლო 2012 წლის ოქტომბერში თითქმის გააორმაგა ავღანეთში თავისი კონტიგენტი ჰელმანდში კიდევ ერთი ბატალიონის დამატებით.

21 მარტს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის მოსმენაზე საუბრისას თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველო განაგრძობს წვლილის შეტანას ნატოს ავღანეთის მისიაში 2014 წლის შემდეგაც, როდესაც ნატოს საბრძოლო მისია დასრულდება.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს შეთავაზებაა გაწვრთნას ავღანური ძალები როგორც საქართველოში, ისე ადგილზე, ავღანეთში; მისი თქმით, ეს წინადადება ასევე ითვალისწინებს ვერტმფრენების პილოტების მომზადებას ავღანური ძალებისთვის.

თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველომ ასევე შესთავაზა ნატოს, რომ გამოიყენოს საქართველო სატრანზიტო ქვეყნად, როდესაც 2014 წლის ბოლოდან მოკავშირეები ავღანეთიდან ჯარების და ტექნიკის გაყვანას დაიწყებენ.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
20 იან.'17 18:40
ნაციონალურმა მოძრაობამ ყრილობაზე განახლებული პოლიტსაბჭო დაამტკიცა
პარტიის თავმჯდომარის პოსტი მიხეილ სააკაშვილისთვის ვაკანტური დარჩა, პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელად კი დეპუტატი ნიკა მელია იქნა არჩეული.
20 იან.'17 17:32
კვირიკაშვილი: „გაზპრომთან“ სატრანზიტო შეთანხმებაში ‘საზეიმო არაფერი არ არის’
მისი თქმით, საქართველომ დაიცვა თავისი ინტერესები და „მიაღწია მაქსიმალურად იმ შედეგს, რისი მიღწევაც იყო შესაძლებელი“.
20 იან.'17 15:59
აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაში საქართველო ელჩის დონეზე მონაწილეობს
ელჩი დავით ბაქრაძე ცერემონიალის განრიგით გათვალისწინებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრება.
20 იან.'17 14:51
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი თბილისში შეხვედრებს მართავს
ჯანი ბუკიკიოს ვიზიტი საქართველოში დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმას უკავშირდება, იტყობინება ვენეციის კომისია.
20 იან.'17 12:06
კვირიკაშვილი დავოსში პოროშენკოს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე გამართა შეხვედრები თავის ხორვატ და სერბ კოლეგებთან.
19 იან.'17 22:49
ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოზე იმსჯელა
სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოს გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.
19 იან.'17 12:54
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს მიმართ „მზარდი ინტერესი“ გამოხატა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადრიდში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა ესპანეთის მეფეს.
18 იან.'17 18:05
უსუფაშვილი პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს
ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „სერიოზული წარმატების“ მიღწევას გეგმავს.
18 იან.'17 16:52
ცხინვალმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დანიშნა
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება.
18 იან.'17 14:44
პოლიტიკური რეიტინგები NDI–ის დაკვეთილ კვლევაში
ქართული ოცნება არჩევნების შემდგომ ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
53