Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:40 - 23 მაი.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთი ქართულ–ამერიკულ სამხედრო წვრთნებს აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 მარ.'13 / 17:46

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 22 მარტს, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მიმდინარე  ქართულ–ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნები შეშფოთების წყაროს წარმოადგენს.

ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობას იღებს აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის შავი ზღვის როტაციული ძალების 350 სამხედრო მოსამსახურე და საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი. Agile Spirit–ის წვრთნები ყოველწლიურად ტარდება, რომელიც ავსებს იმ წვრთნებს, როგორიცაა ამერიკელი საზღვაო ქვეითების მიერ ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში განთავსებისთვის მომზადება. პირველი ასეთი წვრთნები 2011 წელს გაიმართა, ხოლო მეორე – 2012 წელს.

„ეს ყოველწლიური ღონისძიებები, რომელსაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ხსნიან, როგორც „მომზადებას ავღანეთის ოპერაციებისთვის“, ნამდვილად იწვევს შეშფოთებას. როგორც ცნობილია, საქართველომ 2008 წელს სამხედრო კონფლიქტი გააჩაღა კავკასიაში, დღეს კი კატეგორიულად უარს აცხადებს, რომ შეეგუოს ახალ პოლიტიკურ რეალობას“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა კომენტარში, რომელიც სამინისტროს ვებ-გვერდზე პარასკევს გამოქვეყნდა.

„მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი უცხოური სამხედრო დახმარება თბილისისთვის, რითიც არ უნდა იყოს ის მოტივირებული, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გაძლიერების პერსპექტივებს ართულებს“, – განაცხადა მან.

უახლესი ამბები
23 მაი.'17 18:40
პროკურატურამ აუდიტის სამსახურის შუალედური ანგარიშის საფუძველზე გამოძიება დაიწყო
შუალედური ანგარიში 2015-2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის საკითხს უკავშირდება.
23 მაი.'17 18:11
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საქართველოს სტუმრობს
ზაკირ ჰასანოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრებზე თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამხრივ ურთიერთობებზე იმსჯელა.
23 მაი.'17 16:53
აფხაზეთში გერმანიის მოქალაქე დააკავეს
რუსეთის FSB-ს თანამშრომლებმა გერმანიის მოქალაქე „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ გამო დააკავეს.
23 მაი.'17 15:15
საქართველოს ლიდერები მანჩესტერის თავდასხმას გმობენ
პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ტერორისტული აქტის შემდეგ განცხადებები გამოაქვეყნეს.
23 მაი.'17 13:31
რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები გაერთიანების საკითხს განიხილავენ
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავისუფალმა დემოკრატებმა ხმების 4.63%,  ხოლო რესპუბლიკელებმა 1.55% მიიღეს.
22 მაი.'17 18:53
პროკურატურამ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის ძმის წინააღმდეგ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა
ნონა წოწორიამ განაცხადა, რომ გამოძიება სტრასბურგის სასამართლოში მის საქმიანობას უკავშირდებოდა.
22 მაი.'17 17:26
მოსკოვი აფხაზეთში ახალ სამართალდამცავ სტრუქტურას ქმნის
რუსეთმა და სეპარატისტულმა რეგიონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ჩამოყალიბების თაობაზე.
22 მაი.'17 12:30
ჯეიმს მატისი: აშშ მზად არის საქართველოს თავდაცვის რეფორმაში დაეხმაროს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა თავის ქართველ კოლეგას ლევან იზორიას წერილით მიმართა.
21 მაი.'17 16:34
კვირიკაშვილი იორდანიაში მეფე აბდულა II-ს და ფედერიკა მოგერინის შეხვდა
პრემიერ-მინისტრმა „ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკის 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა.
20 მაი.'17 13:23
პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზანშეუწონლად მიიჩნია
საპარლამენტო უმცირესობის ნაწილი სახელმწიფო აუდიტორის ფიზიკური შეურაცხყოფის საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნას ითხოვდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
5