Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 17:59 - 23 მარ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ–ის საელჩო მიესალმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე გამართულ კენჭისყრას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 მარ.'13 / 13:29

შეთანხმება იმ ფორმულაზე, რომელმაც პარლამენტს საშუალება მისცა მიეღო საკონსტიტუციო ცვლილებები, გზას გაუკვალავს ქართული დემოკრატიის კონსოლიდირებას, განაცხადა აშშ–ის საელჩომ თბილისში.
 
„შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს ლიდერებს, აგრეთვე საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას იმ ფორმულაზე შეთანხმებას, რომელმაც პარლამენტს საშუალება მისცა, პირველი მოსმენით მიეღო კანონპროექტი საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

„აღნიშნული შეთანხმება საქართველოში პოლიტიკურ ჰარმონიას შეუწყობს ხელს. ესაა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გზას გაუკვალავს ქართული დემოკრატიის კონსოლიდირებას“, – განაცხადა აშშ–ის საელჩომ.

უახლესი ამბები
23 მარ.'17 17:59
ჯანელიძემ ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
გლობალური კოალიციის მინისტერიალს 22 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა უმასპინძლა.
23 მარ.'17 16:58
ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ალიანსის განცხადება რუსთავი 2 -ის დავაზე
ალიანსს „სჯერა“, რომ საქართველო განაგრძობს ქვეყანაში მედია პლურალიზმის და მედია თავისუფლების მხარდაჭერას.
23 მარ.'17 14:16
პარლამენტმა ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს უმრავლესობის დეპუტატები არ დაეთანხმდნენ და მას "პოლიტიკურად" მოტივირებული უწოდეს. 
22 მარ.'17 18:03
საქართველოს ლიდერებმა მარნეულის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს
მარგველაშვილი და კვირიკაშვილი მარნეულში ნოვრუზ ბაირამის საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.  
22 მარ.'17 15:21
ევროპის საბჭოს კონგრესი: აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არჩევნები ‘უკანონოა’
კონგრესის პრეზიდენტმა გუდრუნ მოსლერ-ტორსტრომ განცხადება 21 მარტს გამოაქვეყნა.
22 მარ.'17 14:11
ავსტრალია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არჩევნებს არ აღიარებს
ავსტრალია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, განაცხადა ქვეყნის ელჩმა გაეროში.
22 მარ.'17 13:21
პუტინი მოსკოვში სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერს შეხვდა
ლეონიდ თიბილოვმა და ვლარიმერ პუტინმა მომავალ არჩევნებზე, უსაფრთხოებასა და თავდაცვითი შესაძლებლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს.
21 მარ.'17 18:02
პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს
ცვლილებების მიხედვით პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით აირჩევა, ხოლო საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართება.
20 მარ.'17 17:58
პრეზიდენტმა ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო
ფარულ საგამოძიებო მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს.
20 მარ.'17 16:15
აფხაზეთის არჩევნები კიდევ ოთხმა ქვეყანამ დაგმო
სეპარატისტულ რეგიონში 12 მარტს გამართული საპარლამენტო არჩევნები კანადამ, ესტონეთმა, ფინეთმა და ლიტვამ დაგმეს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
66