Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:40 - 20 იან.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ–ის ელჩი ქართველ დეპუტატებს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 მარ.'13 / 16:19

აშშ–ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა 21 მარტს დეპუტატებთან პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში დახურულ შეხვედრაზე აშშ–საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა, რის შემდეგაც მან ცალკ–ცალკე შეხვედრები გამართა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერთან დავით ბაქრაძესთნ და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან. 

ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ იგი პარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის მიწვევით მივიდა, რათა აშშ–საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განეხილა.

რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, რომ „დამთხვევაა“, რომ იგი პარლამენტში იმ დღეს მივიდა, როდესაც საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის უფლებამოსილების თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს.

„ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს შიდა პოლიტიკის საკითხია. მე მხოლოდ იმას ვიტყოდი, რომ პრესის წაკითხვის დროს ნათელი ხდება, რომ ორივე მხარე თანხმდება შემოთავაზებული ცვლილებების შინაარსზე. მაგრამ როგორც ბუნებრივია დემოკრატიულ პროცესში, თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს საკუთარი ამომრჩევლის ინტერესები და ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ამას“, – განაცხადა ნორლანდმა და დასძინა, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს დემოკრატიული პროგრესი და დებატებისა და კომპრომისების გზით მიიღოს გადაწყვეტილებები.

მან ასევე განაცხადა: „მრავალი პოლიტიკური დისკუსიების და დებატების ფონზეც კი, მნიშნელოვანია იმის დამახსოვრება, თუ რამხელა პროგრესს მიაღწია საქართველომ – საქართველოს ახლა ჰყავს ძლიერი ახალი მთავრობა საზოგადოების მანდატით; მას ჰყავს ძლიერი ოპოზიცია დიდი გამოცდილებით; მას ჰყავს ძლიერი პარლამენტი; მას ჰყავს მზარდი დამოუკიდებლობის მქონე სასამართლო სისტემა და მას ჰყავს ძალიან აქტიური მედია. ყველაფერი ეს დემოკრატიული პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია“. 

ქართველ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ აშშ–ის ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ მისი მთავარი გზავნილი ის არის, რომ აშშ–ის თანამშრომლობა საქართველოსთან გაგრძელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური ძალაა ხელისუფლებაში ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ საქართველოში. მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს „ძლიერი პარტნიორობისთვის“, მათ შორის ავღანეთის მისიაში.

უახლესი ამბები
20 იან.'17 18:40
ნაციონალურმა მოძრაობამ ყრილობაზე განახლებული პოლიტსაბჭო დაამტკიცა
პარტიის თავმჯდომარის პოსტი მიხეილ სააკაშვილისთვის ვაკანტური დარჩა, პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელად კი დეპუტატი ნიკა მელია იქნა არჩეული.
20 იან.'17 17:32
კვირიკაშვილი: „გაზპრომთან“ სატრანზიტო შეთანხმებაში ‘საზეიმო არაფერი არ არის’
მისი თქმით, საქართველომ დაიცვა თავისი ინტერესები და „მიაღწია მაქსიმალურად იმ შედეგს, რისი მიღწევაც იყო შესაძლებელი“.
20 იან.'17 15:59
აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაში საქართველო ელჩის დონეზე მონაწილეობს
ელჩი დავით ბაქრაძე ცერემონიალის განრიგით გათვალისწინებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრება.
20 იან.'17 14:51
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი თბილისში შეხვედრებს მართავს
ჯანი ბუკიკიოს ვიზიტი საქართველოში დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმას უკავშირდება, იტყობინება ვენეციის კომისია.
20 იან.'17 12:06
კვირიკაშვილი დავოსში პოროშენკოს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე გამართა შეხვედრები თავის ხორვატ და სერბ კოლეგებთან.
19 იან.'17 22:49
ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოზე იმსჯელა
სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოს გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.
19 იან.'17 12:54
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს მიმართ „მზარდი ინტერესი“ გამოხატა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადრიდში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა ესპანეთის მეფეს.
18 იან.'17 18:05
უსუფაშვილი პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს
ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „სერიოზული წარმატების“ მიღწევას გეგმავს.
18 იან.'17 16:52
ცხინვალმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დანიშნა
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება.
18 იან.'17 14:44
პოლიტიკური რეიტინგები NDI–ის დაკვეთილ კვლევაში
ქართული ოცნება არჩევნების შემდგომ ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
66