Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:40 - 20 იან.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალასანია: საქართველო ევროკავშირის მალის მისიაში გამნაღმველის გაგზავნას სთავაზობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 მარ.'13 / 15:00

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველო მზად  არის ორი ოფიცერი, მათ შორის გამნაღველი გაგზავნოს ევროკავშირის სამხედრო წვრთნის მისიაში მალიში.  

„აქ არ არის საუბარი საბრძოლო ქვედანაყოფების მონაწილეობაზე მისიაში“, – განუცხადა ალასანიამ დეპუტატებს 21 მარტს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში გამართულ მოსმენაზე.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა შესათავაზა საქართველოს, რომ მონაწილეობა მიეღო ევროკავშირის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარე ოპერაციებში, მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ განიხილა ეს შემოთავაზება და დათანხმდა, რადგანაც ეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას დაეხმარება.

„ჩვენ პოლიტიკური გადაწყვეტილება ვაცნობეთ ევროკავშირს, მაგრამ ასევე ვთხოვეთ, რომ დაგვეწყო კონსულტაციები, თუ კონკრეტულად რაში დასჭირდებოდათ ქართული გამოცდილება“, – განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, საქართველომ გამოთქვა მზადყოფნა, რომ გაგზავნოს ერთი ოფიცერი, რომელიც სამეთაურეო და საკონტროლო დაგეგმვაში იქნება ჩართული; მან არ განავრცო ეს თემა, თუმცა მალიში ევროკავშირის სამხედრო წვრთნის მისიის ერთ–ერთი კომპონენტია მალის სამთავრობო ძალების წვრთნა და მომზადება სამეთაურეო და საკონტროლო საკითხებში.

ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველომ ასევე შესთავაზა ერთი გამნაღმველის გაგზავნა; მან ასევე დასძინა, რომ საქართველოს „ძალიან კარგი გამოცდილება აქვს დაგროვილი“ განაღმვის ოპერაციებში.

„ვნახოთ როგორ განვითარდება მოლაპარაკებები ამ კუთხით. პოლიტიკური ნება არსებობს, ტექნიკური მხარეა გადასაწყვეტი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ევროკავშირმა თავისი მისია მალიში თებერვალში დაიწყო იმ მიზნით, რომ 200-ზე მეტი სამხედრო პირი გააგზავნოს, რათა მათ გაწვრთნან მალის სამთავრობო ძალები ისლამისტი აჯანყებულების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ევროკავშირის გადაწყვეტილების თანახმად, თავად მისია საბრძოლო ოპერაციებში არ მიიღებს მონაწილეობას.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა ნოემბერში საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მიიწვია თბილისი მოლაპარაკებების დასაწყებად ჩარჩო ხელშეკრულებაზე, რომელიც ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობას უკავშირდება.  

გასულ ივნისს, მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა Civil.ge-ს, რომ თბილისი კონსულტაციებს აწარმოებდა ევროკავშირთან საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) მისიებში მონაწილეობის თაობაზე ჩარჩო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით.

საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს წვლილთან დაკავშირებით ალასანიამ კომიტეტის სხდომაზე საუბრისას ასევე განაცხადა, რომ საქართველო განაგრძობს წვლილის შეტანას ნატოს ავღანეთის მისიაში 2014 წლის შემდეგაც, როდესაც ნატოს საბრძოლო მისია დასრულდება.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველომ ავღანური ძალების გაწვრთნა შესთავაზა როგორც საქართველოში, ისე ადგილზე, ავღანეთში; მისი თქმით, ეს წინადადება ასევე ითვალისწინებს ვერტმფრენების პილოტების მომზადებას ავღანური ძალებისთვის.

თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველომ ასევე შესთავაზა ნატოს, რომ გამოიყენოს საქართველო სატრანზიტო ქვეყნად, როდესაც 2014 წლის ბოლოდან მოკავშირეები ავღანეთიდან ჯარების და ტექნიკის გაყვანას დაიწყებენ.

უახლესი ამბები
20 იან.'17 18:40
ნაციონალურმა მოძრაობამ ყრილობაზე განახლებული პოლიტსაბჭო დაამტკიცა
პარტიის თავმჯდომარის პოსტი მიხეილ სააკაშვილისთვის ვაკანტური დარჩა, პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელად კი დეპუტატი ნიკა მელია იქნა არჩეული.
20 იან.'17 17:32
კვირიკაშვილი: „გაზპრომთან“ სატრანზიტო შეთანხმებაში ‘საზეიმო არაფერი არ არის’
მისი თქმით, საქართველომ დაიცვა თავისი ინტერესები და „მიაღწია მაქსიმალურად იმ შედეგს, რისი მიღწევაც იყო შესაძლებელი“.
20 იან.'17 15:59
აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაში საქართველო ელჩის დონეზე მონაწილეობს
ელჩი დავით ბაქრაძე ცერემონიალის განრიგით გათვალისწინებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრება.
20 იან.'17 14:51
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი თბილისში შეხვედრებს მართავს
ჯანი ბუკიკიოს ვიზიტი საქართველოში დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმას უკავშირდება, იტყობინება ვენეციის კომისია.
20 იან.'17 12:06
კვირიკაშვილი დავოსში პოროშენკოს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე გამართა შეხვედრები თავის ხორვატ და სერბ კოლეგებთან.
19 იან.'17 22:49
ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოზე იმსჯელა
სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოს გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.
19 იან.'17 12:54
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს მიმართ „მზარდი ინტერესი“ გამოხატა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადრიდში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა ესპანეთის მეფეს.
18 იან.'17 18:05
უსუფაშვილი პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს
ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „სერიოზული წარმატების“ მიღწევას გეგმავს.
18 იან.'17 16:52
ცხინვალმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დანიშნა
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება.
18 იან.'17 14:44
პოლიტიკური რეიტინგები NDI–ის დაკვეთილ კვლევაში
ქართული ოცნება არჩევნების შემდგომ ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15