Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 20:33 - 20 ოქტ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას პარლამენტი 21 მარტის სხდომაზე დაიწყებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 მარ.'13 / 19:29

დეპუტატები პრეზიდენტის უფლებამოსილების თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვას 21 მარტს პარლამენტის სხდომაზე დაიწყებენ, სამშაბათს ბიუროს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად.

დებატები „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შესაძლოა 22 მარტსაც გაგრძელდეს, რის შემდეგაც ცვლილებათა პროექტს კენჭი ეყრება, აცხადებენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები.

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობას ჯერ არ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია, დაუჭერს თუ არა მხარს შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც პრეზიდენტს ართმევს უფლებამოსილებას პარლამენტის თანხმობის გარეშე ერთპიროვნულად მოახდინოს ახალი მთავრობის ფორმირება. 

ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს რჩება უფლება გადააყენოს მთავრობა, თუმცა მასვე უნდა დააკისროს მოვალეობის შესრულება მანამ, სანამ პარლამენტი ახალ შემადგენლობას არ დაამტკიცებს. ამასთან, ძალაში რჩება შეზღუდვა, რომლის თანახმად, პრეზიდენტს პარლამენტის არჩევიდან ექვსი თვის განმავლობაში და პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე ექვსთვიან შუალედში პარლამენტის დათხოვნის უფლება არ აქვს. პარლამენტის დათხოვნის ერთ-ერთ საფუძველს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მთავრობისთვის ნდობის სამჯერ არ გამოცხადება წარმოადგენს.

უახლესი ამბები
20 ოქტ.'17 20:33
არასამთავრობოები წინასაარჩევნო გარემოზე: ‘აშკარა იყო მმართველი პარტიის დომინანტური მდგომარეობა’
ადგილობრივი არჩევნების წინ, სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევები შეაჯამა.
20 ოქტ.'17 18:06
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს
თბილისში ვიზიტის ფარგლებში ვიტოლდ ვაშჩიკოვსკი პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
20 ოქტ.'17 13:49
მარნეულის მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების საარჩევნო შტაბზე თავდასხმა მოხდა
დაჭრილია ხუთი ადამიანი, მათ შორის, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
20 ოქტ.'17 10:52
საქართველოს ლიდერები საზოგადოებას ადგილობრივ არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებენ
ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებები პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა და პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გააკეთეს.
19 ოქტ.'17 19:58
საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა
ახალი კონსტიტუცია მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.
19 ოქტ.'17 18:29
არასამთავრობოები სახალხო დამცველის შესარჩევ პროცესში ჩართვას ითხოვენ
ახალ ომბუდსმენს პარლამენტი, სავარაუდოდ, ნოემბერში აირჩევს.
19 ოქტ.'17 16:09
საქართველომ ბუკის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა ნიდერლანდებს გადასცა
ნიდერლანდების თხოვნა MH17 რეისის სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის თაობაზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდებოდა.
19 ოქტ.'17 14:06
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ–სექტემბერში
2017 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოს საგარეო ვაჭრობამ 7.56 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
18 ოქტ.'17 14:18
საპარლამენტო კომიტეტებმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის განხილვა დაასრულეს
მთავრობა ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს პარლამენტს არაუგვიანეს 5 ნოემბრისა წარუდგენს.
18 ოქტ.'17 13:09
სოხუმი ეთნიკური ქართველებისთვის ახალ შეზღუდვებს ამზადებს
ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება გალის რაიონის 4 000 ეთნიკური ქართველისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას გეგმავს.      

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
85