Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 12:34 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალასანია: საქართველო მალის ევროკავშირის მისიაში ჩართვას გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 მარ.'13 / 12:21

საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირთან მალიში მის სამხედრო წვრთნის მისიაში ჩართვასთან დაკავშირებით, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 18 მარტს.

ევროკავშირმა თავისი მისია მალიში თებერვალში დაიწყო იმ მიზნით, რომ 200-ზე მეტი სამხედრო პირი გააგზავნოს, რათა მათ გაწვრთნან მალის სამთავრობო ძალები ისლამისტი აჯანყებულების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ევროკავშირის გადაწყვეტილების თანახმად, თავად მისია საბრძოლო ოპერაციებში არ მიიღებს მონაწილეობას.

ალასანიამ ამ მისიაში საქართველოს შესაძლო მონაწილეობაზე პირველი განცხადება შაბათ-კვირას გერმანიის მარშალის ფონდის ყოველწლიურ ბრიუსელის ფორუმში მონაწილეობის დროს გააკეთა.

„კარგა ხანია მივიღეთ შემოთავაზება ევროკავშირისგან, რომ განვიხილოთ ჩვენი თანამონაწილეობის შესაძლებლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრუქტურებში. ამის შესახებ ჩვენ მთავრობაში გვქონდა მსჯელობა და მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებში შედის უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპას, ევროკავშირს და ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურებს. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ, დავიწყეთ მოლაპარაკების პროცესი ევროკავშირთან და მის საგარეო უსაფრთხოების სტრუქტურებთან, თუ რა სახის კონკრეტული, რა ფორმის თანამონაწილეობა ექნება საქართველოს“, - განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ მეტი ინფორმაცია დეტალების დადგენის შემდეგ გახდება საჯარო.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა ნოემბერში საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მიიწვია თბილისი მოლაპარაკებების დასაწყებად ჩარჩო ხელშეკრულებაზე, რომელიც ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობას უკავშირდება.

გასულ ივნისს, მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა Civil.ge-ს, რომ თბილისი კონსულტაციებს აწარმოებდა ევროკავშირთან საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) მისიებში მონაწილეობის თაობაზე ჩარჩო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით.

უახლესი ამბები
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
12 დეკ.'17 18:51
დეპუტატები ქალთა სავალდებულო კვოტირების ინიციატივას მხარს უჭერენ
დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიღება 2018 წლის ადრეულ გაზაფხულზე იგეგმება. 
12 დეკ.'17 16:29
ჟენევასა და ბერლინში საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ახალი ელჩები უხელმძღვანელებენ
ვიქტორ დოლიძე და ელგუჯა ხოკრიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 2018 წლის იანვრიდან შეუდგებიან.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
114