Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:32 - 20 ივლ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი მთავრობას ევროპის სახალხო პარტიასთან „კონფლიქტური კორესპონდენციის გაცვლის“ გამო აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 მარ.'13 / 20:27

პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკრიტიკა ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ევროპის სახალხო პარტიასთან „კონფლიქტური კორესპონდენციის გაცვლის“ გამო და იმავდროულად, მოუწოდა, რომ შიდა და გარე ასპარეზზე ერთმანეთის „ლანძღვის“ ნაცვლად, პრეზიდენტი და მთავრობა „ერთი ხმით ველაპარაკოთ ევროპას“.

6 მარტს ევროპარლამენტის 23 წევრმა, მათ შორის 19–მა სახალხო პარტიიდან, პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს ღია წერილი გაუგზავნა, სადაც ადანაშაულებენ იმაში, რომ მან საქართველო ევროპის გზას ჩამოაშორა. 10 მარტის საპასუხო წერილში პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გააკრიტიკა ევროპარლამენტართა ჯგუფი „სიცრუეზე დაფუძნებული“ განცხადებების გამო და მოუწოდა მათ თავი შეიკავონ მსგავსი წერილების ხელმოწერისგან, რადგან „ამის გამო მალე თავადვე შერცხვებათ“. შემდეგ პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა 14 მარტს ცალკე ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც მოუწოდა ევროპის სახალხო პარტიას, რომ საქართველოში გრძელვადიანი დამკვირვებლები გამოაგზავნოს, რომლებიც მის წინააღმდეგ ბრალდებების გამოთქმამდე, ადგილზე გაეცნობიან არსებულ ვითარებას. 

13 მარტს ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარეობამ დეკლარაცია მიიღო, რომელიც 14 მარტს გამოქვეყნდა ბრიუსელში პარტიის გაფართოებულ სხდომაზე, რომელშიც პრეზიდენტმა სააკაშვილმაც მიიღო მონაწილეობა. სახალხო პარტიის განცხადებით, დეკლარაცია წარმოადგენს საგზაო რუკას, თუ როგორ უნდა აღდგეს საქართველოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. დეკლარაცია სინანულს გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „დემოკრატიული სტანდარტების თვალსაზრისით უკან გადადგმულმა ნაბიჯებმა საქართველოს პოზიტიურ იმიჯს ზიანი მიაყენა“; ასევე "საფრთხის ქვეშაა" ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ამ ხელშეკრულების ხელმოწერა და რატიფიცირება. მასში ნათქვამია, რომ დემოკრატიული სტანდარტების, სასამართლო სისტემის და მედიის თავისუფლების პატივისცემა  საშუალებას მისცემს საქართველოს „გააღრმავოს ევროპის კავშირთან დაახლოების პროცესი“.

15 მარტს საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა მემორანდუმი, სადაც ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარეობის დეკლარაციაში ასახულ თითოეულ პუნქტს უპასუხა. ამას გარდა, 15 მარტს მთავრობამ თავის ვებგვერდზე პრეს–რელიზი გაავრცელა, სადაც ევროპის სახალხო პარტიას ნაციონალური მოძრაობის მიერ მთავრობის წინააღმდეგ წაყენებული „დაუსაბუთებელი ბრალდებების“ გახმოვანების გამო აკრიტიკებს. პრეს–რელიზის თანახმად, „ეს იმას ნიშნავს, რომ სახალხო პარტიას არ შესწევს უნარი, ჩამოაყალიბოს საკუთარი პოლიტიკური დასკვნები საქართველოში არსებული ვითარების შესახებ“.

„არ შეიძლება ასეთი წერილებით ლაპარაკი ევროპის მთავარ პარტიებთან. არ შეიძლება აკეთო ის, რომ ელაქუცო [რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი] კარასინს და  საშინელი რაღაცეები უწოდო და ყველანაირ უბედურებაში ბრალი დადო ევროპარლამენტის ლიდერებს. არ შეიძლება, რომ მერკელის, სარკოზის, ბაროზოს პარტიას უხეშად ლანძღავდე და ამავე დროს, მუხლებზე დაფორთხავდე მესამეხარისხოვანი ონიშჩენკოს მიერ გამოგზავნილი რუსი ჩინოვნიკების წინაშე. ეს არ არის ქართული სტილი, ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ამდენი წელი ყველა ერთად ვამკვიდრებდით, ჩემო მეგობრებო“, - განაცხადა სააკაშვილმა 18 მარტს თავის სატელევიზიო მიმართვაში.

„საუბარი არის საქართველოს ღირსებაზე“, - განაგრძო მან, „ღირსება არ არის ის, რომ ჩვენ მეგობრებს, ვინც 2008 წლის ომში გადაარჩინა საქართველოს დამოუკიდებლობა, ვინც აქ ჩვენთან ერთან იდგა მოედანზე, მრავალი ევროპელი ლიდერი... იმ ხალხს, რომელიც ყოველდღიურად გვეხმარება, იმ ხალხს, რომელზეც დგას დღეს საქართველოს სუვერენიტეტი მრავალი ასპექტით, ის ხალხი, მაგალითად, ვიზეც დგას არ აღიარების პოლიტიკა, რომ გასწია რუსეთი... და ამათი დახმარებით გავაჩერეთ და ბევრ ადგილზე ამათი დახმარებით გადავახედიეთ უკანონო აღიარების საკითხი, სწორედ ევროპელები გვეხმარებოდნენ ამაში, პირველ რიგში. როგორ შეიძლება ჩვენ ევროპას ასე უხეშად ველაპარაკოთ?“

სააკაშვილის თქმით, ეს გზა ქვეყანას მიიყვანს „ჩიხში“ იმ ფონზე, როცა ახლოვდება შემოდგომაზე დაგეგმილი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ვილნიუსში, სადაც, მისი თქმით, საქართველოს ევროპული პერსპექტივის შანსი უჩნდება და რომლის ხელიდან გაშვებითაც „ყველანი დავზარალდებით -  ოპოზიციაც, უმრავლესობაც“.

„ის ანტიევროპული ძალები, რომლებიც დღეს მოქმედებენ, ისე გაგვიხდიან საქმეს, რომ ჩვენ არსად აღარ გვექნება წასასვლელი გარდა იმისა, რომ მუხლებზე მიფორთხდეთ ისევ ჩვენ დამპყრობელთან. ქართველი ხალხი მუხლებზე არასოდეს არ დაიჩოქებს და ისევ შეიძლება აღმოვჩნდეთ გამოუვალ სიტუაციაში“, - განაცხადა მან.

„ამიტომ, მე მინდა საქართველოს მთავრობას შევთავაზო, რომ ასე კი არ ვილაპარაკოთ ეპისტოლარულ ჟანრში... [არამედ] დავჯდეთ ერთად, შევიმუშაოთ სერიოზული კონცეფცია, ერთი ხმით ველაპარაკოთ ევროპას, მაგრამ ეს ყველაფერი ნიშნავს ასევე იმ ფასეულობებზე დგომას, რომელსაც ეფუძნება ევროპული არჩევანი. ეს ფასეულობები არის დემოკრატია, თავისუფალი მართლმსაჯულება, თავისუფალი მედია, კონსტიტუციონალური დიალოგი, ცივილიზებული ფარგლები ჩვენი ქვეყნისთვის და თავისუფალი არჩევანი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის“.

„ამ პირობებში ჩვენს ევროპულ არჩევანს ვერაფერი ვეღარ დაუდგება წინ. და მე მინდა ყველამ ამ მიმართულებით ვიმოძრაოთ“, - აღნიშნა მან.

მარტის დასაწყისში პრეზიდენტმა სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა გამოთქვეს მზაობა, რომ ერთობლივი განცხადება გააკეთონ საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული კურსის ერთგულების თაობაზე.

უახლესი ამბები
20 ივლ.'17 19:32
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს
გამოძიების დასრულებამდე, სასაზღვრო პოლიციის და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს.
20 ივლ.'17 19:08
საქართველო ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
დოკუმენტი საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხების სტატუსს აფასებს.
20 ივლ.'17 17:33
უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის პირობას დებენ
პეტრო პოროშენკომ საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.
19 ივლ.'17 17:47
ყოველწლიურ ამბასადორიალზე საქართველოს ლიდერები საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრობენ
თბილისი საქართველოს ელჩების ყოველწლიურ შეკრებას 18-21 ივლისს მასპინძლობს.
18 ივლ.'17 19:11
სემეკმა ბუნებრივი აირის მოხმარებაზე ახალი ტარიფები დაადგინა
ბუნებრივი აირის ტარიფი თბილისის და რეგიონების მომხმარებლებისათვის გაიზარდა
18 ივლ.'17 18:03
ვინ არიან თბილისის მერობის კანდიდატები და როგორია მათი საარჩევნო დაპირებები
საქართველოს დედაქალაქი, სადაც ამომრჩეველთა მესამედი ცხოვრობს, 2017 წლის ოქტომბერში ახალ მერს და საკრებულოს აირჩევს.
18 ივლ.'17 17:31
არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
18 ივლ.'17 15:41
ესტონეთის, ლიტვის და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ცხინვალის რეგიონის ბორდერიზაციის შესახებ
მინისტრებმა განცხადებები ამ თემაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე გააკეთეს.
18 ივლ.'17 12:50
თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართა
რაშიდ მერედოვი თავის ქართველ კოლეგას, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა.  
17 ივლ.'17 20:00
სოციალურ ქსელში გავრცელებულ სავარაუდო მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
Facebook-ის პოსტი 25 წლის თათია დოლიძის წინააღმდეგ ინტერნეტ სივრცეში აღარ იძებნება.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
40