Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:58 - 19 ოქტ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
უსუფაშვილი ამერიკელ დეპუტატებს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 მარ.'13 / 16:41

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვაშიგნტონში სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრებს შეხვდა ამერიკის შეერთებულ შტატებში თავისი ერთკვირიანი ვიზიტის დასრულებამდე, რომელიც მისი პირველი უცხოური ვიზიტია მას შემდეგ, რაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. 

უსუფაშვილმა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ორი დეპუტატი ახლდა თან – საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი – კვირის დასაწყისში აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები.

მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, უსუფაშვილმა მთელი რიგი შეხვედრები გამართა ამერიკელ დეპუტატებთან კონგრესის ორივე პალატიდან, მათ შორის რესპუბლიკელ სენატორთან ჯონ მაკკეინთან და დემოკრატ სენატორთან კარლ ლევინთან. იგი ასევე შეხვდა წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერს ნენსი პელოსის და დემოკრატ კონგრესმენებს  ჯონ გარამენდის, სანდერ ლევინს, დევიდ პრაისს, ტედ დოიჩს და ჯიმ მაკდერმოტს. ქართველმა დეპუტატებმა ასევე გამართეს შეხვედრები რესპუბლიკელ კონგრესმენებთან ჰოვარდ მაკკეონთან, რომელიც კონგრესის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეა; ასევე ჯეფ მილერთან,  ტომ მარინოსთან, სტივ სტოკმანთან,  მარიო  დიას-ბალარტთან და კეი გრეინჯერთან.  

„ეს იყო ძალიან სასარგებლო, საინტერესო, ნაყოფიერი ვიზიტი და მე ვიტყოდი, დროული“, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ „სრულიად ცალსახაა მხარდაჭერა“ საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე მისი ერთ–ერთი მთავარი გზავნილი იყო, რომ არ მოხდეს იმ შეცდომის გამეორება, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ იქნა დაშვებული, როდესაც „ბევრმა ჩათვალა, რომ კარგი და სწორი ადამიანები მოვიდნენ ხელისუფლებაში და აღარ იყო საჭირო კითხვების დასმა და კონტროლი“. მან ასევე წამოწია ეს საკითხი 14 მარტს კარნეგის ფონდში გამოსვლისას და განაცხადა: „ჩვენ სწორი ხალხი ვართ საქართველოს ხელისუფლებაში მოსული, მაგრამ ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება, თქვენი კონტროლი, თქვენი შეკითხვები და კრიტიკა; ეს მხოლოდ დაგვეხმარება ჩვენ“.

სენატორ ჯონ მაკკეინთან შეხვედრაზე საუბრისას, რომელიც ერთ–ერთია იმ ხუთი სენატორიდან, რომელთაც დეკემბერში პრემიერ–მინისტრ ივანიშვილისადმი მიწერილ წერილში ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივ დევნაზე შეშფოთება გამოთქვეს, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ „სენატორი მაკკეინი, როგორც ყოველთვის, მზად არის დაეხმაროს საქართველოს და სწორი რჩევები მისცეს თავის ძველ მეგობრებს [წინა ხელისუფლებიდან] და ითანამშრომლოს ახალ მეგობრებთან, ახალი ხელისუფლების სახით“.

უახლესი ამბები
19 ოქტ.'17 19:58
საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა
ახალი კონსტიტუცია მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.
19 ოქტ.'17 18:29
არასამთავრობოები სახალხო დამცველის შესარჩევ პროცესში ჩართვას ითხოვენ
ახალ ომბუდსმენს პარლამენტი, სავარაუდოდ, ნოემბერში აირჩევს.
19 ოქტ.'17 16:09
საქართველომ ბუკის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა ნიდერლანდებს გადასცა
ნიდერლანდების თხოვნა MH17 რეისის სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის თაობაზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდებოდა.
19 ოქტ.'17 14:06
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ–სექტემბერში
2017 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოს საგარეო ვაჭრობამ 7.56 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
18 ოქტ.'17 14:18
საპარლამენტო კომიტეტებმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის განხილვა დაასრულეს
მთავრობა ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს პარლამენტს არაუგვიანეს 5 ნოემბრისა წარუდგენს.
18 ოქტ.'17 13:09
სოხუმი ეთნიკური ქართველებისთვის ახალ შეზღუდვებს ამზადებს
ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება გალის რაიონის 4 000 ეთნიკური ქართველისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას გეგმავს.      
17 ოქტ.'17 19:05
ქალები ხელისუფლებაში: საქართველო ევროპის საბჭოს ანგარიშში
ანგარიში ევროპის საბჭოს 46 წევრ ქვეყანაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხს მიმოიხილავს.
17 ოქტ.'17 18:27
თბილისში აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულთა ნეშტები დაკრძალეს
აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპული 25 პირის ნეშტი ცოტა ხნის წინ მათ ოჯახებს გადასცეს.
17 ოქტ.'17 13:13
ლავროვი: მოსკოვი პატივს სცემს სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს
ლავროვი ახალგაზრდობის და სტუდენტთა მე-19 მსოფლიო ფესტივალის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა.
17 ოქტ.'17 12:08
თხილის მოსავლის განადგურების გამო კომპენსაციის მოთხოვნით ზუგდიდში აქცია გაიმართა
ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებისგან აზიური ფაროსანასგან მიყენებული ზარალის კომპენსაციას ითხოვს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
65