Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:40 - 20 იან.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პუტინი აფხაზეთის ლიდერს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 მარ.'13 / 11:33

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 12 მარტს ნოვო–ოგარიოვოს რეზიდენციაში სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა და „რუსეთსა და აფხაზეთს შორის თანამშრომლობის განვითარება“ განიხილა, განაცხადა კრემლმა.

„ჩვენ მალე აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ხუთ წლისთავს“, – უთხრა პუტინმა ანქვაბს, „შეიძლება შევაჯამოთ ზოგიერთი შედეგი იმისა, თუ როგორ დგება ფეხზე აფხაზეთი, როგორც გვარდება პრობლემები, რომლებიც თქვენთან, ისევე როგორც ყველგან, სასურველზე მეტია. ნებისმიერ შემთვევაში, ისინი უნდა მოგვარდეს, როგორი რთულიც არ უნდა ჩანდეს ერთი შეხედვით. დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს ამ კონსულტაციების დროს ჩვენ შევძლებთ გარკვეული დასკვნები გამოვიტანოთ და შევხედოთ იმ ამოცანებს, რომელთა გადაწყვეტასაც ერთობლივად შევძლებთ უახლოეს მომავალში“.

ანქვაბმა მადლობა გადაუხადა პუტინს აფხაზეთის მხარდაჭერისთვის და უთხრა მას: „ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისთვის“. მან ასევე განაცხადა, რომ სოხუმი რუსეთის მიერ მისი აღიარების ხუთი წლისთავის აღნიშვნისთვის ემზადება. 2008 წელს საქართველოსთან ომის შემდეგ, მოსკოვმა 2008 წლის 26 აგვისტოს სეპარატისტული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა.

ანქვაბმა ასევე განაცხადა, რომ მან უკვე განიხილა მოსკოვში იმ საკითხების ფართო სპექტრი, „რომლებიც აფხაზეთში არსებული პირობების გაუმჯობესებას დაეხმარება“.

მანამდე 12 მარტს ანქვაბის და პუტინის დაგეგმილ შეხვედრაზე კომენტირებისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ საქართველო არასდროს შეეგუება მისი ტერიტორიული მთლიანობის დაშლას და ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართული, სერიოზულ შეშფოთებას და კრიტიკას იწვევს.

ასევე 12 მარტს ალექსანდრე ანქვაბი რუსეთის პატრიარქს კირილს შეხვდა.

უახლესი ამბები
20 იან.'17 18:40
ნაციონალურმა მოძრაობამ ყრილობაზე განახლებული პოლიტსაბჭო დაამტკიცა
პარტიის თავმჯდომარის პოსტი მიხეილ სააკაშვილისთვის ვაკანტური დარჩა, პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელად კი დეპუტატი ნიკა მელია იქნა არჩეული.
20 იან.'17 17:32
კვირიკაშვილი: „გაზპრომთან“ სატრანზიტო შეთანხმებაში ‘საზეიმო არაფერი არ არის’
მისი თქმით, საქართველომ დაიცვა თავისი ინტერესები და „მიაღწია მაქსიმალურად იმ შედეგს, რისი მიღწევაც იყო შესაძლებელი“.
20 იან.'17 15:59
აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაში საქართველო ელჩის დონეზე მონაწილეობს
ელჩი დავით ბაქრაძე ცერემონიალის განრიგით გათვალისწინებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრება.
20 იან.'17 14:51
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი თბილისში შეხვედრებს მართავს
ჯანი ბუკიკიოს ვიზიტი საქართველოში დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმას უკავშირდება, იტყობინება ვენეციის კომისია.
20 იან.'17 12:06
კვირიკაშვილი დავოსში პოროშენკოს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე გამართა შეხვედრები თავის ხორვატ და სერბ კოლეგებთან.
19 იან.'17 22:49
ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოზე იმსჯელა
სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოს გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.
19 იან.'17 12:54
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს მიმართ „მზარდი ინტერესი“ გამოხატა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადრიდში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა ესპანეთის მეფეს.
18 იან.'17 18:05
უსუფაშვილი პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს
ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „სერიოზული წარმატების“ მიღწევას გეგმავს.
18 იან.'17 16:52
ცხინვალმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დანიშნა
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება.
18 იან.'17 14:44
პოლიტიკური რეიტინგები NDI–ის დაკვეთილ კვლევაში
ქართული ოცნება არჩევნების შემდგომ ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
62