Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 17:40 - 25 ივლ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
უსუფაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 მარ.'13 / 13:16

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელიც ერთკვირიანი ვიზიტით აშშ-ს სტუმრობს, 11 მარტს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა.

უსუფაშვილმა შეხვედრები გამართა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან მარია იავანოვიჩთან,  სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში ერიკ რუბინთან და სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის საკითხებში თომას მელიასთან. 

„ჩვენი სათქმელი, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის, იყო შემდეგი: რომ ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ საქართველოში ურთიერთობები შეიცვლება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მხოლოდ პოზიტიური მიმართულებით“, - განუცხადა უსუფაშვილმა შეხვედრების შემდეგ ჟურნალისტებს.

ერიკ რუბინმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „მე მას ვუთხარი ის, რომ ჩვენ ძალიან მივესალმებით მის ხელმძღვანელობას და მისი გუნდის ხელმძღვანელობას პარლამენტში; ის, რომ ვიცით, რომ მათ ბევრი რთული გამოწვევა ჰქონდათ გასულ თვეებში;  ის, რომ ჩვენ ვაფასებთ იმ სამუშაოს, რომელიც მან გასწია ოპოზიციის ლიდერებთან ერთად რეზოლუციაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების ორიენტაციის, მისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესახებ; ის, რომ ჩვენ მყარად ვუჭერთ საკონსტიტუციო რეფორმების მცდელობებს მხარს, რომელიც მიზნად ისახავს ამ კონსტიტუციის სიცოცხლისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას“.

„მე ასევე განვუცხადე მას, რომ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ხალხის ძლიერ მხარდაჭერას, რომელსაც აქვს მისწრაფება საკუთარი მომავალი ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებს დაუკავშიროს“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მონაწილეობას ავღანეთში ნატოს ISAF-ის ოპერაციაში.

ეს უსუფაშვილის პირველი უცხოური ვიზიტია მას შემდეგ, რაც ის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტის თავმჯდომარე გახდა. მას „ქართული ოცნების“ ორი დეპუტატი ახლავს თან – საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი.

უახლესი ამბები
25 ივლ.'17 17:40
ევროპარლამენტის წევრები ევროკავშირში საქართველოს წევრობის პერსპექტივის შესახებ
Civil.ge აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებს დაუკავშირდა.
24 ივლ.'17 18:01
საქართველოს და ისრაელის პრემიერ-მინისტრებმა თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს
პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ისრაელს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.
24 ივლ.'17 15:36
ევროპულმა საქართველომ საქართველოში ‘რუსული ფაშიზმის’ წინააღმდეგ აქცია გამართა
მოძრაობა „ქართველთა მარშის“ აქტივისტებმა აქციის ჩაშლა ვერ მოახერხეს.
22 ივლ.'17 09:32
NDI-ს წინასაარჩევნო შეფასება: ორი პარალელური და განსხვავებული საქართველო
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციამ ადგილობრივი არჩევნების წინ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.
21 ივლ.'17 18:21
პრეზიდენტი ტრამპი ვიქტორია ნულანდის შემცვლელს დაასახელებს
ვეს მიტჩელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გახდება.
21 ივლ.'17 15:11
მარგველაშვილმა თვითმმართველობის კოდექსსა და საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო
პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტებს პარლამენტი ივლისის ბოლომდე განიხილავს.
21 ივლ.'17 13:14
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ადამიანის უფლებათა ანგარიშში
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებების შესახებ 2016 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
20 ივლ.'17 19:32
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს
გამოძიების დასრულებამდე, სასაზღვრო პოლიციის და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს.
20 ივლ.'17 19:08
საქართველო ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
დოკუმენტი საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხების სტატუსს აფასებს.
20 ივლ.'17 17:33
უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის პირობას დებენ
პეტრო პოროშენკომ საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
87