Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:09 - 20 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ანქვაბი მოსკოვს სტუმრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 მარ.'13 / 19:09

სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა ორშაბათს მოსკოვში სამუშაო ვიზიტი დაიწყო, იტყობინება „აფსნიპრესი“.

კრემლის ინფორმაციით, 12 მარტს ანქვაბი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

იმავდროულად, აფხაზეთში ოპოზიციამ საპროტესტო აქცია მოაწყო იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფის გაორმაგების წინააღმდეგ, რაზეც გადაწყვეტილება სეპარატისტული რეგიონის მთავრობამ მიიღო. სოხუმში 28 თებერვალს გამართულ აქციაზე ოპოზიციამ მთავრობის გადადგომისკენ მოუწოდა. გასული კვირის ბოლოს სეპარატისტული რეგიონის პარლამენტის სპეციალურმა კომისიამ ურჩია მთავრობას, რომ ელექტროენერგიის ტარიფი 15–20%–ზე მეტით არ გაეზარდა წელიწადში. ანქვაბი დათანხმდა ამ შემოთავაზებას და სეპარატისტული რეგიონის მთავრობამ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება, რის შედეგადაც ელექტროენერგიის ტარიფმა ფიზიკური პირებისთვის ერთ კილოვატზე 40 კაპიკი შეადგინა, 60 კაპიკის ნაცვლად.  

უახლესი ამბები
20 აპრ.'18 19:09
ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
ანგარიში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს.
20 აპრ.'18 16:04
პარლამენტმა პარტიების დაფინანსების წესში ცვლილებები მიიღო
ცვლილებების შედეგად, მრეწველთა პარტია 600 000 ლარის ოდენობის ყოველწლიურ საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს.
20 აპრ.'18 12:57
ევროკავშირი ‘ღრმა შეშფოთებას’ გამოხატავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გამო
ევროკავშირის დელეგაციამ ევროპის საბჭოში საქართველოს შესახებ გენერალური მდივნის ანგარიშის საპასუხოდ განცხადება გამოაქვეყნა.
19 აპრ.'18 18:12
საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა შიდაპარტიულ დავაზე გადაიდო
მმართველი პარტიის დეპუტატების შეხვედრას, სავარაუდოდ, 21 აპრილს გაიმართება. 
19 აპრ.'18 15:58
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის პირველ კვარტალში
2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.3%-ით გაიზარდა და 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.    
19 აპრ.'18 13:02
პრემიერ-მინისტრმა ახალი საპარლამენტო მდივანი დანიშნა
ნათია მიქელაძემ შალვა თადუმაძე შეცვალა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ახალ უფროსად დაინიშნა.
18 აპრ.'18 19:32
მმართველი პარტიის დეპუტატები შიდაპარტიული დაპირისპირების თაობაზე შეიკრიბებიან
ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა შეხვედრას ხვალ საღამოს გამართავს.
18 აპრ.'18 19:07
ოკუპირებული ცხინვალის მახლობლად დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
სოფელ ფლავისმანის მკვიდრი თამაზ ილურიძე, სავარაუდოდ, ცხინვალის რეგიონში განთავსებულმა რუსეთის ოფიცრებმა გუშინ დააკავეს.
18 აპრ.'18 16:09
პრეზიდენტის შეწყალების პრაქტიკის გარშემო პოლიტიკური დავა გრძელდება
პრეზიდენტი მარგველაშვილი მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს მის წინააღმდეგ შეთანხმებული კამპანიის აგორებაში ადანაშაულებს.
18 აპრ.'18 14:06
აქტივისტები საქართველოს მოქალაქის დაკავებას აპროტესტებენ
სოფელ ფლავისმანის მკვიდრი თამაზ ილურიძე, გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა ოფიცრებმა დააკავეს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
79