Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:06 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტის თავმჯდომარე აშშ–ს სტუმრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 მარ.'13 / 11:16

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ერთკვირიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, რომელიც მისი პირველი უცხოური ვიზიტია მას შემდეგ, რაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე გახდა.

უსუფაშვილს „ქართული ოცნების“ ორი დეპუტატი ახლავს თან – საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის დროს დელეგაცია შეხვედრებს გამართავს აშშ–ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე კონგრესში და სახელმწიფო დეპარტამენტში.

უსუფაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ დელეგაცია საქართველოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკის პრიორიტეტებს განიხილავს; მან ასევე განაცხადა, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“  ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას ისახავს მიზნად. 

უახლესი ამბები
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
12 დეკ.'17 18:51
დეპუტატები ქალთა სავალდებულო კვოტირების ინიციატივას მხარს უჭერენ
დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიღება 2018 წლის ადრეულ გაზაფხულზე იგეგმება. 

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
114