Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 15:35 - 26 მაი.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სისხლის სამართლის კოდექსში სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპი იცვლება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 მარ.'13 / 20:25

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომლითაც სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპი იცვლება; საკანონმდებლო ცვლილებებს ასევე ექნება უკუქმედების ძალა იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებიც სასჯელს შეკრებითობის საფუძველზე იხდიან. 

კანონპროეტის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის შემთხვევაში მოსამართლის მიერ სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს.

დღეს მოქმედი რეგულაციით, დანაშაულთა ერთობლიობის დროს ყველაზე მძიმე სასჯელს ემატება დანარჩენი სასჯელების ნახევარი ან სრული ვადა, როგორც ამას სასამართლო მიიჩნევს მიზანშეწონილად.

ცვლილებების პროექტი ცალკე გამოყოფს და არეგულირებს დანაშაულის რეციდივს ანუ შემთხვევას, როცა ადგილი აქვს განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლები პირის მიერ განზრახი დანაშაულის ხელახალ ჩადენას. ამგვარ შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს მოსამართლე წყვეტს გამოიყენოს სასჯელთა შთანთქმის წესი თუ ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრიბოს ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები. შეკრების შემთხვევაში, კანონპროექტის თანახმად, საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს.

ამჟამად მოქმედი უპირობო შეკრებითობის წესი, მთავრობის განცხადებით, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორია, განაპირობებდა „მკაცრი და არააადეკვატური“ სასჯელების შეფარდებას, რაც თავის მხრივ გრძელვადიანი პატიმრების რიცხვის ზრდასა და ციხეების გადატვირთულობას იწვევდა.

ახალ წესს, მისი დამტკიცების შემთხვევაში, უკუქმედების ძალა ექნება იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებსაც კანონში ცვლილებების შეტანამდე ჩადენილ დანაშაულთა ერთობლიობის გამო სასჯელი შეკრებითობის წესით ჰქონდათ დანიშნული. მათ სასამართლოებს განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში უნდა მიმართონ.

ამან შესაძლოა გამოიწვიოს კიდევ უფრო მეტი პატიმრის გათავისუფლება იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი ამნისტია ყველა პატიმარს შეეხო სასჯელის მეტ-ნაკლები შემსუბუქების მხრივ.

საქართველოში პატიმართა რაოდენობა ბოლო ერთ წელიწადში ნახევარზე მეტით შემცირდა შარშან იანვარში არსებული 24 079-დან.   

უახლესი ამბები
26 მაი.'17 15:35
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი გამოვიდნენ.
25 მაი.'17 18:58
სასამართლომ თურქეთის მოქალაქეს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მმართველს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად.
25 მაი.'17 18:30
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს მართავს
აშშ-ის დელეგაცია სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ხელმძღვანელობით მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
25 მაი.'17 14:21
კვირიკაშვილი: ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის თბილისში გამართვა ‘უაღესად მნიშვნელოვანია’
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია თბილისში 26-29 მაისს გაიმართება.
25 მაი.'17 11:05
ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრები პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ.
24 მაი.'17 13:35
მოსკოვის მიერ სოხუმში დაგეგმილი ახალი სამართალდამცავი სტრუქტურის თაობაზე უთანხმოება გრძელდება
შინაგან საქმეთა სტრუქტურების საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრს აფხაზეთში დებატები მოყვა.
24 მაი.'17 13:05
კრემლმა ცხინვალში ახალი წარმომადგენელი დანიშნა
მარატ კულახმეტოვი ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურად მსახურობდა. 
24 მაი.'17 11:21
თურქეთის პრემიერ-მინისტრი თბილისში საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხვდა
საქართველოს და თურქეთის მინისტრებმა სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-2 სხდომა გამართეს.
24 მაი.'17 10:05
საქართველომ სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლა
საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
23 მაი.'17 18:40
პროკურატურამ აუდიტის სამსახურის შუალედური ანგარიშის საფუძველზე გამოძიება დაიწყო
შუალედური ანგარიში 2015-2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის საკითხს უკავშირდება.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
38