Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 13:35 - 24 მაი.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართველი და რუსი დიპლომატების შეხვედრა პრაღაში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 მარ.'13 / 12:30

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა პრაღაში 1 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ, რომ მოსკოვი საქართველოს მოქალაქეებისთვის  სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხს განიხილავს.

ეს უკვე მეორე შეხვედრა იყო ორ დიპლომატს შორის მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალმა მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობების დალაგების გეგმების შესახებ განაცხადა.

აბაშიძის თქმით, მოლაპარაკებების დროს ორივე მხარემ აღნიშნა, რომ მათი პირველი შეხვედრის შემდეგ „სავაჭრო ურთიერთობების განხრით გადაიდგა პრაქტიკული ნაბიჯები ბოლო ხანს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქართული ექსპორტის განახლებას რუსულ ბაზარზე“.

„პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა სატრანსპორტო კავშირების აღდგენის მიზნით, კერძოდ რეგულარული საავიაციო რეისების, ასევე სატვირთო საავტომობილო მიმოსვლის განახლების თვალსაზრისით“, – განაცხადა აბაშიძემ.  

„რუსეთის მხარე ამ ეტაპზე განიხილავს საკითხს არსებული სავიზო რეჟიმის შემსუბუქების თაობაზე“ საქართველოს მოქალაქეებისთვის, განაცხადა მან.

აბაშიძის თქმით, სავიზო რეჟიმის გამარტივება, სავარაუდოდ, გარკვეულ კატეგორიებს შეეხება; თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ვადები, თუ როდის მოხდება ეს, მოლაპარაკებების დროს არ დაკონკრეტებულა. 

საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წლის თებერვლის ბოლოს გააუქმა.

აბაშიძემ ასევე განაცხადა, რომ მეცნიერება და ჯანდაცვა ორ დამატებით სფეროდ გამოიყო, რომლებზეც ასევე გაიმართება დისკუსიები ორმხრივი დიალოგის ფარგლებში.

„ხაზგასმით აღვნიშნეთ ჟენევაში მიმდინარე დისკუსიების მნიშვნელობა და მისი შემდგომი გაგრძელების აუცილებლობა საერთაშორისოდ შეთანხმებულ ფორმატში“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, მომდევნო შეხვედრა კარასინთან, დაახლოებით, ორი თვის შემდეგ გაიმართება.  

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
24 მაი.'17 13:35
მოსკოვის მიერ სოხუმში დაგეგმილი ახალი სამართალდამცავი სტრუქტურის თაობაზე უთანხმოება გრძელდება
შინაგან საქმეთა სტრუქტურების საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრს აფხაზეთში დებატები მოყვა.
24 მაი.'17 13:05
კრემლმა ცხინვალში ახალი წარმომადგენელი დანიშნა
მარატ კულახმეტოვი ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურად მსახურობდა. 
24 მაი.'17 11:21
თურქეთის პრემიერ-მინისტრი თბილისში საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხვდა
საქართველოს და თურქეთის მინისტრებმა სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-2 სხდომა გამართეს.
24 მაი.'17 10:05
საქართველომ სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლა
საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
23 მაი.'17 18:40
პროკურატურამ აუდიტის სამსახურის შუალედური ანგარიშის საფუძველზე გამოძიება დაიწყო
შუალედური ანგარიში 2015-2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის საკითხს უკავშირდება.
23 მაი.'17 18:11
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საქართველოს სტუმრობს
ზაკირ ჰასანოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრებზე თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამხრივ ურთიერთობებზე იმსჯელა.
23 მაი.'17 16:53
აფხაზეთში გერმანიის მოქალაქე დააკავეს
რუსეთის FSB-ს თანამშრომლებმა გერმანიის მოქალაქე „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ გამო დააკავეს.
23 მაი.'17 15:15
საქართველოს ლიდერები მანჩესტერის თავდასხმას გმობენ
პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ტერორისტული აქტის შემდეგ განცხადებები გამოაქვეყნეს.
23 მაი.'17 13:31
რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები გაერთიანების საკითხს განიხილავენ
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავისუფალმა დემოკრატებმა ხმების 4.63%,  ხოლო რესპუბლიკელებმა 1.55% მიიღეს.
22 მაი.'17 18:53
პროკურატურამ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის ძმის წინააღმდეგ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა
ნონა წოწორიამ განაცხადა, რომ გამოძიება სტრასბურგის სასამართლოში მის საქმიანობას უკავშირდებოდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
55