Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 12:37 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი შეხვედრის სურვილს ორმხრივად გამოთქვამენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 მარ.'13 / 19:43

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერთმანეთთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს, რომელიც სავარაუდოდ, ორშაბათს შედგება მას შემდეგ, რაც 1 მარტს ასეთი შეხვედრა არ შედგა.

„დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ორშაბათს, დილის საათებში შეხვედრას სთავაზობს. საქართველოს პრემიერ–მინისტრი კვლავაც გამოთქვამს თანხმობას და მზად არის შეხვდეს პრეზიდენტს“, - ნათქვამია მოკლე განცხადებაში, რომელიც ივანიშვილის პრესსამსახურმა პარასკევს საღამოს გაავრცელა.

იმავდროულად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 1 მარტს საღამოს განაცხადა, რომ პრემიერთან დაგეგმილი შეხვედრა უნდა იყოს „სერიოზული, საგნობრივი, შინაარსიანი, შედეგის მომტანი“ და არა შეხვედრა შეხვედრისთვის, რათა ქვეყნის „პოლიტიკური კრიზისიდან“ გამოსაყვანად „სერიოზული“ საუბარი შედგეს.

„სრულიად ნათელია, რომ ქვეყანა ახლა იმყოფება კრიზისულ რეჟიმში, პოლიტიკური კრიზისის რეჟიმში“, - განაცხადა მან, „ჩვენ გვინდა რომ ქვეყანამ გააგრძელოს და დაუბრუნდეს განვითარების კურსს და ამიტომ ჩვენ ვართ მზად ძალიან ფართო, გახსნილი, მოქნილი, ყოვლისმომცველი დიალოგისთვის ყველა საკითხზე, მათ შორის კონსტიტუციაზე“.

ეს განცხადება სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებთან შეხვედრაზე გააკეთა, რომელსაც ასევე ესწრებოდა უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია.

„ამისათვის [შეხვედრისთვის] მზად ვართ, რომ ძალიან სერიოზულად მოვემზადოთ იმიტომ შეგკრიბეთ ყველანი დღეს და იმედია, რომ პრემიერ-მინისტრიც მიუდგება სერიოზულად და სათანადოდ, გულდასმით მოემზადება ამ შეხვედრისთვის“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ დარჩენილი ორი დღე ამისთვის საკმარისი დროა.

„ამის შემდეგ ორშაბათს დილიდან, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მოვნახავთ საშუალებას, რომ შევხვდეთ შემდგომი დღეების განმავლობაში და საგნობრივად ვისაუბროთ ამ თემებზე“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე უარყო, რომ პარასკევს დაგეგმილი შეხვედრა მისი მიზეზით ჩაიშალა და განაცხადა, რომ „არანაირი შეხვედრა დღეს დათქმული არ ყოფილა, მითუმეტეს არც ადგილი და არც საათი“.

ცოტა ხნით ადრე პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა: „გუშინ საღამოს, პრემიერმა გამოთქვა ინიციატივა შეხვედრა დღეს შემდგარიყო, რაც პრეზიდენტის განრიგიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება“.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს პირდაპირი სატელეფონო ხაზი ჩემთან და არ გვჭირდება გაფუჭებული ტელეფონების თამაში“, - განაცხადა სააკაშვილმა მიანიშნა რა პირდაპირი კონტაქტის საჭირობაზე.

„ყველა საკითხი არის გადაწყვეტადი“, - დასძინა მან.

პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის სურვილი მას შემდეგ გამოთქვა, რაც 26 თებერვალს მას წერილობით მიმართა ბიძინა ივანიშვილმა, სადაც მოუწოდა „2-3 დღეში მკაფიოდ და ცალსახად“ დაეფიქსირებინა პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის კენჭისყრაც პარლამენტში მარტის ბოლომდე იგეგმება და რომელიც პრეზიდენტის იმ უფლებამოსილების შეზღუდვას ისახავს მიზნად, რომელიც მას აძლევს უფლებას დაითხოვოს მთავრობა და დანიშნოს ახალი კაბინეტი იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარლამენტი არ დაეთანხმება. 

პრემიერ-მინისტრმა 1 მარტს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ შეხვედრა პარასკევს უნდა შემდგარიყო, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა „გადაიფიქრა რატომღაც“. ამის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მას შეხვედრის გამართვა 4 მარტს დილით შესთავაზა.

მთავრობის შეცვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. მათი პირველი შეხვედრა ოქტომბერში ხელისუფლების გადაცემის პროცესში, ხოლო მეორე, არაოფიციალურ ვითარებაში იანვარში საპატრიარქოში სტუმრობისას გაიმართა.

უახლესი ამბები
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
74