Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:40 - 20 იან.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალასანია სააკაშვილს “არასახელმწიფოებრივი“ განცხადებების გამო აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 მარ.'13 / 13:18

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებები საქართველოსა და აზერბაიჯანის წინაშე მდგარი საფრთხის შესახებ „არასახელმწიფოებრივი“ და „შემაშფოთებელია“, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 1 მარტს.

„ჩემი აზრით ეს იყო არასახელმწიფოებრივი განცხადებები. ეგეთი განცდა მრჩება თითქოს მას პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ სურვილი აქვს, რომ ქვა ქვაზე არ დარჩეს. მართლაც შემაშფოთებელი განაცხადება იყო და არასახელმწიფოებრივი“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს და ხაზი გაუსვა, რომ ეს "ხელს უშლის საქართველოს რეგიონალური უსაფრთხოების განვითარებას“.

ბაქოში ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა 28 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთი აზერბაიჯანისთვის იმავე „სცენარს“ ამზადებს, რაც საქართველოს წინააღმდეგ იქნა გამოყენებული გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, „ოლიგარქების, რუსული კაპიტალის, შანტაჟის და სხვადასხვა პროვოკაციების გამოყენებით“. სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვში მყოფმა „ძალიან მდიდარმა“ აზერბაიჯანელმა ბიზნესმენმა სადიკოვმა, რომელიც რუსეთის ეთნიკური აზერბაიჯანელების კავშირის „აზეროს“-ის საპატიო თავმჯდომარეა, „განაცხადა, რომ იბრძოლებს საქართველოში აზერბაიჯანელთა ავტონომიისთვის“. 

უახლესი ამბები
20 იან.'17 18:40
ნაციონალურმა მოძრაობამ ყრილობაზე განახლებული პოლიტსაბჭო დაამტკიცა
პარტიის თავმჯდომარის პოსტი მიხეილ სააკაშვილისთვის ვაკანტური დარჩა, პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელად კი დეპუტატი ნიკა მელია იქნა არჩეული.
20 იან.'17 17:32
კვირიკაშვილი: „გაზპრომთან“ სატრანზიტო შეთანხმებაში ‘საზეიმო არაფერი არ არის’
მისი თქმით, საქართველომ დაიცვა თავისი ინტერესები და „მიაღწია მაქსიმალურად იმ შედეგს, რისი მიღწევაც იყო შესაძლებელი“.
20 იან.'17 15:59
აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაში საქართველო ელჩის დონეზე მონაწილეობს
ელჩი დავით ბაქრაძე ცერემონიალის განრიგით გათვალისწინებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრება.
20 იან.'17 14:51
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი თბილისში შეხვედრებს მართავს
ჯანი ბუკიკიოს ვიზიტი საქართველოში დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმას უკავშირდება, იტყობინება ვენეციის კომისია.
20 იან.'17 12:06
კვირიკაშვილი დავოსში პოროშენკოს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე გამართა შეხვედრები თავის ხორვატ და სერბ კოლეგებთან.
19 იან.'17 22:49
ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოზე იმსჯელა
სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოს გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.
19 იან.'17 12:54
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს მიმართ „მზარდი ინტერესი“ გამოხატა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადრიდში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა ესპანეთის მეფეს.
18 იან.'17 18:05
უსუფაშვილი პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს
ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „სერიოზული წარმატების“ მიღწევას გეგმავს.
18 იან.'17 16:52
ცხინვალმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დანიშნა
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება.
18 იან.'17 14:44
პოლიტიკური რეიტინგები NDI–ის დაკვეთილ კვლევაში
ქართული ოცნება არჩევნების შემდგომ ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
56