Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:40 - 20 იან.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი აზერბაიჯანის და საქართველოს წინაშე მდგარ ‘საფრთხეზე’ საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 მარ.'13 / 12:23

ბაქოში ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი აზერბაიჯანისთვის იმავე „სცენარს“ ამზადებს, რაც საქართველოს წინააღმდეგ იქნა გამოყენებული გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, „ოლიგარქების, რუსული კაპიტალის, შანტაჟის და სხვადასხვა პროვოკაციების გამოყენებით“.

„მე ვნახე რამხელა საფრთხის წინაშე ვართ ჩვენც, აზერბაიჯანიც იმიტომ, რომ რუსეთში შეიქმნა დიასპორა, ვინმე სადიკოვია გარდაბნელი, ძალიან მდიდარი რუსი ე.წ. ბიზნესმენი; იქ შეიყვანეს ალეკპეროვი და რამდენიმე რუსი სხვა მილიარდერი, რომლის მიზანია ზუსტად იგივე სცენარით ბრძოლა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გარანტის, პრეზიდენტის მიმართ, როგორც ეს ბრძოლა აწარმოეს საქართველოს არჩევნებზე გასული წლის ოქტომბერში - ფულის გამოყენებით, ოლიგარქების, რუსული კაპიტალის, შანტაჟის და სხვადასხვა პროვოკაციების გამოყენებით“, - განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის აეროპორტში ხუთშაბათს საღამოს ბაქოდან დაბრუნების შემდეგ.

„ეს სადიკოვი არის გარდაბნელი და ამ სადიკოვმა განაცხადა, რომ იბრძოლებს საქართველოში აზერბაიჯანელთა ავტონომიისთვის“, - განაცხადა სააკაშვილმა.

სადიკოვი 2000 წლის შემდეგ რუსეთის ეთნიკური აზერბაიჯანელების კავშირის „აზეროს“-ის თავმჯდომარე იყო და 2013 წლის იანვრიდან მისი საპატიო თავმჯდომარე გახდა.

თავის განცხადებაში სააკაშვილმა ასევე ახსენა ვაჰაგან ჩახალიანის პატიმრობიდან გათავისუფლების ფაქტი. ჩახალიანი, რომელიც სასჯელს იარაღთან, შეიარაღებულ ხულიგნობასთან და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო იხდიდა, 24 იანვარს ამნისტიის შედეგად გამოვიდა ციხიდან მას შემდეგ, რაც მისჯილი ათი წლიდან, დაახლოებით, 4.5 წელი მოიხადა. სააკაშვილმა, რომელმაც დაგმო ჩახალიანის გამოშვება, განაცხადა, რომ ჩახალიანი „მთელი ეს წლები ითხოვს ჯავახეთის ავტონომიას“.

„მე მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, რომ დავფიქრდეთ ამაზე. მე ეს რაღაცეები მეცნობა და მეცნობა 90-იანი წლებიდან. როდის იყო ბოლოს ლაპარაკი საქართველოში ჯავახეთის ავტონომიაზე, ქვემო ქართლის ავტონომიაზე? ეს ხომ ბოლო რვა წელიწადი არ ყოფილა. მე სულაც არ მიხარია, რომ ამაზე ვსაუბრობ და დღეს ეს თემა წამოიჭრა იმიტომ, რომ ... ჩახალიანი რომ არ გაგვეშვა, მაშინ ალბათ ამაზე ყველაფერზე საუბარი არ უნდა ყოფილიყო“, - განაცხადა სააკაშვილმა.

„ჩვენ ყველას გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე, რეგიონალური კოორდინაცია. მე მივდივარ ოფიციალურ ვიზიტით რამდენიმე ადგილას, მეზობლებთან, მათ შორის თურქეთის რესპუბლიკაში. პრეზიდენტი არის კონსტიტუციით საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი და  მე ვაპირებ, რომ ეს ფუნქცია შევასრულო ძალიან აქტიურად მიუხედავად იმისა, ვინ რა დაბრკოლებებს შემიქმნის“, - განაცხადა მან.

უახლესი ამბები
20 იან.'17 18:40
ნაციონალურმა მოძრაობამ ყრილობაზე განახლებული პოლიტსაბჭო დაამტკიცა
პარტიის თავმჯდომარის პოსტი მიხეილ სააკაშვილისთვის ვაკანტური დარჩა, პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელად კი დეპუტატი ნიკა მელია იქნა არჩეული.
20 იან.'17 17:32
კვირიკაშვილი: „გაზპრომთან“ სატრანზიტო შეთანხმებაში ‘საზეიმო არაფერი არ არის’
მისი თქმით, საქართველომ დაიცვა თავისი ინტერესები და „მიაღწია მაქსიმალურად იმ შედეგს, რისი მიღწევაც იყო შესაძლებელი“.
20 იან.'17 15:59
აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაში საქართველო ელჩის დონეზე მონაწილეობს
ელჩი დავით ბაქრაძე ცერემონიალის განრიგით გათვალისწინებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრება.
20 იან.'17 14:51
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი თბილისში შეხვედრებს მართავს
ჯანი ბუკიკიოს ვიზიტი საქართველოში დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმას უკავშირდება, იტყობინება ვენეციის კომისია.
20 იან.'17 12:06
კვირიკაშვილი დავოსში პოროშენკოს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე გამართა შეხვედრები თავის ხორვატ და სერბ კოლეგებთან.
19 იან.'17 22:49
ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოზე იმსჯელა
სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოს გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.
19 იან.'17 12:54
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს მიმართ „მზარდი ინტერესი“ გამოხატა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადრიდში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა ესპანეთის მეფეს.
18 იან.'17 18:05
უსუფაშვილი პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს
ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „სერიოზული წარმატების“ მიღწევას გეგმავს.
18 იან.'17 16:52
ცხინვალმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დანიშნა
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება.
18 იან.'17 14:44
პოლიტიკური რეიტინგები NDI–ის დაკვეთილ კვლევაში
ქართული ოცნება არჩევნების შემდგომ ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
61