Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:32 - 20 ივლ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცესკომ პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევის საკითხზე სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 თებ.'13 / 14:23

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მოითხოვს ჩატარდეს რეფერენდუმი საკითხზე:  ”თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩიოს პარლამენტმა?”

საინიციატივო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში შედიან მოქალაქეები იაგო წიკლაური, გელა მესტიაშვილი და იანა ხუციშვილი, 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერა სამი თვის განმავლობაში უნდა შეაგროვოს.

კანონმდებლობის მიხედვით, ხელმოწერების მიღებისა და გადამოწმების შემდეგ ცესკო რეფერენდუმის საკითხს წარუდგენს პრეზიდენტს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ ან მის მოწყობაზე მოტივირებულ უარს აცხადებს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევის წინააღმდეგია. პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნება იმ საკითხებს შორის იყო, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა აყენებდა ქართულ ოცნებასთან ძალაუფლების გაყოფის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან  დაკავშირებულ მოლაპარაკებებში.

კოალიცია ქართულ ოცნებას პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ გააჩნია. თუმცა პირველად მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი შესაძლოა შეიცვალოს, ქართული ოცნების დეპუტატებმა გამოთქვეს.

ამ დროისთვის როგორც ქართული ოცნების, ისე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები სკეპტიკურად უყურებენ რეფერენდუმის იდეას, ვინაიდან მისი შედეგების ასახვა ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე დროის სიმცირის გამო მაინც ვერ მოხერხდება.

ცესკოს მიერ 26 თებერვალს სარეფერენდუმო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარებას წინ უძღოდა ამავე ჯგუფისთვის მისი ორი უარი დარეგისტრირებაზე. კერძოდ, ცესკომ 8 იანვარს ამ ჯგუფს უარი უთხრა სარეფერენდუმო წინადადებაზე: „გსურთ თუ არა, რომ საქართველოში გამოცხადდეს საპარლამენტო მმართველობა და პრეზიდენტი შეზღუდული ძალაუფლებით აირჩიოს პარლამენტმა?”, ხოლო 8 თებერვალს არ დაურეგისტრირა სარეფერენდუმო საკითხი: „თანახმა ხართ, თუ არა, რომ საქართველო გამოცხადდეს საპარლამენტო  რესპუბლიკად?“.

უახლესი ამბები
20 ივლ.'17 19:32
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს
გამოძიების დასრულებამდე, სასაზღვრო პოლიციის და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს.
20 ივლ.'17 19:08
საქართველო ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
დოკუმენტი საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხების სტატუსს აფასებს.
20 ივლ.'17 17:33
უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის პირობას დებენ
პეტრო პოროშენკომ საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.
19 ივლ.'17 17:47
ყოველწლიურ ამბასადორიალზე საქართველოს ლიდერები საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრობენ
თბილისი საქართველოს ელჩების ყოველწლიურ შეკრებას 18-21 ივლისს მასპინძლობს.
18 ივლ.'17 19:11
სემეკმა ბუნებრივი აირის მოხმარებაზე ახალი ტარიფები დაადგინა
ბუნებრივი აირის ტარიფი თბილისის და რეგიონების მომხმარებლებისათვის გაიზარდა
18 ივლ.'17 18:03
ვინ არიან თბილისის მერობის კანდიდატები და როგორია მათი საარჩევნო დაპირებები
საქართველოს დედაქალაქი, სადაც ამომრჩეველთა მესამედი ცხოვრობს, 2017 წლის ოქტომბერში ახალ მერს და საკრებულოს აირჩევს.
18 ივლ.'17 17:31
არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
18 ივლ.'17 15:41
ესტონეთის, ლიტვის და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ცხინვალის რეგიონის ბორდერიზაციის შესახებ
მინისტრებმა განცხადებები ამ თემაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე გააკეთეს.
18 ივლ.'17 12:50
თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართა
რაშიდ მერედოვი თავის ქართველ კოლეგას, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა.  
17 ივლ.'17 20:00
სოციალურ ქსელში გავრცელებულ სავარაუდო მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
Facebook-ის პოსტი 25 წლის თათია დოლიძის წინააღმდეგ ინტერნეტ სივრცეში აღარ იძებნება.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
59