Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 17:40 - 25 ივლ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თავდაცვის სამინისტრო სატელიტური ანტენების „უკანონო“ შესყიდვის საქმეზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 თებ.'13 / 16:27

თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ივლისში უწყებამ ლილოს ბაზრობის სავაჭრო პუნქტებიდან დიდი რაოდენობით სატელიტური ანტენა ამოიღო, რათა სამინისტროს ვარაუდით, არ მომხდარიყო მათი მოსახლეობაზე გაყიდვა.

1 ოქტომბრის არჩევნებამდე კამპანიის ერთ-ერთი აქტუალური თემა სატელიტური თეფშების გავრცელების შეზღუდვა იყო, მათ შორის ანტენების დაღადაღების გზით, რაც ადგილობრივი დამკვირვებლების თქმით, მრავალფეროვან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეფერხებას ისახავდა მიზნად. წინასაარჩევნო პერიოდში ვრცელდებოდა ასევე ინფორმაცია, რომ სამომხმარებლო ბაზარზე სატელიტური ანტენებზე დეფიციტი შეიქმნა.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 26 თებერვალს „რუსთავი 2“-ის თოქ-შოუში „პოზიცია“ განაცხადა, რომ ბაზრიდან სატელიტური თეფშების „უკანონო“ ამოღება-შესყიდვის პროცესში, რაზეც საბიუჯეტო თანხები დაიხარჯა, თავდაცვის სამინისტრო მონაწილეობდა. ამ ფაქტზე, მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

27 თებერვალს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 7 ივლისს სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნების ორგანიზებით ლილოს ბაზრობიდან, შემდგომი გადახდის პირობით, ჩამორთმეულ იქნა 2 719 ცალი ანტენა, 1 419 ცალი - „რესივერი“ და 479 ცალი - „ლნბ“, რომელთა საერთო ღირებულებამ 141 616 ლარი შეადგინა. მოგვიანებით, მოვაჭრეებს თანხები თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულმა „თბილავიამშენმა“ დაუფარა, თუმცა 75 000 ლარი ერთ-ერთი მოვაჭრისთვის გადასახდელი დარჩა. სამინისტროს ცნობით, ამოღებული აპარატურის ნაწილი მე-4 ბრიგადის ტერიტორიაზე მაშინვე დასაწყობდა, ხოლო ნაწილი ლილოს ბაზრობაზე დაილუქა და მოგვიანებით, ოქტომბერში შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფზე გადანაწილდა, დამონტაჟდა ან გაჩუქდა პირად შემადგენლობაზე.

“სატელიტური თეფშების და მაკომპლექტებელი ნაწილების ბალანსი ერთმანეთს არ ემთხვევა. შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ ანტენები ამოიღეს იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო მათი მოსახლეობაზე გაყიდვა“ - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ანდრია გოცირიძემ 27 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, სამინისტრო ეჭვობს, რომ საბიუჯეტო თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა, რადგან ნაცვლად იმისა, რომ უწყების საჭიროებებს მოხმარებოდა,  „გახარჯულია ამ ანტენებზე“, რომელთა შეძენის მიზნობრიობაც, რაც საიდუმლო გრიფით განხორციელდა, ვერ საბუთდება.

ანტენების შესყიდვის პერიოდი თავდაცვის სამინისტროში ხელმძღვანელობის შეცვლას ემთხვევა, როცა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაია 4 ივლისს დიმიტრი შაშკინმა შეცვალა. ამ უკანასკნელმა ქვეყანა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დატოვა.

 

უახლესი ამბები
25 ივლ.'17 17:40
ევროპარლამენტის წევრები ევროკავშირში საქართველოს წევრობის პერსპექტივის შესახებ
Civil.ge აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებს დაუკავშირდა.
24 ივლ.'17 18:01
საქართველოს და ისრაელის პრემიერ-მინისტრებმა თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს
პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ისრაელს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.
24 ივლ.'17 15:36
ევროპულმა საქართველომ საქართველოში ‘რუსული ფაშიზმის’ წინააღმდეგ აქცია გამართა
მოძრაობა „ქართველთა მარშის“ აქტივისტებმა აქციის ჩაშლა ვერ მოახერხეს.
22 ივლ.'17 09:32
NDI-ს წინასაარჩევნო შეფასება: ორი პარალელური და განსხვავებული საქართველო
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციამ ადგილობრივი არჩევნების წინ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.
21 ივლ.'17 18:21
პრეზიდენტი ტრამპი ვიქტორია ნულანდის შემცვლელს დაასახელებს
ვეს მიტჩელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გახდება.
21 ივლ.'17 15:11
მარგველაშვილმა თვითმმართველობის კოდექსსა და საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო
პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტებს პარლამენტი ივლისის ბოლომდე განიხილავს.
21 ივლ.'17 13:14
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ადამიანის უფლებათა ანგარიშში
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებების შესახებ 2016 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
20 ივლ.'17 19:32
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს
გამოძიების დასრულებამდე, სასაზღვრო პოლიციის და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს.
20 ივლ.'17 19:08
საქართველო ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
დოკუმენტი საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხების სტატუსს აფასებს.
20 ივლ.'17 17:33
უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის პირობას დებენ
პეტრო პოროშენკომ საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
107