Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 09:32 - 22 ივლ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თიბისი ბანკი და ლიბერთი ბანკი უარყოფენ რუსული ბანკებისთვის აქტივების მიყიდვას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 თებ.'13 / 13:35

„თიბისი ბანკმა“ და „ლიბერთი ბანკმა“, რომლებიც აქტივების მხრივ საქართველოს ოთხ ყველაზე მსხვილ კრედიტორ ბანკს წარმოადგენენ, უარყვეს, რომ ისინი რუსულმა ბანკებმა შეიძინეს.

26 თებერვალს პრესკონფერენციაზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ლიბერთი ბანკი“ რუსულმა სახელმწიფო ბანკმა „სბერბანკმა“ შეიძინა, ხოლო რუსეთის უმსხვილესი კერძო კრედიტორი „ალფა ბანკი“ „თიბისი ბანკს“ ყიდულობს. 

“რამდენიმე დღის წინათ, პრაქტიკულად, დამთავრდა შეთანხმება, რომლითაც „ლიბერთი ბანკი“,  ერთ –ერთი ყველაზე დიდი ქართული ბანკი, იყიდა „სბერბანკმა“, რუსეთის სახელმწიფო ბანკმა”, - განაცხადა სააკაშვილმა.

„ახლა “ალფა ბანკი”, რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი და მჭიდროდ დაკავშირებული კრემლთან, ყიდულობს „თიბისი ბანკს“. ნუ „ქართუ“ ისედაც რუსული ბანკია. შემდეგ შემოდის „გაზპრომ ბანკი“, რომელსაც რამდენიმე ქართული ბანკის ყიდვა უნდა“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ იგი არასდროს ყოფილა რუსული ბიზნესის წინააღმდეგი, მაგრამ „თუ ქონება უბრალოდ ხელში ჩაუვარდებათ ისე, რომ დაასხდებიან ზედ და გადაწყვეტენ, რომ არაფერი არ აკეთონ და მათი იქნება, ეს სულ სხვა რაღაცაა და ეს არის პირდაპირი კაბალიზაცია საქართველოს ეკონომიკის, საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის მიერ. ეს არა ჩემი მოგონილია, ეს ხდება აი დღეს, როცა ვლაპარაკობ“.

სააკაშვილის პრესკონფერენცია ჯერ კიდევ მიდიოდა, როდესაც „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ლადო გურგენიძემ, რომელიც 2007–2008 წლებში სააკაშვილის მთავრობაში პრემიერ–მინისტრი იყო, განცხადება გამოაქვეყნა, სადაც უარყო, რომ მისი ბანკი გაიყიდა.

„ძვირფასო მეგობრებო, ახლახანს ტელევიზიით გაჟღერდა ინფორმაცია, თითქოს „ლიბერთი ბანკი“ რუსულმა "სბერბანკმა" იყიდა. მინდა გაცნობოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ "სბერბანკთან" „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვაზე არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ. "ლიბერთი ბანკს" წელს საკმაოდ ამბიციური გეგმები გააჩნია ქსელის შემდგომი განვითარებისა და მომსახურების დახვეწის კუთხით, და თანმიმდევრულად ვახორციელებთ ჩვენს გეგმებს“, – ნათქვამია გურგენიძის განცხადებაში, რომელიც მან „ლიბერთი ბანკის“ Facebook–ის გვერდზე გამოაქვეყნა.

რუმინელ ბიზნესმენ დინუ პატრიჩიუსთან ერთად, გურგენიძე „ლიბერთი ბანკის“ აქციონერია, რომელიც აქტივების მხრივ მეოთხე უმსხვილესი ბანკია საქართველოში.

როდესაც პრესკონფერენციის მსვლელობისას სააკაშვილს უთხრეს, რომ „ლიბერთი ბანკმა“ უარყო მისი განცხადებას, მან განაცხადა: „თუ ეს ასე არ არის, მხოლოდ გამიხარდება... იმედია, რომ არც მომავალში არ იქნება. ავიყვან ამას კონტროლზე“.  

სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას საქართველოს ეროვნული ბანკისგან ჰქონდა ინფორმაცია „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვის თაობაზე. მან ასევე დასძინა: „თიბისი-ზე რომ არის ლაპარაკი, ეს ვიცი ზუსტად“.

მაგრამ „თიბისი ბანკმაც“ უარყო წერილობით განცხადებაში, რომ თავისი აქციების გაყიდვასთან დაკავშირებით რაიმე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„საქართველოს პრეზიდენტმა ახლახან, მის სატელევიზიო გამოსვლაში აღნიშნა, რომ თითქოსდა თიბისი ბანკი შეიძინა რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა - ალფა ბანკმა. გვინდა ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ თიბისი ბანკი არ აწარმოებს და არც უახლოეს მომავალში გეგმავს მოლაპარაკებას წილის გასხვისების თაობაზე ალფა ბანკთან, თუ ნებისმიერ სხვა უცხოურ ბანკთან“, – განაცხადა „თიბისი ბანკმა“.  

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია თითოეული 20.19%–ის აქციების მფლობელია  „თიბისი ბანკში“, რომელიც აქცივების მხრივ მეორე უმსხვილესი ბანკია საქართველოში. 25.95%–ს მისი ორი დამფუძნებელი ფლობს – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

უახლესი ამბები
22 ივლ.'17 09:32
NDI-ს წინასაარჩევნო შეფასება: ორი პარალელული და განსხვავებული საქართველო
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციამ ადგილობრივი არჩევნების წინ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.
21 ივლ.'17 18:21
პრეზიდენტი ტრამპი ვიქტორია ნულანდის შემცვლელს დაასახელებს
ვეს მიტჩელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გახდება.
21 ივლ.'17 15:11
მარგველაშვილმა თვითმმართველობის კოდექსსა და საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო
პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტებს პარლამენტი ივლისის ბოლომდე განიხილავს.
21 ივლ.'17 13:14
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ადამიანის უფლებათა ანგარიშში
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებების შესახებ 2016 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
20 ივლ.'17 19:32
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს
გამოძიების დასრულებამდე, სასაზღვრო პოლიციის და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს.
20 ივლ.'17 19:08
საქართველო ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
დოკუმენტი საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხების სტატუსს აფასებს.
20 ივლ.'17 17:33
უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის პირობას დებენ
პეტრო პოროშენკომ საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.
19 ივლ.'17 17:47
ყოველწლიურ ამბასადორიალზე საქართველოს ლიდერები საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრობენ
თბილისი საქართველოს ელჩების ყოველწლიურ შეკრებას 18-21 ივლისს მასპინძლობს.
18 ივლ.'17 19:11
სემეკმა ბუნებრივი აირის მოხმარებაზე ახალი ტარიფები დაადგინა
ბუნებრივი აირის ტარიფი თბილისის და რეგიონების მომხმარებლებისათვის გაიზარდა
18 ივლ.'17 18:03
ვინ არიან თბილისის მერობის კანდიდატები და როგორია მათი საარჩევნო დაპირებები
საქართველოს დედაქალაქი, სადაც ამომრჩეველთა მესამედი ცხოვრობს, 2017 წლის ოქტომბერში ახალ მერს და საკრებულოს აირჩევს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
49