Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 17:40 - 25 ივლ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პროკურატურა სასამართლოსგან უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 თებ.'13 / 11:40

პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომ თბილისის მერს გიგი უგულავას, რომელსაც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ საქმეებზე აქვს ბრალი წარდგენილი, უფლებამოსილება შეუჩერდეს, განაცხადა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა კვირას.  

უგულავამ, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული პირი და ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერია, თბილისის მერის არჩევნებში 2010 წელს გაიმარჯვა.

ამას გარდა, პროკურატურამ სთხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომ უგულავას, რომელსაც 23 თებერვალს დაკავების გარეშე წარედგინა ბრალი, 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდოს.

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს 24 თებერვალს, რომ პროკურატურის მიერ მოთხოვნილი დიდი ოდენობის გირაოს შეფარდება  სწორია, რადგანაც ორი დამოუკიდებელი საქმე დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით, რომლებზეც უგულავას ბრალი წარედგინა, დაახლოებით 20 მილიონი ლარის სახელმწიფო სახსრებს მოიცავს.

პროკურატურა ასევე ითხოვს, რომ გამოძიების პროცესში უგულავას ქვეყნის დატოვება აეკრძალოს, განაცხადა კბილაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლო ორშაბათს გადაწყვეტს, დაუწესებს თუ არა უგულავას რაიმე სახის შეზღუდვას.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
25 ივლ.'17 17:40
ევროპარლამენტის წევრები ევროკავშირში საქართველოს წევრობის პერსპექტივის შესახებ
Civil.ge აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებს დაუკავშირდა.
24 ივლ.'17 18:01
საქართველოს და ისრაელის პრემიერ-მინისტრებმა თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს
პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ისრაელს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.
24 ივლ.'17 15:36
ევროპულმა საქართველომ საქართველოში ‘რუსული ფაშიზმის’ წინააღმდეგ აქცია გამართა
მოძრაობა „ქართველთა მარშის“ აქტივისტებმა აქციის ჩაშლა ვერ მოახერხეს.
22 ივლ.'17 09:32
NDI-ს წინასაარჩევნო შეფასება: ორი პარალელური და განსხვავებული საქართველო
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციამ ადგილობრივი არჩევნების წინ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.
21 ივლ.'17 18:21
პრეზიდენტი ტრამპი ვიქტორია ნულანდის შემცვლელს დაასახელებს
ვეს მიტჩელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გახდება.
21 ივლ.'17 15:11
მარგველაშვილმა თვითმმართველობის კოდექსსა და საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო
პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტებს პარლამენტი ივლისის ბოლომდე განიხილავს.
21 ივლ.'17 13:14
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ადამიანის უფლებათა ანგარიშში
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებების შესახებ 2016 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
20 ივლ.'17 19:32
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს
გამოძიების დასრულებამდე, სასაზღვრო პოლიციის და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს.
20 ივლ.'17 19:08
საქართველო ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
დოკუმენტი საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხების სტატუსს აფასებს.
20 ივლ.'17 17:33
უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის პირობას დებენ
პეტრო პოროშენკომ საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
107