Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:12 - 19 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გიგი უგულავა საგამოძიებო სამსახურში მივიდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 თებ.'13 / 15:15

თბილისის მერი გიგი უგულავა დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მივიდა, სადაც მას ოფიციალურად წაუყენებენ ბრალს სახელმწიფო სახსრების სავაურაუდო გაფლანგვასა და ფულის გათეთრების საქმეებზე.

უგულავა ბრალდებებს „აბსურდულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის „რეალური განზრახვაა“ ქართული ოცნების ძალისხმევა, რომელიც მიზნად ისახავს „საკუთარი ძალაუფლების გავრცელებას თბილისის მერიაში“.  

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა 22 თებერვალს, რომ უგულავას ბრალს მისი დაკავების გარეშე წაუყენებენ.

იმავდროულად, უგულავას მხარდამჭერები, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი საგამოძიებო სამსახურის წინ არიან შეკრებილი და თბილისის მერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპროტესტებენ. 

"დღეს, როგორც არასდროს, ისეთი ბედნიერი ვარ, რომ გხედავთ მხნედ, ვხედავ თქვენს იმედიან თვალებს“, – მიმართა უგულავამ მხარდამჭერებს საგამოძიებო სამსახურში შესვლამდე. მისი თქმით, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე „ყველაზე ნაკლები პრობლემაა, რაც დღეს ხდება“. მან ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა განსაცდელშია, რადგანაც განსახვავებული აზრის გამოთქმის უფლება საფრთხეშია.

უგულავას შესახებ საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირველ არხზე გადაცემა „აქცენტებში“ 22 თებერვალს განაცხადა, რომ მას  იმედი აქვს, რომ  „საქართველოში კიდევ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო“.

„აქ მთავარი არის ის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ  - ნუ გიგი პიროვნულად, რა თქმა უნდა, თავის თავს დაიცავს და ძლიერი პიროვნებაა - მაგრამ მთავარია, რომ ასევე საქართველოში შენარჩუნდეს თავისუფალი თვითმმართველობა, თბილისის თვითმმართველობა. ეს, ახლა არ ეწყინოს გიგის, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი დაჭერა ან არ დაჭერა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

უახლესი ამბები
19 აპრ.'18 18:12
საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა შიდაპარტიულ დავაზე გადაიდო
მმართველი პარტიის დეპუტატების შეხვედრას, სავარაუდოდ, 21 აპრილს გაიმართება. 
19 აპრ.'18 15:58
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის პირველ კვარტალში
2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.3%-ით გაიზარდა და 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.    
19 აპრ.'18 13:02
პრემიერ-მინისტრმა ახალი საპარლამენტო მდივანი დანიშნა
ნათია მიქელაძემ შალვა თადუმაძე შეცვალა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ახალ უფროსად დაინიშნა.
18 აპრ.'18 19:32
მმართველი პარტიის დეპუტატები შიდაპარტიული დაპირისპირების თაობაზე შეიკრიბებიან
ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა შეხვედრას ხვალ საღამოს გამართავს.
18 აპრ.'18 19:07
ოკუპირებული ცხინვალის მახლობლად დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
სოფელ ფლავისმანის მკვიდრი თამაზ ილურიძე, სავარაუდოდ, ცხინვალის რეგიონში განთავსებულმა რუსეთის ოფიცრებმა გუშინ დააკავეს.
18 აპრ.'18 16:09
პრეზიდენტის შეწყალების პრაქტიკის გარშემო პოლიტიკური დავა გრძელდება
პრეზიდენტი მარგველაშვილი მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს მის წინააღმდეგ შეთანხმებული კამპანიის აგორებაში ადანაშაულებს.
18 აპრ.'18 14:06
აქტივისტები საქართველოს მოქალაქის დაკავებას აპროტესტებენ
სოფელ ფლავისმანის მკვიდრი თამაზ ილურიძე, გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა ოფიცრებმა დააკავეს.
18 აპრ.'18 12:04
მარგველაშვილი შეწყალების პრაქტიკის შესახებ კრიტიკას პასუხობს
პრეზიდენტი დროებით წყვეტს ძალადობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრების შეწყალებას.
17 აპრ.'18 16:12
ადვოკატის თქმით, ტატუნაშვილის ცხედარს შინაგანი ორგანოები აკლდა
პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის მამას და ადვოკატს გამოძიების მსვლელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
16 აპრ.'18 18:46
შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის ცხრა კანდიდატი დარეგისტრირდა
არჩევნები ვანის და ხონის მაჟორიტარული ოლქის 60 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, სადაც 48 054 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
56