Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:13 - 16 იან.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გიგი უგულავას საბიუჯეტო თანხების მითვისებასა და ფულის გათეთრებაში ბრალს ხვალ წაუყენებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 თებ.'13 / 20:50

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პარასკევს განაცხადა, რომ თბილისის მერი გიგი უგულავა 23 თებერვალს 14 საათზე დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში "ბრალდების წაყენების და მის მიმართ სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით" -  დიდი ოდენობის საბიუჯეტო თანხების მითვისებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის, ფულის გათეთრების ფაქტებზე უგულავას მიმართ ბრალდების დადგენილება 22 თებერვალს იქნა გამოტანილი.

ბრალდება მოიცავს ორ დამოუკიდებელ ეპიზოდს - ერთი ეხება ტელეიმედის „ხელში ჩაგდების დანაშაულებრივ სქემას“, რაც თავის მხრივ უკავშირდება რიყის ტერიტორიის გასხვისების სქემას, ხოლო მეორე ეპიზოდი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მერიის დასუფთავების სამსახურში ფიქტიური დასაქმების საქმეს უკავშირდება.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, „ფაქტობრივად გახსნილია“ წინა მთავრობის მიერ ტელეკომპანია იმედის „ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი სქემა და უტყუარად დადასტურებულია, რომ მისი განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე სწორედ გიორგი უგულავა იყო“. 

ტელეიმედი ოქტომბერში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მის თავდაპირველ მესაკუთრეს, გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა.

გამოძიების ინფორმაციით, 2008 წლის მდგომარეობით იმედის საკონტროლო პაკეტის მფლობელი იყო ჯოზეფ ქეი, რომელსაც იმ დროისთვის ტელეკომპანიის ფუნქციონირებისათვის დახარჯული ჰქონდა 10 მლნ აშშ დოლარი. მას ხელისუფლების სახელით დაუკავშირდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, შეხვდა და „პირდაპირი მუქარით დაიყოლია“ ტელეიმედის დათმობაზე, იმ ერთადერთი პირობით, რომ მას გიგი უგულავა აუნაზღაურებდა 10 მლნ აშშ დოლარის გაწეულ ხარჯებს.

გამოძიების ინფორმაციით, „უგულავას მითითებით, ჯოზეფ ქეიმ თავისი წილი გადასცა კეზერაშვილის კონტროლს დაქვემდებარებულ, პანამაში რეგისტრირებულ კომპანია  „bordex limited“-ს, ხოლო თანხის გადახდა  განხორციელდა შემდეგი გეგმით: გიორგი უგულავა მოელაპარაკა  შპს „ახალი რიყის“ მესაკუთრეებს, რომ მათ მიერ 2006 წელს 7 000 000 აშშ დოლარად შეძენილ რიყის ტერიტორიას მერია ვითომდა 17 000 000 აშშ დოლარად უკან გამოისყიდდა, საიდანაც 10 000 000 აშშ დოლარი გათვალისწინებული იყო ჯოზეფ ქეისათვის გადასაცემად. ქალაქის მერიამ 2008 წლის 29 დეკემბერს,  ქ.თბილისის მთავრობის სახელით გამოსცა დადგენილება, რომლის საფუძველზეც თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული „ძველი ქალაქის რეაბილიტაციის და განვითარების ფონდიდან“ რიყის ტერიტორიის უკან გამოსყიდვის მიზნით  შპს „ახალ რიყეს“ გადაერიცხა 17 000 000 აშშ დოლარი. ამის შემდეგ შპს „ახალი რიყეს” ხელმძღვანელობასა და ჯოზეფ ქეის კომპანიას „lakebrow limited”-ს  შორის გაფორმდა ფიქციური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ახალი რიყეს“ საბანკო ანგარიშიდან ჯოზეფ კეის კომპანიას ჩაერიცხა 8 811 189 აშშ დოლარი, ანუ ტელეკომპანია “იმედი“ მისაკუთრებული იქნა ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისებისა და შემდგომი გათეთრების გზით“.
 
მეორე ეპიზოდთან დაკავშირებით, გამოძიება აცხადებს, რომ გიგი უგულავა იყო ორგანიზატორი საბიუჯეტო თანხების გამოყენებით ნაციონალური მოძრაობის "თვალთმაქცური დაფინანსების".

„კერძოდ, მისი დავალებით 2009 წლის 31 დეკემბერს, შპს „თბილსერვის ჯგუფ“-ში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისათვის ფულის დარიგების მიზნით სპეციალურად შეიქმნა „საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება,“  სადაც ფიქციურად გაფორმდა 764 აქტივისტი - ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია და ეწეოდა პარტიულ საქმიანობას,  თუმცა დედაქალაქის  ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან  მათ ხელფასის სახით  4 130 728  ლარი დაერიცხათ“, - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

დედაქალაქის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ აქტივისტების დასაქმება მისი დავალებით მოხდა. „ამიტომ მე ვიღებ სრულად პასუხისმგებლობას ამასთან დაკავშირებით“, - განუცხადა უგულავამ ჟურნალისტებს 22 თებერვალს, ვიდრე საგამოძიებო სამსახური მის შესახებ განცხადებას გაავრცელებდა. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ მის ამ ქმედებაში ვერ ხედავს დანაშაულს.  

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 22 თებერვალს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისის მერისთვის საბიუჯეტო თანხების ასე „თვითნებურად ხარჯვის“ უფლება არავის მიუნიჭებია. „პასუხი უნდა აგოს კონკრეტულ კითხვებზე და ხალხის დასაქმებაში ნუ გადაჰყავს ეს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

 

უახლესი ამბები
16 იან.'18 18:13
არასამთავრობოები პარლამენტს მაუწყებლობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განცხადება გამოაქვეყნა.
16 იან.'18 14:15
NDI-ის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა
რესპონდენტების 72% ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 64% - ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს.
16 იან.'18 12:19
Freedom House: საქართველო ‘ნაწილობრივ თავისუფალ’ ქვეყნად რჩება
საქართველოს რეიტინგი მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით უცვლელი დარჩა.
15 იან.'18 18:32
პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიცირებულ ცვლილებებს ვეტო დაადო
მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ინიცირებული ცვლილებები ხელს არ უწყობს მედიამრავალფეროვნებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის გამჭვირვალე ხარჯვას.
15 იან.'18 16:16
აფხაზეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 16 საარჩევნო უბანი გაიხსნება
რაულ ხაჯიმბას და სემიონ გრიგორიევის შეხვედრაზე მომავალი არჩევნების საორგანიზაციო დეტალები იქნა განხილული.
15 იან.'18 12:28
ევროკავშირი მუხთარლის საქმის ‘საფუძვლიანი, გამჭირვალე’ გამოძიებისკენ მოუწოდებს
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, რომელიც საქართველოდან მაისში გაუჩინარდა, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
13 იან.'18 13:31
აზერბაიჯანის სასამართლომ მუხთარლის 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა
საგამოძიებო ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მომდენო დღეს კი აზერბაიჯანში იქნა დაპატიმრებული.
12 იან.'18 15:12
საია-მ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მოსკოვმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია დაარღვია.
12 იან.'18 13:04
საგარეო საქმეთა მინისტრი ჩრნადაკი: ბიბილოვის ვიზიტი აზიანებს რესპუბლიკა სრპსკას რეპუტაციას
ამ განცხადებას წინ უძღოდა საპროტესტო ნოტა, რომელიც საქართველომ სარაევოს ბიბილოვის ვიზიტთან დაკავშირებით გაუგზავნა.
11 იან.'18 18:30
ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში კიდევ ერთ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
პანკისის ხეობის მკვიდრი, ზურაბ იდოიძე, სუს-მა 9 იანვარს დააკავა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
26