Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 17:40 - 25 ივლ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
უსუფაშვილი: პრეზიდენტს პარლამენტში გამოსვლის საშუალება, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს მიეცემა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 თებ.'13 / 19:05

პრეზიდენტ სააკაშვილის თხოვნის საპასუხოდ, რომ პარლამენტმა დანიშნოს მისი ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის თარიღი, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს პარლამენტში გამოსვლის საშუალება, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს მიეცემა.

უსუფაშვილმა 21 თებერვალს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტის გამოსვლა შედგება „პარლამენტთან თუ პარლამენტის კედლებში“, ეს დამოკიდებული იქნება მის პოზიციაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც მას ჩამოართმევს უფლებას პარლამენტის თანხმობის გარეშე ერთპიროვნულად გამოცვალოს მთავრობა.

„მზად ხართ თუ არა დაუბრუნოთ საქართველოს პარლამენტს ის უფლება, რომელიც ეკუთვნის პარლამენტს მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში და საზოგადოებაში - ამაზე თქვენი მზაობა რაც უფრო მალე გაცხადდება, მით უფრო მალე მოგვარდება ბევრი სხვა პრობლემაც“, - განაცხადა უსუფაშვილმა პრეზიდენტის მისამართით.

„ამ კითხვაზე თქვენი პასუხი განსაზღვრავს არა იმას, თქვენ პარლამენტში გამოხვალთ თუ ვერ გამოხვალთ, არამედ იმას პარლამენტი შეძლებს თუ ვერ შეძლებს თქვენ მოსმენას“, - განაგრძო მან, „თუ ამაზე თქვენი დადებითი პასუხი არ იქნება, შეძლებთ პარლამენტში მობრძანებას, მაგრამ ეს პარლამენტის გადასაწყვეტი იქნება როგორ მოიქცევა და შეძლებს თუ არა მოუსმინოს პრეზიდენტს, რომელიც არ აბრუნებს მიტაცებულ უფლებამოსილებას“.

თავდაპირველად, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა 8 თებერვლისთვის დაიგეგმა, თუმცა ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ 7 თებერვალს განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ყოველწლიური მიმართვის მოსმენა პარლამენტში გადადო მანამდე, ვიდრე არ მოგვარდებოდა უთანხმოება დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ მოხსენება 8 თებერვალს პარლამენტს დაქვემდებარებული ეროვნული ბიბლიოთეკის შენობიდან გაეკეთებინა. თუმცა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი დაპირისპირების ინციდენტის გამო, პრეზიდენტის გამოსვლის ადგილი შეიცვალა და მან მოსახლეობას თავისი სასახლიდან მიმართა.

ამ ინციდენტის შემდეგ ძალაუფლების გაყოფის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას შორის, რომელიც ამ დროისთვის უშედეგოდ დამთავრდა. 20 თებერვალს მხარეებმა განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო თემატიკის ყველა საკითხზე შეთანხმდნენ, თუმცა უთანხმოება დარჩა ყოფილი მთავრობის საჯარო მოხელეების ამნისტირების პირობებთან დაკავშირებით. მათ ასევე დიალოგის გაგრძელების სურვილიც გამოთქვეს.

21 თებერვალს პრეზიდენტმა ღია წერილით მიმართა პარლამენტს, სადაც განაცხადა, რომ თავდაპირველად დაგეგმილი მისი გამოსვლა რომ არ გადაედოთ, „ცოტა ხნის წინათ შექმნილ ბევრ გართულებას ავიცილებდით თავიდან“.

„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პარლამენტი დაიცავს ქვეყნის ძირითად კანონს [კონსტიტუციას] და როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, ისე ჩვენს ხალხს მიეცემა საშუალება მოისმინოს საქართველოს პრეზიდენტის მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე“, - ნათქვამია პრეზიდენტის ღია წერილში.

„თქვენ გაქვთ საშუალება სწორედ ამ შენობიდან გააკეთოთ თქვენი მიმართვა პარლამენტის ტრიბუნიდან და ეს შესაძლებლობა თქვენ მოგეცემათ. ეს შესაძლებლობა თქვენთვის არავის წაურთმევია.“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ 21 თებერვალს ქუთაისში პრეზიდენტის საპასუხოდ, „საქართველოს პარლამენტი მოქმედებდა და იმოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის განუხრელი დაცვით“. 

კონსტიტუციაში ნათქვამია: "პრეზიდენტი უფლებამოსილია მიმართოს ხალხს და პარლამენტს. წელიწადში ერთხელ იგი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე".

 

უახლესი ამბები
25 ივლ.'17 17:40
ევროპარლამენტის წევრები ევროკავშირში საქართველოს წევრობის პერსპექტივის შესახებ
Civil.ge აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებს დაუკავშირდა.
24 ივლ.'17 18:01
საქართველოს და ისრაელის პრემიერ-მინისტრებმა თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს
პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ისრაელს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.
24 ივლ.'17 15:36
ევროპულმა საქართველომ საქართველოში ‘რუსული ფაშიზმის’ წინააღმდეგ აქცია გამართა
მოძრაობა „ქართველთა მარშის“ აქტივისტებმა აქციის ჩაშლა ვერ მოახერხეს.
22 ივლ.'17 09:32
NDI-ს წინასაარჩევნო შეფასება: ორი პარალელური და განსხვავებული საქართველო
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციამ ადგილობრივი არჩევნების წინ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.
21 ივლ.'17 18:21
პრეზიდენტი ტრამპი ვიქტორია ნულანდის შემცვლელს დაასახელებს
ვეს მიტჩელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გახდება.
21 ივლ.'17 15:11
მარგველაშვილმა თვითმმართველობის კოდექსსა და საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო
პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტებს პარლამენტი ივლისის ბოლომდე განიხილავს.
21 ივლ.'17 13:14
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ადამიანის უფლებათა ანგარიშში
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებების შესახებ 2016 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
20 ივლ.'17 19:32
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს
გამოძიების დასრულებამდე, სასაზღვრო პოლიციის და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს.
20 ივლ.'17 19:08
საქართველო ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
დოკუმენტი საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხების სტატუსს აფასებს.
20 ივლ.'17 17:33
უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის პირობას დებენ
პეტრო პოროშენკომ საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
95