Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:40 - 20 იან.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრემიერ–მინისტრმა ახალი ბიზნეს-ომბუდსმენი დაასახელა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 თებ.'13 / 19:33

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 19 თებერვალს ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ბიზნეს-ომბუდსმენის თანამდებობაზე  გიორგი გახარია წარადგინა.

ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, გიორგი გახარიას გენერალური მენეჯერის პოზიციაზე მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს, ბოლო სამი წლის განმავლობაში კი ის ავიაკომპანია „ლუფტანზას“ სერვისის ჯგუფის  ერთ–ერთ დირექტორად მუშაობდა დსთ-სა და აღმოსავლეთ ევროპაში. 

„მას ბიზნესის ენა კარგად ესმის, თქვენი ენა კარგად ესმის“, – განუცხადა პრემიერ–მინისტრმა 200-მდე ბიზნესმენს შეხვედრაზე, რომლის ძირითადი ნაწილიც დახურულ კარს მიღმა წარიმართა. 
 
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის თუ რა სახელწოდების ქვეშ იმუშავებს და რა უფლება-მოვალეობები ექნება ბიზნეს-ობუდსმენს დაახლოებით ერთ კვირაში, მათ შორის ბიზნესმენებთან კონსულტაციების გზით დადგინდება. 

„მთავარი აზრი გასაგებია, რომ თქვენ მარტივად შეგეძლოთ მიიტანოთ ამბავი ხელისუფლებამდე... თუ ვინმე ხელს გიშლით ან რამეში დამატებითი დახმარება გჭირდებათ მთავრობისაგან, რომ თქვენ ეს გამარტივებული წესით მიიღოთ. აი ეს იქნება ამისი არსი“, – განაცხადა შეხვედრის დროს  პრემიერ–მინისტრმა.  

გიორგი გახარიამ მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას გამიზნული აქვს  „უფრო მეტი ყურადღება“ დაუთმოს საშუალო და მცირე ბიზნესს, ასევე მისი ფუნქცია მხოლოდ მედიატორობით არ შემოიფარგლოს, არამედ „გახდეს ბიზნესის კანონიერი უფლებების დამცველი“ ყველა იმ სფეროში, სადაც „იქნება კონფლიქტური ზონა ბიზნესისა და სახელმწიფო ინტერებს შორის“.

ბიზნეს-ომბუდსმენის პოსტი მთავრობაში 2011 წლის იანვარში იქნა შემოღებული.

უახლესი ამბები
20 იან.'17 18:40
ნაციონალურმა მოძრაობამ ყრილობაზე განახლებული პოლიტსაბჭო დაამტკიცა
პარტიის თავმჯდომარის პოსტი მიხეილ სააკაშვილისთვის ვაკანტური დარჩა, პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელად კი დეპუტატი ნიკა მელია იქნა არჩეული.
20 იან.'17 17:32
კვირიკაშვილი: „გაზპრომთან“ სატრანზიტო შეთანხმებაში ‘საზეიმო არაფერი არ არის’
მისი თქმით, საქართველომ დაიცვა თავისი ინტერესები და „მიაღწია მაქსიმალურად იმ შედეგს, რისი მიღწევაც იყო შესაძლებელი“.
20 იან.'17 15:59
აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაში საქართველო ელჩის დონეზე მონაწილეობს
ელჩი დავით ბაქრაძე ცერემონიალის განრიგით გათვალისწინებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრება.
20 იან.'17 14:51
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი თბილისში შეხვედრებს მართავს
ჯანი ბუკიკიოს ვიზიტი საქართველოში დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმას უკავშირდება, იტყობინება ვენეციის კომისია.
20 იან.'17 12:06
კვირიკაშვილი დავოსში პოროშენკოს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე გამართა შეხვედრები თავის ხორვატ და სერბ კოლეგებთან.
19 იან.'17 22:49
ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოზე იმსჯელა
სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოს გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.
19 იან.'17 12:54
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს მიმართ „მზარდი ინტერესი“ გამოხატა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადრიდში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა ესპანეთის მეფეს.
18 იან.'17 18:05
უსუფაშვილი პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს
ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „სერიოზული წარმატების“ მიღწევას გეგმავს.
18 იან.'17 16:52
ცხინვალმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დანიშნა
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება.
18 იან.'17 14:44
პოლიტიკური რეიტინგები NDI–ის დაკვეთილ კვლევაში
ქართული ოცნება არჩევნების შემდგომ ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
48