Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:40 - 20 იან.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბბინაში შეხვედრებს გამართავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 თებ.'13 / 13:04

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ის ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება, იტყობინება საქართველოს თავდაცვის უწყება 19 თებერვალს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს გამართავს ნატოს გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან და მის მოადგილესთან, ასევე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ჯეიმს აპატურაისთან და ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდალთან, გენერალ ჯოზეფ დანფორდთან.

ამასთან, ირაკლი ალასანია ISAF-ში მონაწილე ნატოს არაწევრ ქვეყნებთან თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრასაც დაესწრება.

ნატოს შტაბბინაში გამგზავრებამდე ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველოში ვიზიტს გეგმავს ნატოს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო, რომლის ფარგლებშიც ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და  ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნობიან.

„თვეების განმავლობაში ნატო-ში ჩვენს პარტნიორებთან ვმუშაობდით, რომ ასეთი მაღალი, პოლიტიკური ვიზიტი განხორციელებულიყო საქართველოში წელს. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო მიდის ძალიან მწყობრად ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე. ეს დასტურია იმის, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ალიანსი, როდესაც ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო ეწვევა საქართველოს, ჩვენს თანამონაწილეობას, როგორც საერთაშორისო ოპერაციებში, ასევე, თავად ღირებულებას, რასაც ნატოსთვის საქართველო, როგორც სახელმწიფო, ასპირანტი ქვეყანა და მომავალი წევრი წარმოადგენს“, - განაცხადა ალასანიამ 18 თებერვალს და აღნიშნა, რომ ამ ვიზიტის თარიღი ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში საბოლოოდ დადგინდება.

ჩრდილო ატლანტიკური საბჭო, რომელიც ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებს აერთიანებს, უკვე მესამედ ეწვევა საქართველოს; უკანასკნელად საბჭო თბილისს 2011 წლის ნოემბერში სტუმრობდა, ხოლო პირველი ამგვარი ვიზიტი 2008 წლის სექტემბერში შედგა, რომლის დროსაც ნატო–საქართველოს კომისიას ჩაეყარა საფუძველი.

უახლესი ამბები
20 იან.'17 18:40
ნაციონალურმა მოძრაობამ ყრილობაზე განახლებული პოლიტსაბჭო დაამტკიცა
პარტიის თავმჯდომარის პოსტი მიხეილ სააკაშვილისთვის ვაკანტური დარჩა, პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელად კი დეპუტატი ნიკა მელია იქნა არჩეული.
20 იან.'17 17:32
კვირიკაშვილი: „გაზპრომთან“ სატრანზიტო შეთანხმებაში ‘საზეიმო არაფერი არ არის’
მისი თქმით, საქართველომ დაიცვა თავისი ინტერესები და „მიაღწია მაქსიმალურად იმ შედეგს, რისი მიღწევაც იყო შესაძლებელი“.
20 იან.'17 15:59
აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაში საქართველო ელჩის დონეზე მონაწილეობს
ელჩი დავით ბაქრაძე ცერემონიალის განრიგით გათვალისწინებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრება.
20 იან.'17 14:51
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი თბილისში შეხვედრებს მართავს
ჯანი ბუკიკიოს ვიზიტი საქართველოში დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმას უკავშირდება, იტყობინება ვენეციის კომისია.
20 იან.'17 12:06
კვირიკაშვილი დავოსში პოროშენკოს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე გამართა შეხვედრები თავის ხორვატ და სერბ კოლეგებთან.
19 იან.'17 22:49
ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოზე იმსჯელა
სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოს გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.
19 იან.'17 12:54
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს მიმართ „მზარდი ინტერესი“ გამოხატა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადრიდში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა ესპანეთის მეფეს.
18 იან.'17 18:05
უსუფაშვილი პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს
ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „სერიოზული წარმატების“ მიღწევას გეგმავს.
18 იან.'17 16:52
ცხინვალმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დანიშნა
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება.
18 იან.'17 14:44
პოლიტიკური რეიტინგები NDI–ის დაკვეთილ კვლევაში
ქართული ოცნება არჩევნების შემდგომ ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
64