Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 15:35 - 26 მაი.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
UNDP-ის ხელმძღვანელი საქართველოს სტუმრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 თებ.'13 / 11:52

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორი ჰელენ კლარკი კვირას სამდღიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა.
 
17-19 თებერვლის ვიზიტის დროს იგი პრეზიდენტ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება, რათა „დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაზე საქართველოს პროგრესი განიხილოს და ქვეყნის დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური მხარდაჭერის მიმართ UNDP-ის მხარდაჭერა გამოხატოს“, განაცხადა UNDP-მ.
 
კვირას ჰელენ კლარკი კაჭრეთს სტუმრობდა, სადაც მან პროფესიული კოლეჯი და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი მოინახულა. პროფესიული განათლება და გადამზადების პროგრამები იმ პროექტებს შორისაა, რომლებიც საქართველოში  UNDP-ის მხარდაჭერით ხორციელდება;  ხორციელდება ასევე სხვა პროექტებიც დაწყებული საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო რეფორმების და გარემოსდაცვითი საკითხების ხელშეწყობით და დამთავრებული ნდობის აღდგენის ღონისძიებებით კონფლიქტის მხარეებს შორის.   

უახლესი ამბები
26 მაი.'17 15:35
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი გამოვიდნენ.
25 მაი.'17 18:58
სასამართლომ თურქეთის მოქალაქეს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მმართველს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად.
25 მაი.'17 18:30
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს მართავს
აშშ-ის დელეგაცია სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ხელმძღვანელობით მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
25 მაი.'17 14:21
კვირიკაშვილი: ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის თბილისში გამართვა ‘უაღესად მნიშვნელოვანია’
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია თბილისში 26-29 მაისს გაიმართება.
25 მაი.'17 11:05
ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრები პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ.
24 მაი.'17 13:35
მოსკოვის მიერ სოხუმში დაგეგმილი ახალი სამართალდამცავი სტრუქტურის თაობაზე უთანხმოება გრძელდება
შინაგან საქმეთა სტრუქტურების საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრს აფხაზეთში დებატები მოყვა.
24 მაი.'17 13:05
კრემლმა ცხინვალში ახალი წარმომადგენელი დანიშნა
მარატ კულახმეტოვი ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურად მსახურობდა. 
24 მაი.'17 11:21
თურქეთის პრემიერ-მინისტრი თბილისში საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხვდა
საქართველოს და თურქეთის მინისტრებმა სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-2 სხდომა გამართეს.
24 მაი.'17 10:05
საქართველომ სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლა
საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
23 მაი.'17 18:40
პროკურატურამ აუდიტის სამსახურის შუალედური ანგარიშის საფუძველზე გამოძიება დაიწყო
შუალედური ანგარიში 2015-2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის საკითხს უკავშირდება.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
51