Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:09 - 20 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ფანჯიკიძე ამერიკელი დეპუტატების მიერ ჯონ კერისთვის გაგზავნილ წერილზე კომენტარს აკეთებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 თებ.'13 / 11:30

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ოთხი ამერიკელი დეპუტატის მიერ სახელმწიფო მდივნისთვის, ჯონ კერისთვის გაგზავნილი წერილი, რომელიც საქართველოში „წარმოშობილი კრიზისის“ საპასუხოდ „სრული დიპლომატიური რესურსის“ გამოყენებისკენ მოუწოდებს, სავარაუდოდ, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობამ გამოიწვია.
 
„მე ვფიქრობ, რომ კონგრესმენების განცხადება გამოწვეულია იმით, რომ მათ არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, ან ეს ინფორმაცია, რომელიც მათ მიეწოდებათ არ არის ზუსტი. ამიტომ, მე ძალიან დიდი სიამოვნებით მოვიწვევდი ამ კონგრესმენებს და ყველას, ვისაც აინტერსებს საქართველო, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა, ჩამობრძანდნენ საქართველოში და ადგილზე გაეცნონ ვითარებას“, - განუცხადა ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს 16 თებერვალს.
 
სახელმწიფო მდივნისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც 15 თებერვლით თარიღდება, წარმომადგენელთა პალატის ოთხი წევრი „სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს“ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რაც, მათი თქმით, საფრთხეს უქმნის დემოკრატიზაციის მიმართ ქვეყნის შემდგომ ერთგულებას, იტყობინება კონგრესის გაზეთი The Hill 15 თებერვალს.
 
„საქართველოში განვითარებული მოვლენები, მათ შორის გამოძიებები და ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების და საჯარო მოხელეების დაკავებები, ამერიკის შეერთებული შტატების დაუყონებლივ ყურადღებას მოითხოვს“, - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ რესპუბლიკელი კონგრესმენები მაიკლ ტერნერი; მარიო დიაზ-ბალარტი და ბილ შუსტერი, ასევე კონგრესის დემოკრატი წევრი ელისონ შვარცი; ეს ორი უკანასკნელი კონგრესში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ჯგუფის - Congressional Georgia Causus-ის თანათავმჯდომარეები არიან.
 
„მოგმართავთ თხოვნით, გადადგათ ნაბიჯები თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების დასადასტურებლად. მოგიწოდებთ, გამოიყენოთ სახელმწიფო დეპარტამენტის სრული დიპლომატიური რესურსი წარმოშობილი კრიზისის საპასუხოდ“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სახელზე გაგზავნილ წერილში.

უახლესი ამბები
20 აპრ.'18 19:09
ევროპის საბჭომ საქართველოში კონფლიქტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
ანგარიში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს.
20 აპრ.'18 16:04
პარლამენტმა პარტიების დაფინანსების წესში ცვლილებები მიიღო
ცვლილებების შედეგად, მრეწველთა პარტია 600 000 ლარის ოდენობის ყოველწლიურ საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს.
20 აპრ.'18 12:57
ევროკავშირი ‘ღრმა შეშფოთებას’ გამოხატავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გამო
ევროკავშირის დელეგაციამ ევროპის საბჭოში საქართველოს შესახებ გენერალური მდივნის ანგარიშის საპასუხოდ განცხადება გამოაქვეყნა.
19 აპრ.'18 18:12
საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა შიდაპარტიულ დავაზე გადაიდო
მმართველი პარტიის დეპუტატების შეხვედრას, სავარაუდოდ, 21 აპრილს გაიმართება. 
19 აპრ.'18 15:58
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის პირველ კვარტალში
2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.3%-ით გაიზარდა და 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.    
19 აპრ.'18 13:02
პრემიერ-მინისტრმა ახალი საპარლამენტო მდივანი დანიშნა
ნათია მიქელაძემ შალვა თადუმაძე შეცვალა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ახალ უფროსად დაინიშნა.
18 აპრ.'18 19:32
მმართველი პარტიის დეპუტატები შიდაპარტიული დაპირისპირების თაობაზე შეიკრიბებიან
ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა შეხვედრას ხვალ საღამოს გამართავს.
18 აპრ.'18 19:07
ოკუპირებული ცხინვალის მახლობლად დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
სოფელ ფლავისმანის მკვიდრი თამაზ ილურიძე, სავარაუდოდ, ცხინვალის რეგიონში განთავსებულმა რუსეთის ოფიცრებმა გუშინ დააკავეს.
18 აპრ.'18 16:09
პრეზიდენტის შეწყალების პრაქტიკის გარშემო პოლიტიკური დავა გრძელდება
პრეზიდენტი მარგველაშვილი მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს მის წინააღმდეგ შეთანხმებული კამპანიის აგორებაში ადანაშაულებს.
18 აპრ.'18 14:06
აქტივისტები საქართველოს მოქალაქის დაკავებას აპროტესტებენ
სოფელ ფლავისმანის მკვიდრი თამაზ ილურიძე, გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა ოფიცრებმა დააკავეს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
82