Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 15:56 - 25 მარ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკური ამნისტიის პროექტის ინიცირებისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 თებ.'13 / 17:19

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობას, რომ შეიმუშავოს პოლიტიკური ამნისტიის პროექტი, რათა ბევრი ადამიანი არ დაისაჯოს „სამართლიანობის აღდგენის“ მიმდინარე პროცესში, რომელიც, მისი თქმით, „ხელოვნურად არ შეჩერდება“.
 
„მათ ჰქონდათ საშუალება და აქვთ საშუალება დღესაც, იმუშაონ ამნისტიაზე, რამეთუ არ არის ჩვენი პოლიტიკური სურვილი რაც შეიძლება მეტი საქართველოს მოქალაქე დაისაჯოს. ამავდროულად ვაცხადებ, რომ არ მოხდება არც ჩემი მხრიდან და ვერცერთი სხვა, პარტიის წევრის თუ მთავრობის წევრის მხრიდან, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესს ხელი შეუშალოს ვინმემ, რომ ჩვენ ხელოვნურად, მე პირადად დავურეკო მთავარ პროკურორს ან ჩავერიო პროკურატურის საქმეებში და ამით მოვახერხო როგორმე შევაჩერო მსგავსი დაკითხვები ან მსგავსი გამოძახებები“, - განაცხადა მან მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა თხოვეს კომენტარი დედაქალაქის მერის გიგი უგულავას დაკითხვის ფაქტზე.

პოლიტიკური ამნისტიის განხორციელების იდეა პირველად ქართულმა ოცნებამ დეკემბერის ბოლოს გააჟღერა. მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საუბარი შეეხებოდა წინა მთავრობის წამომადგენლებისთვის მსუბუქი პოლიტიკური დანაშაულის პატიებას და შესაძლო ამნისტია არ გავრცელდებოდა ძალადობრივ დანაშაულებზე.

16 თებერვალს ჟურნალისტებთან კომენტარში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან პრეზიდენტ სააკაშვილს იანვარში საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე შეახსენა, რომ „აგრესული და ძალადობრივი რიტორიკის ნაცვლად, უკეთესი იქნებოდა, რომ მათ ეფიქრათ ამნისტიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ბევრი დაისჯება და ძალიან ბევრს მოუწევს პასუხისგება, ამის სანაცვლოდ სააკაშვილმა შემახსენა, რომ უგულავას და მერაბიშვილიც არიან გმირები და ისინი სიამოვნებით დაჯდებიან ციხეში“.

„როგორც ჩანს ასე აქვს დაგეგმილი სააკაშვილს“, - განაგრძო მან, „როგორც ჩანს, სააკაშვილს ლიდერობა არ დაუკარგავს გუნდში და ემორჩილებიან; და მისი იდეოლოგიაა რაც შეიძლება მეტი ნაციონალური მოძრაობის წევრი დაისაჯოს კანონიერად“, რათა დასავლეთში წარმოაჩინონ, რომ „ეს არის პოლიტიკური დევნა“.

„ის [მიხეილ სააკაშვილი] მარტო საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს. ეს მათი პრობლემაა“, - განაცხადა მან, „ჩვენ განუხრელად გავყვებით პოზიციას... რომ აუცილებლად საქართველოში უნდა აღდგეს სამართლიანობა“.

„ამავდროულად პოლიტიკურად კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ არ არის ჩემი სურვილი ის, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი დაისაჯოს. ამისთვის არსებობს ამნისტია“, - დასძინა ივანიშვილმა.

უახლესი ამბები
25 მარ.'17 15:56
შინაგან საქმეთა მინისტრი ბრიუსელთან მჭიდრო პარტიორობის პირობას დებს
მღებრიშვილმა პარტნიორები ბრიუსელში დაარწმუნა, რომ ქართველები უვიზო მიმოსვლისთვის მზად არიან.
25 მარ.'17 11:26
მოსკოვი თბილისს ჟენევის დისკუსიების წინააღმდეგ ‘საბოტაჟის’ მცდელობაში ადანაშაულებს
საქართველოს „პოლიტიკური სპექტაკლი“ კონფრონტაციულ ატმოსფეროს ქმნის 28-29 მარტის მოლაპარაკებების წინ, აცხადებს მოსკოვი.
24 მარ.'17 18:28
უკრაინა გმობს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არჩევნებს
უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტს და ტერიტორიულ მთლიანობას, განაცხადა ქვეყნის ელჩმა ეუთოში.  
24 მარ.'17 17:58
საქართველო უარყოფს სომხეთში სამხედრო შეიარაღების ტრანზიტს
საქართველოს ოფიციალურმა პირებმა სომხეთში სამხედრო შეიარაღების სავარაუდო ტრანზიტის შესახებ ორი დამოუკიდებელი ინფორმაცია უარყვეს.
24 მარ.'17 14:21
ეროვნული უშიშროების საბჭომ ნატოსა და აფხაზეთზე იმსჯელა
სხდომაზე შავი ზღვის უსაფრთხოება, ნატო-საქართველოს ურთიერთობები, თავდაცვის რეფორმა და უსაფრთხოების სტრატეგიის განახლება განიხილეს.
23 მარ.'17 17:59
ჯანელიძემ ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
გლობალური კოალიციის მინისტერიალს 22 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა უმასპინძლა.
23 მარ.'17 16:58
ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ალიანსის განცხადება რუსთავი 2 -ის დავაზე
ალიანსს „სჯერა“, რომ საქართველო განაგრძობს ქვეყანაში მედია პლურალიზმის და მედია თავისუფლების მხარდაჭერას.
23 მარ.'17 14:16
პარლამენტმა ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს უმრავლესობის დეპუტატები არ დაეთანხმდნენ და მას "პოლიტიკურად" მოტივირებული უწოდეს. 
22 მარ.'17 18:03
საქართველოს ლიდერებმა მარნეულის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს
მარგველაშვილი და კვირიკაშვილი მარნეულში ნოვრუზ ბაირამის საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.  
22 მარ.'17 15:21
ევროპის საბჭოს კონგრესი: აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არჩევნები ‘უკანონოა’
კონგრესის პრეზიდენტმა გუდრუნ მოსლერ-ტორსტრომ განცხადება 21 მარტს გამოაქვეყნა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
66