Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:40 - 20 იან.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნაძალადევში, ბაღდათსა და სამტრედიაში ახალ მაჟორიტარ დეპუტატებს 27 აპრილს აირჩევენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 თებ.'13 / 13:48

ნაძალადევის,  სამტრედიისა და ბაღდათის ერთმანდატიან ოლქებში ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის ახალ მაჟორიტარ დეპუტატებს 27 აპრილს აირჩევენ.

ცესკომ შუალედური არჩევნების თარიღი 15 თებერვალს მიღებული განკარგულებით განსაზღვრა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა დეკემბერში მიიღო საკანონმდებლო შესწორება, რომლის მიხედვითაც მაჟორიტარული არჩევნების ჩატარება ოქტომბერთან ერთად აპრილის თვეშიც გახდა შესაძლებელი.

ნაძალადევის, სამტრედიისა და ბაღდათის ოლქებში მაჟორიტარული არჩევნების ჩატარება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებში ამ ოლქებში გამარჯვებულ დეპუტატებს - იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, ენერგეტიკის მინისტრს კახი კალაძესა და მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს ვადამდე შეუწყდათ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლასთან დაკავშირებით.

ამჟამად საკანონმდებლო ორგანოში 147 დეპუტატია წარმოდგენილი და შუალედური არჩევნების შედეგად, რომელში მონაწილეობაც შეუძლიათ როგორც პარტიების მიერ ნომინირებულ, ისე დამოუკიდებელ კანდიდატებს, მათი რაოდენობა 150-მდე შეივსება.

 

უახლესი ამბები
20 იან.'17 18:40
ნაციონალურმა მოძრაობამ ყრილობაზე განახლებული პოლიტსაბჭო დაამტკიცა
პარტიის თავმჯდომარის პოსტი მიხეილ სააკაშვილისთვის ვაკანტური დარჩა, პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელად კი დეპუტატი ნიკა მელია იქნა არჩეული.
20 იან.'17 17:32
კვირიკაშვილი: „გაზპრომთან“ სატრანზიტო შეთანხმებაში ‘საზეიმო არაფერი არ არის’
მისი თქმით, საქართველომ დაიცვა თავისი ინტერესები და „მიაღწია მაქსიმალურად იმ შედეგს, რისი მიღწევაც იყო შესაძლებელი“.
20 იან.'17 15:59
აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაში საქართველო ელჩის დონეზე მონაწილეობს
ელჩი დავით ბაქრაძე ცერემონიალის განრიგით გათვალისწინებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრება.
20 იან.'17 14:51
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი თბილისში შეხვედრებს მართავს
ჯანი ბუკიკიოს ვიზიტი საქართველოში დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმას უკავშირდება, იტყობინება ვენეციის კომისია.
20 იან.'17 12:06
კვირიკაშვილი დავოსში პოროშენკოს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე გამართა შეხვედრები თავის ხორვატ და სერბ კოლეგებთან.
19 იან.'17 22:49
ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოზე იმსჯელა
სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოს გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.
19 იან.'17 12:54
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს მიმართ „მზარდი ინტერესი“ გამოხატა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადრიდში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა ესპანეთის მეფეს.
18 იან.'17 18:05
უსუფაშვილი პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს
ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „სერიოზული წარმატების“ მიღწევას გეგმავს.
18 იან.'17 16:52
ცხინვალმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დანიშნა
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება.
18 იან.'17 14:44
პოლიტიკური რეიტინგები NDI–ის დაკვეთილ კვლევაში
ქართული ოცნება არჩევნების შემდგომ ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14