Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:40 - 20 იან.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი: სააკაშვილს აქვს ‘კარგი ინიციატივა’ ახალი საკონსტიტუციო დებულებები ‘უახლოეს დროში’ ამოქმედდეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 თებ.'13 / 13:02

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს „კარგი ინიციატივა“, რომ ის საკონსტიტუციო დებულებები, რომელიც საპარლამენტო მოდელზე გადასვლას და პრემიერ-მინისტრის უფლებების ზრდის ხარჯზე პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებას ითვალისწინებს, ამოქმედდეს "უახლოეს დროში" და არა ოქტომბერში ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, როგორც ეს ამ ეტაპისთვის არის განსაზღვრული.

„პრეზიდენტის უფლებები, როგორიც ექნება ახალ არჩეულ პრეზიდენტს და თქვენ იცით, რომ ძალიან სუსტდება პრეზიდენტის უფლებები, ზუსტად იმ უფლებების გადმოტანაზეა საუბარი უახლოეს დროში“, - განაცხადა ივანიშვილმა 14 თებერვალს ანკარაში თავის თურქ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ, რაც „მეცხრე არხის“ ჟურნალისტმა შიდა პოლიტიკის თემაზე, კერძოდ, კი პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე დაუსვა მას შეკითხვა.

„ეს ინიციატივა პრეზიდენტმა აიღო, მოლაპარაკებები გრძელდება და თუ მე საჭირო გავხდები, რა თქმა უნდა, მეც ჩავერთვები [მოლაპარაკებებში]“, - დასძინა მან.

პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელიც კოალიცია ქართული ოცნებიდან მთავარი მომლაპარაკებელია და 11 თებერვალს პრეზიდენტ სააკაშვილთან  პირველი შეხვედრის შემდეგ  მოლაპარაკებების სულ ცოტა ორი რაუნდი  გამართა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერთან დავით ბაქრაძესთან, ასევე დაადასტურა 15 თებერვალს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებების თემაა 2010 წელს ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების ვადაზე ადრე ამოქმედების საკითხი.

„ამ ცვლილებების მიხედვით მნიშვნელოვნად მცირდება პრეზიდენტის უფლებამოსილება,  იზრდება პრემიერ–მინისტრის უფლებამოსილება და ბალანსდება პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობები. მიუხედავად იმისა, რომ იმ მოდელში არის გარკვეული სახის ხარვეზები, მისი ამოქმედება შესაძლოა ნაწილობრივ და არასრულად. ეს იქნებოდა ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარება, რომელიც დგას დღის წესრიგში“, - განუცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს.

ინიციატივა იმის შესახებ, რომ ახალი საკონსტიტუციო დებულებები ვადაზე ადრე ამოქმედებულიყო, ბიძინა ივანიშვილმა თავდაპირველად ნოემბერში წამოაყენა. თუმცა მოგვიანებით, ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ ეს გეგმა შეცვალა და სანაცვლოდ დეკემბერში შესთავაზა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პრეზიდენტს ყველა უფლებამოსილებას უნარჩუნებს გარდა იმ ერთისა, რომ მან ერთპიროვნულად, პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის გამოცვლა ვეღარ შეძლოს.
 
„ჩვენთვის საკმარისი იყო იმ ერთი თემის მოგვარება, რომ პრეზიდენტს აღარ შეეძლოს ერთპიროვნულად მთავრობის შექმნა, მაგრამ ამ საუბრებში ვინაიდან გაჩნდა მზაობა უფრო კომპლექსური, უფრო გლობალური პრობლემების მოგვარების, ჩვენ ვთქვით, რომ ეს საინტერესო იდეაა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ მაშინ როდესაც ქართულმა ოცნებამ ახალი საკონსტიტუციო დებულებების დადგენილ ვადაზე ადრე ამოქმედება შესთავაზა ნაციონალურ მოძრაობას, „იმ პერიოდისთვის ისინი არ იყვნენ მზად, თვლიდნენ, რომ  ამ უფლებამოსილების შემცირება პრეზიდენტისთვის არ იყო მათთვის მისაღები“. 

„შექმნილ რეალობაში ბევრი სხვადასხვა  ფაქტორის გათვალისწინებით დღეს მათ გამოთქვეს არა თუ მზადყოფნა, არამედ თავად გამოვიდნენ ამ ინიციატივით და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

„ბევრი ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ ადამიანები უფრო და უფრო რაციონალურად იქცევიან ხოლმე“, - დასძინა მან ოპონენტების მისამართით.

ნაციონალურ მოძრაობას მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალებზე, რომელთა კონფიდენციალურობასაც ორივე მხარე იცავდა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას გააკეთებდა, კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

უახლესი ამბები
20 იან.'17 18:40
ნაციონალურმა მოძრაობამ ყრილობაზე განახლებული პოლიტსაბჭო დაამტკიცა
პარტიის თავმჯდომარის პოსტი მიხეილ სააკაშვილისთვის ვაკანტური დარჩა, პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელად კი დეპუტატი ნიკა მელია იქნა არჩეული.
20 იან.'17 17:32
კვირიკაშვილი: „გაზპრომთან“ სატრანზიტო შეთანხმებაში ‘საზეიმო არაფერი არ არის’
მისი თქმით, საქართველომ დაიცვა თავისი ინტერესები და „მიაღწია მაქსიმალურად იმ შედეგს, რისი მიღწევაც იყო შესაძლებელი“.
20 იან.'17 15:59
აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაში საქართველო ელჩის დონეზე მონაწილეობს
ელჩი დავით ბაქრაძე ცერემონიალის განრიგით გათვალისწინებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრება.
20 იან.'17 14:51
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი თბილისში შეხვედრებს მართავს
ჯანი ბუკიკიოს ვიზიტი საქართველოში დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმას უკავშირდება, იტყობინება ვენეციის კომისია.
20 იან.'17 12:06
კვირიკაშვილი დავოსში პოროშენკოს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე გამართა შეხვედრები თავის ხორვატ და სერბ კოლეგებთან.
19 იან.'17 22:49
ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოზე იმსჯელა
სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოს გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.
19 იან.'17 12:54
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს მიმართ „მზარდი ინტერესი“ გამოხატა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადრიდში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა ესპანეთის მეფეს.
18 იან.'17 18:05
უსუფაშვილი პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს
ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „სერიოზული წარმატების“ მიღწევას გეგმავს.
18 იან.'17 16:52
ცხინვალმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დანიშნა
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება.
18 იან.'17 14:44
პოლიტიკური რეიტინგები NDI–ის დაკვეთილ კვლევაში
ქართული ოცნება არჩევნების შემდგომ ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
71