Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:40 - 20 იან.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
დეპუტატებს შორის პირდაპირ ეთერში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 თებ.'13 / 11:30

პირდაპირი სატელევიზიო დებატები ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების დეპუტატებს შორის ოთხშაბათს საღამოს ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.

ქართული ოცნების დეპუტატი კობა დავითაშვილი და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სერგო რატიანი ტელეკომპანია „მაესტროს“ თოქშოუში „არგუმენტები“ 8 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის წინ მომხდარ ინციდენტს განიხილავდნენ; დეპუტატი სერგო რატიანი ერთ–ერთი ის დეპუტატია ნაციონალური მოძრაობიდან, რომელსაც მომიტინგეები თავს დაესხნენ.

როდესაც რატიანმა განაცხადა, რომ დავითაშვილი და ზოგადად ქართული ოცნება ცდილობენ თავი აარიდონ პასუხისმგებლობას 8 თებერვალს მომხდარზე და სხვა საკითხებზე, მათ შორის  წინა ხელისუფლების წარსულ შეცდომებზე გადააქვთ ყურადღება, დავითაშვილმა უყვირა მას, რომ იგი თითქმის „მოკლა“ წინა ხელისუფლებამ და იგი ამის შესახებ ისაუბრებს. დავითაშვილი 2007 წლის ნოემბერში ცემეს, როდესაც პოლიციამ ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქცია დაარბია. როდესაც რატიანმა ჰკითხა, რა მნიშვნელობა აქვს მაშინდელ მოვლენებს დღევანდელ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში, დავითაშვილმა უპასუხა: „რა მნიშვნელობა აქვს რომ მკლავდი? სხვა დროს როცა შეიკრიბებით, მოვალ, დაგამტვრევთ ცხვირ–პირს ყველას ერთად და მერე წავალ და ჩავჯდები ციხეში“.

„ძალიან ცუდად იქცევით, არაადეკვატურად იქცევით, არგუმენტები არ გაქვთ და იწყებთ ყვირილს“, – უპასუხა რატიანმა.

როდესაც დავითაშვილმა უთხრა რატიანს, რომ „ნაძირალა, მკვლელი და არაკაცი ბრძანდებით“, რატიანმა წყლით სავსე ჭიქა აიღო და თავის წინ მაგიდაზე დაახეთქა. დავითაშვილი ადგა და მისკენ წავიდა; როდესაც ის რატიანს მიუახლოვდა, რატიანმა უთხრა მას "გადით ეხლა", რის შემდეგაც მათ შორის რამდენიმე წამიანი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, სანამ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ტელეკომპანიის თანამშრომლები შევარდებოდნენ სტუდიაში და გააშველებდნენ მათ; ამის შემდეგ პროგრამა დროებით შეწყდა.

უახლესი ამბები
20 იან.'17 18:40
ნაციონალურმა მოძრაობამ ყრილობაზე განახლებული პოლიტსაბჭო დაამტკიცა
პარტიის თავმჯდომარის პოსტი მიხეილ სააკაშვილისთვის ვაკანტური დარჩა, პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელად კი დეპუტატი ნიკა მელია იქნა არჩეული.
20 იან.'17 17:32
კვირიკაშვილი: „გაზპრომთან“ სატრანზიტო შეთანხმებაში ‘საზეიმო არაფერი არ არის’
მისი თქმით, საქართველომ დაიცვა თავისი ინტერესები და „მიაღწია მაქსიმალურად იმ შედეგს, რისი მიღწევაც იყო შესაძლებელი“.
20 იან.'17 15:59
აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაში საქართველო ელჩის დონეზე მონაწილეობს
ელჩი დავით ბაქრაძე ცერემონიალის განრიგით გათვალისწინებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრება.
20 იან.'17 14:51
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი თბილისში შეხვედრებს მართავს
ჯანი ბუკიკიოს ვიზიტი საქართველოში დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმას უკავშირდება, იტყობინება ვენეციის კომისია.
20 იან.'17 12:06
კვირიკაშვილი დავოსში პოროშენკოს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე გამართა შეხვედრები თავის ხორვატ და სერბ კოლეგებთან.
19 იან.'17 22:49
ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოზე იმსჯელა
სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოს გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.
19 იან.'17 12:54
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს მიმართ „მზარდი ინტერესი“ გამოხატა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადრიდში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა ესპანეთის მეფეს.
18 იან.'17 18:05
უსუფაშვილი პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს
ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „სერიოზული წარმატების“ მიღწევას გეგმავს.
18 იან.'17 16:52
ცხინვალმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დანიშნა
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება.
18 იან.'17 14:44
პოლიტიკური რეიტინგები NDI–ის დაკვეთილ კვლევაში
ქართული ოცნება არჩევნების შემდგომ ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
74