Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:12 - 19 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მერაბიშვილი, ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე იმყოფებოდნენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 თებ.'13 / 18:54

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი, ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიკითხნენ საქმეზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში დაწყებული უმუშევართა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში 5.24 მლნ ლარის საბიუჯეტო სახსრების, სავარაუდო, არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ.

პროკურატურამ განაცხადა, რომ იმ 21 837 „სოციალური აგენტიდან“, რომლებიც უმუშევართა მონაცემთა ბაზის შექმნის მიზნით წინა მთავრობამ შტატგერეშედ დაიქირავა, დაიკითხა 2000 ადამიანი, „რომელთა ჩვენებებით დადგინდა, რომ ზემოხსენებულ 21 837 მოქალაქეს „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის" ფარგლებში არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ და რომ მათ თანხა მიიღეს პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერად წარმოებული წინასაარჩევნო  აქტიურობისათვის“.

ვანო მერაბიშვილმა დაკითხვის შემდეგ გაკეთებულ მოკლე კომენტარში განაცხადა, რომ გამოძიება „ივანიშვილის დავალებით“ მიმდინარეობს.

„600 ათას ოჯახში იმყოფებოდნენ სოცაგენტები და შეავსეს ანკეტები და ამის მოწმეა მთელი საქართველო“, - განაცხადა მან, „ფაქტია, რომ ეს მთავრობა არ ფიქრობს დასაქმებაზე. იმედია, რომ ადრე თუ გვიან საქართველოში მოვა ისეთი მთავრობა, რომელიც იზრუნებს ჩვეულებრივ ხალხზე, იზრუნებს მათ დასაქმებაზე და საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს არ გადააყოლებს მთელ ქვეყანას“.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომელიც გამომძიებლებმა პირველი დაკითხეს, პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროკურატურის კითხვებს „ამომწურავად“ უპასუხა.

„თვითონ ამ პროგრამის ფარგლებში გამოძიების ჩატარება ჩემთვის ძალიან ბევრ პოლიტიკურ კითხვას აჩენს: რაში ჭირდება ახალ ხელისუფლებას კითხვის ნიშნები დასვას იქ, სადაც არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს“, - განაცხადა მან და ახალ მთავრობას უმუშევართა მონაცემთა ბაზის სრულყოფისკენ და მოქალაქეთა დასაქმებისკენ მოუწოდა, „შანტაჟისა“ და „პოლიტიკური ოპონენტების დევნის“ ნაცვლად.

დაკითხვების დროს ქუთაისის პროკურატურის შენობასთან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობდა.

 

უახლესი ამბები
19 აპრ.'18 18:12
საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა შიდაპარტიულ დავაზე გადაიდო
მმართველი პარტიის დეპუტატების შეხვედრას, სავარაუდოდ, 21 აპრილს გაიმართება. 
19 აპრ.'18 15:58
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის პირველ კვარტალში
2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.3%-ით გაიზარდა და 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.    
19 აპრ.'18 13:02
პრემიერ-მინისტრმა ახალი საპარლამენტო მდივანი დანიშნა
ნათია მიქელაძემ შალვა თადუმაძე შეცვალა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ახალ უფროსად დაინიშნა.
18 აპრ.'18 19:32
მმართველი პარტიის დეპუტატები შიდაპარტიული დაპირისპირების თაობაზე შეიკრიბებიან
ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა შეხვედრას ხვალ საღამოს გამართავს.
18 აპრ.'18 19:07
ოკუპირებული ცხინვალის მახლობლად დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
სოფელ ფლავისმანის მკვიდრი თამაზ ილურიძე, სავარაუდოდ, ცხინვალის რეგიონში განთავსებულმა რუსეთის ოფიცრებმა გუშინ დააკავეს.
18 აპრ.'18 16:09
პრეზიდენტის შეწყალების პრაქტიკის გარშემო პოლიტიკური დავა გრძელდება
პრეზიდენტი მარგველაშვილი მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს მის წინააღმდეგ შეთანხმებული კამპანიის აგორებაში ადანაშაულებს.
18 აპრ.'18 14:06
აქტივისტები საქართველოს მოქალაქის დაკავებას აპროტესტებენ
სოფელ ფლავისმანის მკვიდრი თამაზ ილურიძე, გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა ოფიცრებმა დააკავეს.
18 აპრ.'18 12:04
მარგველაშვილი შეწყალების პრაქტიკის შესახებ კრიტიკას პასუხობს
პრეზიდენტი დროებით წყვეტს ძალადობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პატიმრების შეწყალებას.
17 აპრ.'18 16:12
ადვოკატის თქმით, ტატუნაშვილის ცხედარს შინაგანი ორგანოები აკლდა
პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის მამას და ადვოკატს გამოძიების მსვლელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
16 აპრ.'18 18:46
შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის ცხრა კანდიდატი დარეგისტრირდა
არჩევნები ვანის და ხონის მაჟორიტარული ოლქის 60 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, სადაც 48 054 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
95