Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:58 - 19 ოქტ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს შეხვდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 თებ.'13 / 16:28

პარლამენტის თავმჯდომარე და კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს ორშაბათს საღამოს შეხვდება.

„ბოლო დღეებში მოვლენები საინტერესოდ განვითარდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პრეზიდენტის ბოლო საჯარო გამოსვლებში შეინიშნება გარკვეული პოზიტიური მომენტები, მე ვიტყოდი, გარკვეული ინიციატივებიც კი მისი მხრიდან. ამიტომ ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით კონსტრუქციული ურთიერთობისთვის და დაუყოვნებლივ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომ ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ დიალოგი ყველა მნიშვნელოვან საკითხზე“, - განუცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს 11 თებერვალს. 

მისი ინფორმაციით, პრეზიდენტთან მის შეხვედრას ასევე დაესწრება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი ნაციონალური მოძრაობიდან, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.

„ამ შეხვედრაზე განვიხილავთ, ერთი მხრივ, ყველა საკითხს, რაც აინტერესებს პრეზიდენტს, მის გუნდს; ამასობაში ჩვენ ველით, რა თქმა უნდა, პროგრესს ცენტრალურ საკითხზე - იმ კონსტიტუციური ცვლილებების თაობაზე, რომელზე შეთანხმებამაც უნდა გახსნას გზა ყველა სხვა მიმართულებით“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მას მხედველობაში ჰქონდა ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული ის ცვლილებები, რომელიც პრეზიდენტს, მთავრობის დათხოვნის შემთხვევაში, თუ მის მიერ შეთავაზებულ მინისტრთა კაბინეტს პარლამენტი სამჯერ არ დაამტკიცებს, უზღუდავს უფლებას დეპუტატების თანხმობის გარეშე, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დანიშნოს მთავრობის ახალი შემადგენლობა.

„პრეზიდენტმა ამის თაობაზე განაცხადა, რომ ის პრინციპში მზად არის. ამიტომ ეს მზადყოფნა  კონკრეტულად რაში და როგორ გამოიხატება, ამას დღეს გავარკვევთ“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

8 თებერვალს მოსახლეობისადმი მიმართვაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის არ ეწინააღმდეგება ახალი მთავრობის დანიშვნაზე მისი კომპეტენციის შეზღუდვას; თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ ის კატეგორიული წინააღმდეგია ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებული მეორე საკონსტიტუციო პროექტის მიღების, რომელიც პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებას ეხება.

ამ საკითხის კომენტირების დროს, დავით უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი პროექტია, რომელთა „ერთმანეთზე ორგანულად გადაბმა“ არ უნდა მოხდეს. მან ასევე განაცხადა, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობის თემა არ არის "იმ დონის საჩქარო" საკითხი, როგორც ცვლილებები პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე.

„ერთ საკითხზე შეთანხმების ვერ მიღწევა არ ნიშნავს ავტომატურად მეორეზე შეთანხმების არ მიღწევას ან პირიქით“, - განაცხადა უსუფაშვილმა, „ასე რომ, ჩვენ ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობისგან, პრეზიდენტისგან, პირველ რიგში, მთავარ პოლიტიკურ საკითხზე გვინდა შეთანხმება - ესაა პრეზიდენტის უფლებამოსილების თემა. დანარჩენი თემები მიმდინარე პროცესში გადაწყდება“. 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
19 ოქტ.'17 19:58
საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა
ახალი კონსტიტუცია მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.
19 ოქტ.'17 18:29
არასამთავრობოები სახალხო დამცველის შესარჩევ პროცესში ჩართვას ითხოვენ
ახალ ომბუდსმენს პარლამენტი, სავარაუდოდ, ნოემბერში აირჩევს.
19 ოქტ.'17 16:09
საქართველომ ბუკის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა ნიდერლანდებს გადასცა
ნიდერლანდების თხოვნა MH17 რეისის სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის თაობაზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდებოდა.
19 ოქტ.'17 14:06
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ–სექტემბერში
2017 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოს საგარეო ვაჭრობამ 7.56 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
18 ოქტ.'17 14:18
საპარლამენტო კომიტეტებმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის განხილვა დაასრულეს
მთავრობა ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს პარლამენტს არაუგვიანეს 5 ნოემბრისა წარუდგენს.
18 ოქტ.'17 13:09
სოხუმი ეთნიკური ქართველებისთვის ახალ შეზღუდვებს ამზადებს
ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება გალის რაიონის 4 000 ეთნიკური ქართველისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას გეგმავს.      
17 ოქტ.'17 19:05
ქალები ხელისუფლებაში: საქართველო ევროპის საბჭოს ანგარიშში
ანგარიში ევროპის საბჭოს 46 წევრ ქვეყანაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხს მიმოიხილავს.
17 ოქტ.'17 18:27
თბილისში აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულთა ნეშტები დაკრძალეს
აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპული 25 პირის ნეშტი ცოტა ხნის წინ მათ ოჯახებს გადასცეს.
17 ოქტ.'17 13:13
ლავროვი: მოსკოვი პატივს სცემს სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს
ლავროვი ახალგაზრდობის და სტუდენტთა მე-19 მსოფლიო ფესტივალის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა.
17 ოქტ.'17 12:08
თხილის მოსავლის განადგურების გამო კომპენსაციის მოთხოვნით ზუგდიდში აქცია გაიმართა
ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებისგან აზიური ფაროსანასგან მიყენებული ზარალის კომპენსაციას ითხოვს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
68