Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:40 - 20 იან.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ინტერფრაქციული შეთანხმების პროექტი საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 თებ.'13 / 14:13

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საპარლამენტო ფრაქციებს შორის 14-პუნქტიანი შეთანხმების პროექტი მოამზადა, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსს ეხება. 

პროექტი პრიორიტეტებს შორის სახავს ევროპულ და ევროალანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას; ქვეყნის მოვალეობად მიიჩნევს საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში წვლილის შეტანას; აშშ-ს მთავარ მოკავშირედ მოიხსენიებს; საქართველოს ინტერესად ასახელებს, რომ მისი ფაქტორი აღარ ფიგურირებდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში; და მისი პოლიტიკური მიმზიდველობა განაპირობოს მისმა მშვიდობისმყოფელმა ხასიათმა; კავკასიის ხალხებთან ურთიერთობა არ უნდა იქნას გამოყენებული რუსეთთან დაპირისპირების გასაღრმავებლად; საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით რუსეთთან დიალოგის დაწყების მიზანი უნდა იყოს ქვეყნის დეოკუპაცია და სუვერენიტეტის დაცვა; საქართველომ დაბალანსებული რეგიონალური პოლიტიკა უნდა გაატაროს.

ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული ეს პროექტი განსახილველად ფრაქციებს 18 იანვარს გაეგზავნათ.

ამის შემდეგ, 30 იანვარს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით  და პარლამენტში განსახილველად შეიტანეს დეკლარაციული ტიპის კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ინტერესია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება; დეოკუპაციის, არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკა;  საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთი სამხედრო ყოფნის მიუღებლობა; და პოსტ-საბჭოთა ორგანიზაციებში, მათ შორის დსთ-ში წევრობის დაუშვებლობა.

31 იანვარს პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ მოითხოვა საქართველოს პროდასავლური კურსის კონსტიტუციურ დონეზე გამყარება.

ორივე ეს თემა -  როგორც კონსტიტუციის პრეამბულაში საქართველოს ისტორიული ევროპული არჩევანის ასახვის, ისე ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თაობაზე ინტერფრაქციული შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა - დგას პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ შეთავაზებულ იმ დღის წესრიგში, რომელზეც მოსალოდნელია მოლაპარაკებების დაწყება პრეზიდენტ სააკაშვილსა და ქართული ოცნების ლიდერებს შორის.

ქვემოთ მოცემულია საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ  საქართველოს პარლამენტის ფრაქციათა შეთანხმების პროექტის სრული სამუშაო ვერსია: 

"საქართველოს პარლამენტის ფრაქციათა შეთანხმება საქართველოს საგარეოპოლიტიკის შესახებ

საქართველოს საპარლამენტო ფრაქციები

ხელმძღვანელობენ რა საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით;

ადასტურებენ რა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანის პრიორიტეტულობას;

გამოხატავენ რა მისწრაფებას ხელი შეუწყონ საერთაშორისო ურთიერთობათა  ასპარეზზე საქართველოს, როგორც საიმედო, პროგნოზირებადი საგარეო პოლიტიკის მქონე პარტნიორის რეპუტაციის დამკვიდრებას;

მიიჩნევენ რა, რომ საგარეო ურთიერთობათა სფეროში ეფექტური პოლიტიკის გატარებისათვის აუცილებელია მჭიდრო თანამშრომლობის და მრავამხრივი კონსულტაციების საფუძველზე ჩამოყალიბებული სახელმწიფო სტრატეგია;

საქართველოს პარლამენტის ფრაქციებითანხმდებიან ერთიან მიდგომებზე გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ:

1. საქართველოს საგარეო ურთიერთობების კურსი უნდა ემყარებოდეს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო ვალდებულებებს შორის ბალანსის პრინციპს;

2. სახელმწოფო მართვის სისტემისმთავარი ამოცანაა ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

3. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციაში გაერთიანება. ამ სტრატეგიული მიმართულების წარმატებით რეალიზაციის ძირითადი წინაპირობაა  დემოკრატიული ღირებულებების და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უპირობო დამკვიდრება;

4. საქართველო სრულად იზიარებს მოვალეობებს იმ გამოწვევათა წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთა წინაშეც დგას მსოფლიო. ამ მიმართებით საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობა, კერძოდ, სამხედრო ოპერაციებში წვლილის შეტანა, უნდა განიხილებოდეს როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი;    

5. დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება ხელს შეუწყობს როგორც საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდას, ისე შიდაპოლიტიკური დაძაბულობის განეიტრალებასა და კონფლიქტების სრულმასშტაბიანი მოგვარების პროცესის წარმატებას;

6. უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა იმ პირობის შესრულება, რომლებიც საქართველოს საშუალებას მისცემს წარმატებით დაასრულოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირებასთან დაკავშირებით, განავითაროს თანამშრომლობა „ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ოთხი ძირითადი მიმართულებით: დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება, გარემოს დაცვა და ენერგოუსაფრთხოება, ადამიანთა შორის ურთიერთობები; 

7. საქართველოს პოლიტიკა არ უნდა იყოს მიმართული მსოფლიო და რეგიონალური მასშტაბით მიმდინარე დაპირისპირებების პროცესში სტრატეგიული მოთამაშის როლის შესრულებისაკენ. საქართველო პოლიტიკურად მიმზიდველი უნდა იყოს თავისი მშვიდობისმყოფელი ხასიათით;

8. ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ  მოკავშირესთან, ურთიერთობას საქართველო წარმართავს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული პირობების თანახმად;

9. საქართველოს ინტერესებშია, რომ მისი ფაქტორი აღარ ფიგურირებდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში. საქართველო მზად უნდა იყოს, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებითდაიწყოს დიალოგი რუსეთთან, რომლის მიზანიც იქნება  არსებული კრიზისის ეტაპობრივი დაძლევის სტრატეგიის შემუშავება, ქვეყნის დეოკუპაცია და სუვერენიტეტის დაცვა;

10. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის განვითარება დაეფუძნება კეთილმეზობლობისა და მჭიდრო კულტურული თანამშრომლობის ისტორიულ გამოცდილებას და ტრადიციებს, რომლებიც  არ უნდა იქნეს გამოყენებული რუსეთთან დაპირისპირების გასაღრმავებლად; 

11. დაბალანსებული რეგიონალური პოლიტიკით საქართველომ უნდა შეიძინოს კავკასიური ინტერესების გამაერთიანებლის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და პოლიტიკური მოლაპარაკებების ხელშემწყობის ფუნქცია. მნიშვნელოვანია ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება მეზობელ აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სომხეთთან. ამ ქვეყნებისათვის საქართველო უნდა იქცეს პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ურთიერთობების, ბიზნესშესაძლებლობების რეალიზაციის პლატფორმად;

12. ტრანსნაციონალურიპროექტებისათვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა იქცეს ეკონომიკურიურთიერთობების გაფართოება კასპიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან;  

13. საქართველომ მნიშვნელოვნად უნდა გაააქტიუროს მრავალმხრივი დიპლომატიური ურთიერთობებიგაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის  ორგანიზაციის, ევროპის სხვა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, სუამის ფორმატებში;

14. საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების  გადასაჭრელად საქართველო სრულად გამოიყენებს პროფესიონალ დიპლომატთა  ყველა თაობის საუკეთესო წარმომადგენლებს. ამასთან,  მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ქვეყნის აკადემიური და საექსპერტო რესურსები, შეიქმნება კვალიფიციური დიპლომატიური კორპუსის მომზადების სისტემა." 


 

უახლესი ამბები
20 იან.'17 18:40
ნაციონალურმა მოძრაობამ ყრილობაზე განახლებული პოლიტსაბჭო დაამტკიცა
პარტიის თავმჯდომარის პოსტი მიხეილ სააკაშვილისთვის ვაკანტური დარჩა, პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელად კი დეპუტატი ნიკა მელია იქნა არჩეული.
20 იან.'17 17:32
კვირიკაშვილი: „გაზპრომთან“ სატრანზიტო შეთანხმებაში ‘საზეიმო არაფერი არ არის’
მისი თქმით, საქართველომ დაიცვა თავისი ინტერესები და „მიაღწია მაქსიმალურად იმ შედეგს, რისი მიღწევაც იყო შესაძლებელი“.
20 იან.'17 15:59
აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაში საქართველო ელჩის დონეზე მონაწილეობს
ელჩი დავით ბაქრაძე ცერემონიალის განრიგით გათვალისწინებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრება.
20 იან.'17 14:51
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი თბილისში შეხვედრებს მართავს
ჯანი ბუკიკიოს ვიზიტი საქართველოში დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმას უკავშირდება, იტყობინება ვენეციის კომისია.
20 იან.'17 12:06
კვირიკაშვილი დავოსში პოროშენკოს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე გამართა შეხვედრები თავის ხორვატ და სერბ კოლეგებთან.
19 იან.'17 22:49
ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოზე იმსჯელა
სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოს გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.
19 იან.'17 12:54
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს მიმართ „მზარდი ინტერესი“ გამოხატა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადრიდში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა ესპანეთის მეფეს.
18 იან.'17 18:05
უსუფაშვილი პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს
ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „სერიოზული წარმატების“ მიღწევას გეგმავს.
18 იან.'17 16:52
ცხინვალმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დანიშნა
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება.
18 იან.'17 14:44
პოლიტიკური რეიტინგები NDI–ის დაკვეთილ კვლევაში
ქართული ოცნება არჩევნების შემდგომ ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
47