Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:26 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ივანიშვილს შეხვედრას სთავაზობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 თებ.'13 / 14:11

პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის 9 თებერვლის განცხადების საპასუხოდ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრემიერსა და მის გუნდს შეხვედრა შესთავაზა, რათა განიხილონ საკონსტიტუციო ცვლილებები და სხვა საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია ”მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფის გზაზე.”

”შეგვიძლია უკვე ორშაბათს დავსხდეთ და ერთად განვიხილოთ მთელი რიგი საკანონმდებლო საკითხები, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებები და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც მოითხოვს კონსენსუსს სხვადასხვა ინსტიტუტების მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფის გზაზე. ეს კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისთვის", - ნათქვამია პრეზიდენტის წერილობით განცხადებაში.

ქვემოთ მოცემულია პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადების სრული ტექსტი:

"მივესალმები იმ ფაქტს, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა შეცვალა თავისი ჩვეული მოწოდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განადგურების თაობაზე და ჩემს გუნდსა და საპარლამენტო ოპოზიციას დიალოგი შესთავაზა.

ის, რაც 8 თებერვალს მოხდა, ჩვენს ქვეყანაში არასდროს აღარ უნდა განმეორდეს. პოლიტიკური ძალადობა უნდა შეწყდეს, ისევე როგორც თავდასხმები ოპოზიციაზე, ზეწოლა პარლამენტის წევრებზე, შეჭრა ადგილობრივ თვითმმართველობებში ან შერჩევითი დევნა. ჩვენ გვჭირდება კოჰაბიტაციის რეალური პროცესის დაწყება, როგორც ამას ითვალისწინებს ჩვენი კონსტიტუცია და როგორც ეს სურს ჩვენს ხალხს.  

ჩემი გამოსვლის კვალდაკვალ და იმისთვის, რომ არ გაგრძელდეს მხოლოდ მონოლოგები და დეკლარაციები ტელეეკრანებიდან და გადავიდეთ კონკრეტულად საქმის განხილვაზე, ვიწვევ პრემიერ-მინისტრსა და მის გუნდს დიალოგის გასამართად ჩემთან და ჩემი გუნდის წარმომადგენლებთან. შეგვიძლია უკვე ორშაბათს დავსხდეთ და ერთად განვიხილოთ მთელი რიგი საკანონმდებლო საკითხები, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებები და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც მოითხოვს კონსესუსს სხვადასხვა ინსტიტუტების მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფის გზაზე. ეს კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისთვის.   

ეს მოლაპარაკება მაშინვე დაიწყება, როგორც კი პრემიერ-მინისტრი მიიღებს ჩემს შეთავაზებას. ცხადია, პარალელურად, ასევე თანახმა ვარ მივიდე პარლამენტში და იქიდან მივმართო საზოგადოებას სიტყვით, რაც თავიდანვე არ უნდა გაეუქმებინათ.

ჩვენი, როგორც არჩეული ლიდერების, ისტორიული პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ძალადობის პრევენციისთვის, რათა 90-იანების სამოქალაქო დაპირისპირება აღარასდროს განმეორდეს ამ ქვეყანაში.  

ვიმედოვნებ, რომ 8 თებერვლის სამარცხვინო მოვლენა გაკვეთილი იქნება და ბოლოს მოუღებს ძალადობისა და სიძულვილის მთელ სერიას, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი ჩვენს ქვეყანაში."

უახლესი ამბები
18 დეკ.'17 18:26
საქართველომ და ბელარუსმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური მინსკს სტუმრობს.
18 დეკ.'17 17:54
სირიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი ჰამას პროვინციაში ასადის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. 
18 დეკ.'17 16:13
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ მედიის ინფორმაციას, რომ ეს ცვლილება შიდა უთანხმოებას უკავშირდება.
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
86