Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 09:32 - 22 ივლ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მთავრობას სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონო შესვლის დეკრიმინალიზაცია სურს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 თებ.'13 / 18:35

მთავრობა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის ინიცირებას გეგმავს, რომლის თანახმადაც სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იმ ტერიტორიებიდან შესვლა, რომლებიც თბილისის მიერ არ კონტროლდება, დასჯადი აღარ იქნება, განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა 7 თებერვალს.

კანონის თანახმად, სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უცხოელი მოქალაქეების რუსეთის მხრიდან შესვლა უკანონოდ ითვლება; კანონის მიხედვით, აფხაზეთში კანონიერად შესვლა ზუგდიდიდან, ხოლო ცხინვალის რეგიონში გორიდანაა შესაძლებელი. კანონი ამ წესიდან მთელ რიგ გამონაკლისებს აწესებს. კანონის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 2–დან 4 წლამდე. ხოლო კანონის დარღვევა ხელმეორედ ან ჯგუფურად ისჯება პატიმრობით სამიდან ხუთ წლამდე.

ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო შესვლის დეკრიმინალიზაციის ინიციატივა იმას ნიშნავს, რომ ის ადმინისტრაციულად დასჯადი გახდება და პატიმრობის ნაცვლად, ფინანსურ ჯარიმას დაექვემდებარება.

მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობას არანაირი განზრახვა არ აქვს, რომ გააუქმოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც წინა ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოს ომიდან მალევე მიიღო.

„ხშირად ჩვენი ოპონენტები და არაკეთილისმსურველები გვაბრალებენ, რომ ჩვენ გვინდა გავაუქმოთ კანონი; არაფერი ასეთი არ არის; მხოლოდ ვამბობდით, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაუქმდება; და კანონი და მისი სახელწოდება დარჩება“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ევროკომისიის მიერ შარშან მაისში გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიში, რომელიც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებას ეხება, მოუწოდებს საქართველოს გადახედოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ; მასში ნათქვამია, რომ ამ კანონის შემდგომი გამოყენება სეპარატისტულ რეგიონებთან „ჩართულობის სტრატეგიის ეფექტურობას“ პრობლემას უქმნის.

2012 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც საქართველომ ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, მოსკოვმა განაცხადა, რომ ის მზად იყო საპასუხო ქმედებისთვის, თუმცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გადახედვისკენ მოუწოდა. რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა მაშინ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის გამო რუსეთის მოქალაქეების „მნიშვნელოვანი ნაწილი“ საქართველოში ჩასვლისას სისხლის სამართლებრივ დევნას განიცდის.

უახლესი ამბები
22 ივლ.'17 09:32
NDI-ს წინასაარჩევნო შეფასება: ორი პარალელული და განსხვავებული საქართველო
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაციამ ადგილობრივი არჩევნების წინ წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.
21 ივლ.'17 18:21
პრეზიდენტი ტრამპი ვიქტორია ნულანდის შემცვლელს დაასახელებს
ვეს მიტჩელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გახდება.
21 ივლ.'17 15:11
მარგველაშვილმა თვითმმართველობის კოდექსსა და საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო
პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტებს პარლამენტი ივლისის ბოლომდე განიხილავს.
21 ივლ.'17 13:14
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ადამიანის უფლებათა ანგარიშში
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებების შესახებ 2016 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
20 ივლ.'17 19:32
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს
გამოძიების დასრულებამდე, სასაზღვრო პოლიციის და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს.
20 ივლ.'17 19:08
საქართველო ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
დოკუმენტი საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხების სტატუსს აფასებს.
20 ივლ.'17 17:33
უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის პირობას დებენ
პეტრო პოროშენკომ საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.
19 ივლ.'17 17:47
ყოველწლიურ ამბასადორიალზე საქართველოს ლიდერები საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრობენ
თბილისი საქართველოს ელჩების ყოველწლიურ შეკრებას 18-21 ივლისს მასპინძლობს.
18 ივლ.'17 19:11
სემეკმა ბუნებრივი აირის მოხმარებაზე ახალი ტარიფები დაადგინა
ბუნებრივი აირის ტარიფი თბილისის და რეგიონების მომხმარებლებისათვის გაიზარდა
18 ივლ.'17 18:03
ვინ არიან თბილისის მერობის კანდიდატები და როგორია მათი საარჩევნო დაპირებები
საქართველოს დედაქალაქი, სადაც ამომრჩეველთა მესამედი ცხოვრობს, 2017 წლის ოქტომბერში ახალ მერს და საკრებულოს აირჩევს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
75