Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 17:29 - 28 მარ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცხრა ელჩის კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 თებ.'13 / 15:34

ცხრა ელჩის კანდიდატურა წარედგინა პარლამენტს დასამტკიცებლად, რომელთა შორის არიან მომავალი ელჩები ვაშინგტონში, პარიზში, ბრიუსელში და რომში.

ახალი ელჩების კანდიდატურები პრეზიდენტმა სააკაშვილმა წარადგინა, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს, თუმცა რეალურად კანდიდატები ახალმა მთავრობამ შეარჩია.

ექსპერტი საგარეო პოლიტიკის საკითხებში არჩილ გეგეშიძე საქართველოს ელჩად დასახელდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ამ პოსტზე თემურ იაკობაშვილს შეცვლის.

გეგეშიძე უფროსი მკვლევარია საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში. გეგეშიძეს, რომელიც 90–იან წლებში პრეზიდენტ შევარდნაძის მთავარი მრჩეველი იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი აქვს. თუმცა, მას არასდროს უმუშავია დიპლომატიურ პოსტზე. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში მისვლამდე, იგი ფულბრაიტის სახ. სტიპენდიანტი იყო და  სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდა სტენფორდის უნივერსიტეტში (აშშ). 

საფრანგეთში ელჩის პოსტზე ეკატერინე სირაძე–დელონეა წარდგენილი. სირაძე, რომელსაც მანამდე დიპლომატიურ სამსახურში არ უმუშავია, 2007–2011 წლებში სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი იყო.  

ნატალია საბანაძე საქართველოს ელჩად დასახელდა ბელგიასა და ევროკავშირში. საბანაძე 2005 წლიდან ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი იყო.

ზაზა კანდელაკი, რომელიც 2003–2004 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილო იყო, ხოლო 2004–2005 წლებში საქართველოს ელჩად მსახურობდა პოლონეთში, უნგრეთში ელჩად დასახელდა, რომელიც ზვიად ჭუმბურიძეს შეცვლის.

თეიმურაზ ჯანჯალია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელია, ლატვიაში ელჩად დასახელდა; 2006 წელს იგი ლატვიაში საქართველოს საელჩოში საქმეთა რწმუნებული იყო.

კონსტანტინე ზალდასტანიშვილი, რომელიც 2000–2005 წლებში საქართველოს ელჩი იყო ბრიუსელში, ავსტრიაში ელჩად და ეუთოში და ვენაში განთავსებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივ წარმომადგენლად იქნა წარდგენილი. 2005 წლიდან ზალდასტანიშვილი ბრიუსელში მდებარე ევროკავშირი–საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი იყო.

ზაალ გოგსაძე, რომელიც 2004–2008 წლებში საქართველოს ელჩი იყო იტალიაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად არის წარდგენილი; ოქტომბრის არჩევნების დროს გოგსაძე, რომელიც პარტია ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების წევრია, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო თერჯოლაში, თუმცა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატთან წააგო.

კახა სიხარულიძე, რომელიც 2002–2005 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო 2006–2007 წლებში ელჩი ჩეხეთში, იტალიაში ელჩად დასახელდა. სიხარულიძე 2012 წლის ივლისიდან  „მეცრე არხზე“ საერთაშორისო სიახლეებს კურირებდა. 

მიხეილ უკლება, რომელიც 90–იან წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე იყო, ხოლო 1998–2001 წლებში პრივატიზაციის მინისტრი, უკრაინაში ელჩად დასახელდა. 2005–2008 წლებში უკლება ელჩი იყო ჩინეთში, ხოლო 2008–2012 წლებში ელჩი ბულგარეთში.

უახლესი ამბები
28 მარ.'17 17:29
ევროკავშირის და საქართველოს ოფიციალური პირები უვიზო მიმოსვლას Twitter-ზე ეხმიანებიან
საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში მოგზაურობისთვის ვიზები აღარ სჭირდებათ.
28 მარ.'17 16:41
უვიზო მიმოსვლა საქართველოს ევროპულ ამბიციებს აძლიერებს
„ჩვენი ამბიციაა, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
28 მარ.'17 14:32
შინაგან საქმეთა მინისტრი უვიზო რეჟიმის დარღვევის პრევენციულ ზომებზე საუბრობს
ქართველი მესაზღვრეები „დეტალურად“ გაესაუბრებიან იმ მოქალაქეებს, რომლებიც შენგენის ქვეყნებში მიემგზავრებიან.
28 მარ.'17 12:40
საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას ზეიმობს
საქართველოს ოფიციალური პირები ათენსა და ბრიუსელში გაემგზავრნენ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების აღსანიშნავად.
27 მარ.'17 17:02
სეპარატისტულ აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა
საპარლამენტო მანდატების 86 პროცენტი დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მოიპოვეს.
27 მარ.'17 12:42
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ‘დაუყონებლივ შესვლის’ უფლებას ითხოვს
რეზოლუცია 18 ხმით მიიღეს 5-ის წინააღმდეგ, 24-მა კი თავი შეიკავა.
26 მარ.'17 12:30
რუსთავი 2-ის მფლობელები საკონტროლო პაკეტს თანამშრომლებს გადასცემენ
ამ მოულოდნელი გარიგების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
25 მარ.'17 15:56
შინაგან საქმეთა მინისტრი ბრიუსელთან მჭიდრო პარტნიორობის პირობას დებს
მღებრიშვილმა პარტნიორები ბრიუსელში დაარწმუნა, რომ ქართველები უვიზო მიმოსვლისთვის მზად არიან.
25 მარ.'17 11:26
მოსკოვი თბილისს ჟენევის დისკუსიების წინააღმდეგ ‘საბოტაჟის’ მცდელობაში ადანაშაულებს
საქართველოს „პოლიტიკური სპექტაკლი“ კონფრონტაციულ ატმოსფეროს ქმნის 28-29 მარტის მოლაპარაკებების წინ, აცხადებს მოსკოვი.
24 მარ.'17 18:28
უკრაინა გმობს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არჩევნებს
უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტს და ტერიტორიულ მთლიანობას, განაცხადა ქვეყნის ელჩმა ეუთოში.  

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24