Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:40 - 20 იან.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მოსკოვში გამართულმა მოლაპარაკებებმა თბილისს ქართული პროდუქციის რუსეთში დაბრუნების იმედი გაუჩინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 თებ.'13 / 19:50

რუსეთი მალე მოხსნის ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტზე აკრძალვას, განაცხადეს საქართველოს და რუსეთის ოფიციალურმა პირებმა მოსკოვში დღეს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

ქართული დელეგაცია, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა, 4 თებერვალს რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს,  „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელს გენადი ონიშჩენკოს შეხვდა.

მოლაპარაკებების შემდეგ დავითაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთმა ქართული პროდუქციის იმპორტი შესაძლოა გაზაფხულის ბოლომდე აღადგინოს.

„მე ვფიქრობ, უფრო ადრეც, მაგრამ მოდით წინასწარ ნუ ვიტყვით“, - იტყობინება „იტარ–ტასსი“ ონიშჩენკოს სიტყვებზე დაყრდნობით.

ონიშჩენკომ განაცხადა, რომ მომავალ კვირას „როსპოტრებნადზორის“ ექსპერტთა სამი ჯგუფი გაემგზავრება საქართველოში, რათა ღვინის ქარხნები შეამოწმონ. მისი თქმით, საქართველოს 60–მდე საწარმომ გამოხატა მზადყოფნა განაახლონ ექსპორტი რუსეთში.

მაშინ როდესაც აკრძალვა ბოთლის ღვინოზე მოიხსნება, ღვინის მასალაზე კვლავ დარჩება აკრძალვა, განაცხადა ონიშჩენკომ, რომლის თქმითაც, ღვინის მასალის იმპორტი ქართული ღვინის ფალსიფიცირების რისკს გაზრდის.  მან ასევე განაცხადა, რომ ეს საკითხი შესაძლოა მოგვიანებით შემდგომი მოლაპარაკებების საგანი გახდეს.

რუსეთმა ქართული პროდუქციის, მათ შორის ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტი 2006 წელს ”უხარისხობის” მოტივით აკრძალა. თუმცა ამ გადაწყვეტილებას თბილისმა პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.  მაშინ საქართველომ დაგმო ემბარგო და ის ქართული ეკონომიკის ძირგამომთხრელ მცდელობად შეაფასა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა 2012 წლის 20 დეკემბერს, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების, მათ შორის ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების, დეპოლიტიზაცია უნდა მოხდეს. მეორე დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ანდრეი დენისოვმა განაცხადა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების საკითხი მოგვარებულია და მხოლოდ ტექნიკური პროცედურები რჩება. 

უახლესი ამბები
20 იან.'17 18:40
ნაციონალურმა მოძრაობამ ყრილობაზე განახლებული პოლიტსაბჭო დაამტკიცა
პარტიის თავმჯდომარის პოსტი მიხეილ სააკაშვილისთვის ვაკანტური დარჩა, პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელად კი დეპუტატი ნიკა მელია იქნა არჩეული.
20 იან.'17 17:32
კვირიკაშვილი: „გაზპრომთან“ სატრანზიტო შეთანხმებაში ‘საზეიმო არაფერი არ არის’
მისი თქმით, საქართველომ დაიცვა თავისი ინტერესები და „მიაღწია მაქსიმალურად იმ შედეგს, რისი მიღწევაც იყო შესაძლებელი“.
20 იან.'17 15:59
აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაში საქართველო ელჩის დონეზე მონაწილეობს
ელჩი დავით ბაქრაძე ცერემონიალის განრიგით გათვალისწინებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრება.
20 იან.'17 14:51
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი თბილისში შეხვედრებს მართავს
ჯანი ბუკიკიოს ვიზიტი საქართველოში დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმას უკავშირდება, იტყობინება ვენეციის კომისია.
20 იან.'17 12:06
კვირიკაშვილი დავოსში პოროშენკოს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე გამართა შეხვედრები თავის ხორვატ და სერბ კოლეგებთან.
19 იან.'17 22:49
ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოზე იმსჯელა
სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოს გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.
19 იან.'17 12:54
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს მიმართ „მზარდი ინტერესი“ გამოხატა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადრიდში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა ესპანეთის მეფეს.
18 იან.'17 18:05
უსუფაშვილი პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს
ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „სერიოზული წარმატების“ მიღწევას გეგმავს.
18 იან.'17 16:52
ცხინვალმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დანიშნა
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება.
18 იან.'17 14:44
პოლიტიკური რეიტინგები NDI–ის დაკვეთილ კვლევაში
ქართული ოცნება არჩევნების შემდგომ ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
58