Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:40 - 20 იან.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველო საერთაშორისო გამჭირვალობის თავდაცვის ანტიკორუფციულ ინდექსში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 თებ.'13 / 18:39

2013 წლის თავდაცვის ანტიკორუფციული ინდექსის მიხედვით, საქართველო კორუფციის „მაღალი რისკის“ კატეგორიაში მოექცა, ნათქვამია საერთაშორისო გამჭირვალობის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში

თავდაცვის ანტიკორუფციული ინდექსი პირველი ამ ტიპის კვლევაა, რომელიც ზომავს, თუ როგორ უმკლავდებიან 82 ქვეყნის მთავრობები კორუფციას თავიანთ თავდაცვის სისტემებში.

ინდექსი აანალიზებს და აფასებს თავდაცვის სფეროში კორუფციის რისკების შემცირების მიზნით მთავრობების მიერ განხორციელებულ ქმედებებს და ქვეყნებს აჯგუფებს ექვს სხვადასხვა კატეგორიაში. თავდაცვის სფეროში კორუფციის „ძალიან დაბალი რისკის“ მქონე ქვეყნები, ასეთი სულ ორია - გერმანია და ავსტრალია, მოხვდნენ A ჯგუფში; ხოლო ის ქვეყნები, სადაც კორუფციის რისკი „კრიტიკულია“, დაჯგუფდნენ F კატეგორიაში.

D კატეგორია, რომელშიც „მაღალი რისკის“ კორუფციის მქონე ქვეყნებია დაჯგუფებული, დაყოფილია ორ ქვეჯგუფად – შედარებით უკეთესი მდგომარეობა სადაც არის, ის ქვეყნები შედიან D+ ქვეჯგუფში და შედარებით უარესი მგდომარეობის ქვეყნები შედიან D- ქვეჯგუფში.

საქართველო ‘D–‘ კატეგორიაში მოექცა 14 შემდეგ ქვეყანასთან ერთად: ბანგლადეში, ბელარუსი, ჩინეთი, ეთიოპია, განა, იორდანია, ყაზახეთი, მალაიზია, პაკისტანი, პალესტინა, რუსეთი, რუანდა, ტანზანია და თურქეთი.

კვლევა საერთაშორისო გამჭირვალობამ 2011 წლის ივლისსა და 2012 წლის ოქტომბრის პერიოდში განახორციელა; საქართველოზე კვლევა 2012 წლის მაისში დასრულდა.

ანგარიშის თანახმად, მართალია საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლამ, რომელიც 2004 წელს დაიწყო, გარკვეული შედეგი გამოიღო ბიუროკრატიის დაბალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის თვალსაზრისით, მაგრამ „მაღალი დონის, ელიტური კორუფცია და თავდაცვის სექტორის არასათანადო გამჭვირვალობა“ კვლავ პრობლემად რჩება.

„თავდაცვის სამინისტრო მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და თვით საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს აწვდის იმ ინფორმაციას, რომელიც, მისი გადაწყვეტილებით, მიზანშეწონილია გასავრცელებლად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს თავდაცვის სფეროს ზედამხედველობის საკითხს, კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებები პრაქტიკულ საქმიანობად არ ქცეულა და ეფექტური ზედამხედველობის მექანიზმად არ ჩამოყალიბებულა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, თავდაცვის სამინისტრო შესყიდვების ჩვეულებრივ პროცედურებს ხშირად გვერდს უვლის და „ამას სხვა გამართლებას არ აძლევს გარდა ‘სახელმწიფო ინტერესისა“’.  ამავე ანგარიშის თანახმად, „ხშირად შესყიდვები ქაოტურად ხორციელდება, რადგანაც არ არსებობს შესყიდვების სტრატეგია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისთვის“.     

გამოქვეყნებამდე კვლევის შედეგები მთავრობებს გააცნეს, რომელთაც ჰქონდათ შესაძლებლობა მათზე რეაგირება მოეხდინათ. საქართველოს შემთხვევაში, ახალმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ წერილი მისწერა საერთაშორისო გამჭირვალობას, რომ გაუმჯობესება დაგეგმვაში, გამჭირვალობასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის დღის წესრიგში დგას.

გამოკვლეული 82 ქვეყნიდან, საერთო ჯამში, 70% განიცდის იმ ღონისძიებების ნაკლებობას, რომლებიც საჭიროა მათ თავდაცვის სისტემებში კორუფციის აღსაკვეთად.

უახლესი ამბები
20 იან.'17 18:40
ნაციონალურმა მოძრაობამ ყრილობაზე განახლებული პოლიტსაბჭო დაამტკიცა
პარტიის თავმჯდომარის პოსტი მიხეილ სააკაშვილისთვის ვაკანტური დარჩა, პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელად კი დეპუტატი ნიკა მელია იქნა არჩეული.
20 იან.'17 17:32
კვირიკაშვილი: „გაზპრომთან“ სატრანზიტო შეთანხმებაში ‘საზეიმო არაფერი არ არის’
მისი თქმით, საქართველომ დაიცვა თავისი ინტერესები და „მიაღწია მაქსიმალურად იმ შედეგს, რისი მიღწევაც იყო შესაძლებელი“.
20 იან.'17 15:59
აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაში საქართველო ელჩის დონეზე მონაწილეობს
ელჩი დავით ბაქრაძე ცერემონიალის განრიგით გათვალისწინებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრება.
20 იან.'17 14:51
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი თბილისში შეხვედრებს მართავს
ჯანი ბუკიკიოს ვიზიტი საქართველოში დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმას უკავშირდება, იტყობინება ვენეციის კომისია.
20 იან.'17 12:06
კვირიკაშვილი დავოსში პოროშენკოს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე გამართა შეხვედრები თავის ხორვატ და სერბ კოლეგებთან.
19 იან.'17 22:49
ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოზე იმსჯელა
სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოს გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.
19 იან.'17 12:54
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს მიმართ „მზარდი ინტერესი“ გამოხატა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადრიდში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა ესპანეთის მეფეს.
18 იან.'17 18:05
უსუფაშვილი პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს
ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „სერიოზული წარმატების“ მიღწევას გეგმავს.
18 იან.'17 16:52
ცხინვალმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დანიშნა
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება.
18 იან.'17 14:44
პოლიტიკური რეიტინგები NDI–ის დაკვეთილ კვლევაში
ქართული ოცნება არჩევნების შემდგომ ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
77