Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:58 - 19 ოქტ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
Human Rights Watch-ი მთავრობას მოუწოდებს ადამიანის უფლებები პრიორიტეტი იყოს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 თებ.'13 / 12:30

საქართველოს ახალმა მთავრობამ უნდა “გამოასწოროს ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული შემაშფოთებელი პრობლემები, რომლებიც მას მემკვიდრეობით ერგო“, თუმცა წარსულის დარღვევების გამოძიებისას მან თავიდან უნდა აიცილოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, უზრუნველყოს საკუთარი ქმედებების საზოგადოებრივი კონტროლი და პრიორიტეტი მიანიჭოს ყველაზე მძიმე დარღვევების გამოძიებას, განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა 31 იანვარს.

„ახალი მთავრობა ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული სიტუაცია სწრაფად გააუმჯობესოს“, – განაცხადა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა ჰიუ უილიამსონმა, „მაგრამ ამ პროცესში მან არ უნდა მიაყენოს ზიანი ადამიანის უფლებებს“.
 
უფლებადამცველი ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ ახალმა მთავრობამ ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია გამოასწოროს წარსულის დარღვევები ისე, რომ ამ პროცესში ადამიანის უფლებების დარღვევა არ მოხდეს.

მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ათობით ყოფილ ჩინოვნიკს წინა ხელისუფლებიდან, რომელთა წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა ხორციელდება, ჰქონდეს უფლება შესაბამის სამართლებრივ პროცედურებზე და რომ ყველა სასამართლო პროცესი „მკაცრად შეესაბამებოდეს სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო ნორმებს“. ორგანიზაციამ მომავალ სასამართლო პროცესებზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებისკენ მოუწოდა. პარლამენტმა უკვე შეიტანა ცვლილებები კანონში, რომლითაც მედიას სასამართლო დარბაზებში შეზღუდვები მოეხსნა.

Human Rights Watch–მა განაცხადა, რომ ახალმა მთავრობამ სისხლის სამართლებრივი საქმეების განხილვის სპეციალური ორგანოს შექმნის საკითხი უნდა განიხილოს, რომელიც წარსულის სამართლებრივ დარღვევებზე იმუშავებს. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  29 იანვარს განაცხადა, რომ იგეგმება კანონპროექტის ინიცირება მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი დამოუკიდებელი კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც სადავო განაჩენებს განიხილავს.

Human Rights Watch–მა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის რეფორმირებისკენ. შარშან იანვარში უფლებადამცველმა ორგანიზაციამ საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც  ქვეყანაში არსებული სისტემა, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს არეგულირებს, ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულთა უფლებას სათანადო სამართლებრივ პროცედურებზე და სამართლიან სასამართლოზე.

უახლესი ამბები
19 ოქტ.'17 19:58
საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა
ახალი კონსტიტუცია მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.
19 ოქტ.'17 18:29
არასამთავრობოები სახალხო დამცველის შესარჩევ პროცესში ჩართვას ითხოვენ
ახალ ომბუდსმენს პარლამენტი, სავარაუდოდ, ნოემბერში აირჩევს.
19 ოქტ.'17 16:09
საქართველომ ბუკის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა ნიდერლანდებს გადასცა
ნიდერლანდების თხოვნა MH17 რეისის სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის თაობაზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდებოდა.
19 ოქტ.'17 14:06
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ–სექტემბერში
2017 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოს საგარეო ვაჭრობამ 7.56 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
18 ოქტ.'17 14:18
საპარლამენტო კომიტეტებმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის განხილვა დაასრულეს
მთავრობა ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს პარლამენტს არაუგვიანეს 5 ნოემბრისა წარუდგენს.
18 ოქტ.'17 13:09
სოხუმი ეთნიკური ქართველებისთვის ახალ შეზღუდვებს ამზადებს
ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება გალის რაიონის 4 000 ეთნიკური ქართველისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას გეგმავს.      
17 ოქტ.'17 19:05
ქალები ხელისუფლებაში: საქართველო ევროპის საბჭოს ანგარიშში
ანგარიში ევროპის საბჭოს 46 წევრ ქვეყანაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხს მიმოიხილავს.
17 ოქტ.'17 18:27
თბილისში აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპულთა ნეშტები დაკრძალეს
აფხაზეთის კონფლიქტის დროს დაღუპული 25 პირის ნეშტი ცოტა ხნის წინ მათ ოჯახებს გადასცეს.
17 ოქტ.'17 13:13
ლავროვი: მოსკოვი პატივს სცემს სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს
ლავროვი ახალგაზრდობის და სტუდენტთა მე-19 მსოფლიო ფესტივალის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა.
17 ოქტ.'17 12:08
თხილის მოსავლის განადგურების გამო კომპენსაციის მოთხოვნით ზუგდიდში აქცია გაიმართა
ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებისგან აზიური ფაროსანასგან მიყენებული ზარალის კომპენსაციას ითხოვს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
71