Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:32 - 20 ივლ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ საქართველო არ შევა არცერთ პოსტსაბჭოთა გაერთიანებაში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 იან.'13 / 19:10

პრეზიდენტი სააკაშვილი მხარს უჭერს კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ საქართველო არ შევა არცერთ პოსტსაბჭოთა გაერთიანებაში, რაც მისი თქმით, მოხსნიდა "საბჭოთა იმპერიაში" დაბრუნების „პუტინისტური თამაშების“ შესაძლებლობას.

სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ ერთი დღის შემდეგ, რაც 30 იანვარს გამოვიდა პირველი ინიციატივით, რომ საქართველოს დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობაზე კანონპროექტი ყოფილიყო მიღებული, 31 იანვარს განაცხადა, რომ ასეთი ვალდებულება კონსტიტუციის დონეზე უნდა განისაზღვროს და ამ საკითხზე ერთობლივი მუშაობა ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობას შესთავაზა. პარლამენტში წარმოდგენილ ამ ორ ძალას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისათვის საჭირო 100 ხმა არ გააჩნია.

„ეს ის ცვლილებებია, რომელსაც ნამდვილად, უმრავლესობას ამ შეთხვევაში ეყოფათ ხმები, რომელიც მათ არ ყოფნით სხვა ყველა ცვლილებების შემთხვევაში, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ საქართველო არ შევა არცერთ პოსტსაბჭოთა გაერთიანებაში“, - განუცხადა სააკაშვილმა 31 იანვარს ჟურნალისტებს.

„რამდენიმე განცხადება გაკეთდა, კერძოდ განცხადება სომხეთში, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის არმენიზაცია და კერძოდ, თანაბარი დისტანცია უნდა დავიკავოთ დასავლეთისგანაც და რუსეთისგანაც, რაც არ იყო ადრე საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულება და კურსი“, - განაცხადა მან.  

პრეზიდენტს მხედველობაში ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ სომხეთში ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებები: ერთი, როდესაც მან თქვა, რომ სომხეთი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთდროულად კარგი ურთიერთობების დამყარება რუსეთთან და ნატოსთან; და მეორე, აფხაზეთის გავლით რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ.  ორივე ამ განცხადებას სააკაშვილისა და მისი პარტიის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.

„აფხაზეთის რკინიგზა არა მხოლოდ არის ლეგალიზაცია რუსეთის ოკუპაციის აფხაზეთის, არამედ პირდაპირ პლაცდარმს ვაძლევთ რუსეთს კავკასიის დაპყრობის, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და იმ სიტუაციაში, როცა რუსეთს მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ 2015 წელს ევრაზიის კავშირის სახით რაღაც ფორმით აღადგინოს საბჭოთა კავშირი, საბჭოთა იმპერია ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მყარად აქვს გადაწყვეტილი ამ პოსტსაბჭოთა გაერთიანებაში შეიყვანოს უკრაინა, მოლდოვა და საქართველო“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ამ სიტუაციაში „ძალიან პრინციპული“ მომენტია არა დეკლარაციის დონეზე საქართველოს დასავლური კურსის აღიარება, რასაც „ქართული ოცნება“ სთავაზობს საპარლამენტო ოპოზიციას ინტერფრაქციული შეთანხმების ფორმით, არამედ „კონსტიტუციაში შეტანა ისეთი ცვლილების, რომელსაც შემდეგ ვერ შეცვლის ვერცერთი პარლამენტი“.

„თუ ჩვენ მართლა სერიოზულად არ ვაპირებთ, რომ ვითამაშოთ იმპერიული, პუტინისტური თამაში ჩვენ საბჭოთა იმპერიაში დაბრუნების და ე.ი. საქართველოს მომავალი განვითარების შანსის მოსპობის, ასეთი საკონსტიტუციო ცვლილებები ყველა ამ საკითხს სერიოზულად მოხსნიდა და საქართველო გააგრძელებდა განვითარებას ჩვენი საზოგადოების თვალში და ასევე ჩვენი პარტნიორების თვალში“, - განაცხადა სააკაშვილმა. 

მან იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სერიოზულად განიხილავს ამ ინიციატივას და არ ჩათვლის „მორიგ პროპაგანდისტულ ფანდად“.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
20 ივლ.'17 19:32
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს მთავარი პროკურატურა გამოიძიებს
გამოძიების დასრულებამდე, სასაზღვრო პოლიციის და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს.
20 ივლ.'17 19:08
საქართველო ტერორიზმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში
დოკუმენტი საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული საკითხების სტატუსს აფასებს.
20 ივლ.'17 17:33
უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის პირობას დებენ
პეტრო პოროშენკომ საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.
19 ივლ.'17 17:47
ყოველწლიურ ამბასადორიალზე საქართველოს ლიდერები საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრობენ
თბილისი საქართველოს ელჩების ყოველწლიურ შეკრებას 18-21 ივლისს მასპინძლობს.
18 ივლ.'17 19:11
სემეკმა ბუნებრივი აირის მოხმარებაზე ახალი ტარიფები დაადგინა
ბუნებრივი აირის ტარიფი თბილისის და რეგიონების მომხმარებლებისათვის გაიზარდა
18 ივლ.'17 18:03
ვინ არიან თბილისის მერობის კანდიდატები და როგორია მათი საარჩევნო დაპირებები
საქართველოს დედაქალაქი, სადაც ამომრჩეველთა მესამედი ცხოვრობს, 2017 წლის ოქტომბერში ახალ მერს და საკრებულოს აირჩევს.
18 ივლ.'17 17:31
არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
18 ივლ.'17 15:41
ესტონეთის, ლიტვის და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ცხინვალის რეგიონის ბორდერიზაციის შესახებ
მინისტრებმა განცხადებები ამ თემაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე გააკეთეს.
18 ივლ.'17 12:50
თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართა
რაშიდ მერედოვი თავის ქართველ კოლეგას, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და ენერგეტიკის მინისტრს შეხვდა.  
17 ივლ.'17 20:00
სოციალურ ქსელში გავრცელებულ სავარაუდო მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
Facebook-ის პოსტი 25 წლის თათია დოლიძის წინააღმდეგ ინტერნეტ სივრცეში აღარ იძებნება.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
43