Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:40 - 20 იან.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ისრაელს სტუმრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 იან.'13 / 12:50

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია ისრაელს საქმიანი ვიზიტით სტუმრობენ საქართველოში სამხედრო წარმოების განვითარების საკითხებთან დაკავშირებით.

„ისრაელში ვიზიტის მიზანი სამხედრო სამრეწველო საწარმო „დელტას“ ებრაელ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება და ერთობლივი პროექტების დაგეგმვა წარმოადგენს“, - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო, სადაც არ აკონკრეტებენ "პარტნიორების" ვინაობას ისრაელში.

თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 29 იანვარს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლება „დელტას“ მიზანშეწონილობას განიხილავდა და აღნიშნა, რომ ამ სამხედრო საწარმოს გაუქმება „დიდი შეცდომა“ იქნებოდა. თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც განაცხადა, რომ პრეზიდენტი „შეცდომაშია შეყვანილი“, უარყო "დელტას" შესაძლო ლიკვიდაციის გეგმები და აღნიშნა, რომ გრძელდება მუშაობა წინა მთავრობის მიერ დაწყებული წარმოების განვითარებაზე.

სამეცნიერო კვლევითი ცენტრი „დელტა“, რომელიც  საქართველოში სამხედრო ტექნიკის ერთადერთი მწარმოებელია, რამდენიმე ქარხანას აერთიანებს, მათ შორის „თბილავიამშენს“, რომელიც 2010 წელს კერძო მესაკუთრიდან თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში გადავიდა. საწარმომ ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“ და ჯავშანტრანსპორტიორი „დიდგორი“ გამოუშვა; ასევე აწარმოებს ცეცხლსასროლ იარაღს, ნაღმმტყორცნებს, საარტილერიო სისტემებს, უნივერსალურ საბრძოლო მოდულებს, ჯარისკაცის აღჭურვილობას და სპეცტანსაცმელს, ოპტიკურ ხელსაწყოებს, საბრძოლო მასალებს, ბრძოლის მართვის სისტემებს და სხვა სამხედრო დანიშნულების პროდუქციას.

„დელტას“ სამომავლო ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ იანვრის დასაწყისში გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა: „დელტას" ახალი ადმინისტრაცია ჰყავს, თანამედროვე აზროვნების მენეჯერები და დარწმუნებული ვარ, ის აბსოლუტური ფინანსური უპასუხისმგებლობა, რაც "დელტაში" იყო, დასრულდება".

როდესაც მას ივანიშვილის სკეპტიკურ განწყობაზე ჰკითხეს საქართველოს სამხედრო წარმოებასთან დაკავშირებით, ალასანიამ უპასუხა, რომ პრემიერ–მინისტრი „დელტაში“ სტუმრობას გეგმავს.

„თუ არ ნახე, ძნელია მისი პოტენციალის დაჯერება. მეც ვეჭვობდი, შეგვეძლო თუ არა სამხედრო მანქანების წარმოება. შეგვიძლია, თუ სწორად დავგეგმავთ და მენეჯმენტს სწორად წარვმართავთ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ბაზარზე, თვითღირებულებასა და რენტაბელურობაზე. იმედია, მოვახერხებთ ხალხის დასაქმებასა და სამხედრო ინდუსტრიის შექმნას“, – განაცხადა ალასანიამ იანვრის დასაწყისში.

უახლესი ამბები
20 იან.'17 18:40
ნაციონალურმა მოძრაობამ ყრილობაზე განახლებული პოლიტსაბჭო დაამტკიცა
პარტიის თავმჯდომარის პოსტი მიხეილ სააკაშვილისთვის ვაკანტური დარჩა, პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელად კი დეპუტატი ნიკა მელია იქნა არჩეული.
20 იან.'17 17:32
კვირიკაშვილი: „გაზპრომთან“ სატრანზიტო შეთანხმებაში ‘საზეიმო არაფერი არ არის’
მისი თქმით, საქართველომ დაიცვა თავისი ინტერესები და „მიაღწია მაქსიმალურად იმ შედეგს, რისი მიღწევაც იყო შესაძლებელი“.
20 იან.'17 15:59
აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაში საქართველო ელჩის დონეზე მონაწილეობს
ელჩი დავით ბაქრაძე ცერემონიალის განრიგით გათვალისწინებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრება.
20 იან.'17 14:51
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი თბილისში შეხვედრებს მართავს
ჯანი ბუკიკიოს ვიზიტი საქართველოში დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმას უკავშირდება, იტყობინება ვენეციის კომისია.
20 იან.'17 12:06
კვირიკაშვილი დავოსში პოროშენკოს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე გამართა შეხვედრები თავის ხორვატ და სერბ კოლეგებთან.
19 იან.'17 22:49
ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოზე იმსჯელა
სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოს გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო.
19 იან.'17 12:54
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს მიმართ „მზარდი ინტერესი“ გამოხატა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადრიდში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა ესპანეთის მეფეს.
18 იან.'17 18:05
უსუფაშვილი პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს
ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „სერიოზული წარმატების“ მიღწევას გეგმავს.
18 იან.'17 16:52
ცხინვალმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დანიშნა
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება.
18 იან.'17 14:44
პოლიტიკური რეიტინგები NDI–ის დაკვეთილ კვლევაში
ქართული ოცნება არჩევნების შემდგომ ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
53