Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:46 - 27 მაი.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
წულუკიანი: უკანონო განაჩენების გადახედვისთვის სპეციალური კომისიის შექმნა იგეგმება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 იან.'13 / 14:23

ახალი ხელისუფლება გეგმავს მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი კომისიის შექმნას, რომელიც „უკანონო პატიმრების“ და „ბიზნესმენებისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების“ საქმეებს შეისწავლის, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

მან ამ ახალი ინიციატივის შესახებ 29 იანვარს „რუსთავი 2“-ის პოლიტიკურ თოქ-შოუში „პოზიცია“ სტუმრობისას ისაუბრა.

მისი თქმით, ამ კომისიის მიზანი იქნება იმ „კანონიერ ძალაში შესული უსამართლო გადაწყვეტილებების გადახედვა“,  სადაც ბოლომდეა ამოწურული გასაჩივრების გზები. ეს, მისი ინფორმაციით, პირველ რიგში შეეხება, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის დანაშაულებს, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს, სადაც „დავის ღირებულება იქნება მაღალი“. „შეიძლება ეს იყოს 100 ათას ლარს ზევით“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თუმცა დასძინა, რომ ზუსტი ოდენობის განსაზღვრაზე მსჯელობა გრძელდება.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, იმისათვის რომ კომისიამ ეფექტიანობა არ დაკარგოს, დადგინდება ძალიან მოკლე დრო რა ვადაშიც მოქალაქეებს კომისიაში განაცხადების შეტანა შეეძლებათ. იმ შემთხვევაში, თუ კომისია დაადგენს, რომ განაჩენი არის „აშკარად დაუსაბუთებელი“, ის თავის დასკვნას გადააგზავნის სასამართლოში და „ეს იქნება საფუძველი, რომ ახლად გამოვლენილი გარემოება იყოს დადგენილი",  განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, ინიციატორებმა არჩევანი დროებითი კომისიის შექმნის სასარგებლოდ გააკეთეს ნაცვლად იმისა, რომ „დაგროვილი უკანონობების“ შესწავლა იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში განხორციელებულიყო.

მინისტრის ინფორმაციით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის წევრებსა და თავმჯდომარეს პარლამენტი აირჩევს კანონპროქტის თანახმად, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეიმუშავა და რომელიც „ძალიან მალე“ იქნება ინიცირებული.

უახლესი ამბები
27 მაი.'17 19:46
ევროპულმა საქართველომ პარტიის დამფუძნებელი ყრილობა გამართა
პარტიამ გენერალურ მდივნად გიგი უგულავა, ხოლო თბილისის მერობის კანდიდატად ელენე ხოშტარია დაასახელა.
26 მაი.'17 15:35
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი გამოვიდნენ.
25 მაი.'17 18:58
სასამართლომ თურქეთის მოქალაქეს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მმართველს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად.
25 მაი.'17 18:30
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს მართავს
აშშ-ის დელეგაცია სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ხელმძღვანელობით მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
25 მაი.'17 14:21
კვირიკაშვილი: ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის თბილისში გამართვა ‘უაღესად მნიშვნელოვანია’
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია თბილისში 26-29 მაისს გაიმართება.
25 მაი.'17 11:05
ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრები პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ.
24 მაი.'17 13:35
მოსკოვის მიერ სოხუმში დაგეგმილი ახალი სამართალდამცავი სტრუქტურის თაობაზე უთანხმოება გრძელდება
შინაგან საქმეთა სტრუქტურების საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრს აფხაზეთში დებატები მოყვა.
24 მაი.'17 13:05
კრემლმა ცხინვალში ახალი წარმომადგენელი დანიშნა
მარატ კულახმეტოვი ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურად მსახურობდა. 
24 მაი.'17 11:21
თურქეთის პრემიერ-მინისტრი თბილისში საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხვდა
საქართველოს და თურქეთის მინისტრებმა სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-2 სხდომა გამართეს.
24 მაი.'17 10:05
საქართველომ სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლა
საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
53